1 სექტემბერს, ქართული ტელეკომპანიებით გაავრცელებული ინფორმაციით, გამთენიისას თავდასხმა მოხდა სოფელ ოტობაიაზე. რუსმა სამხედროებმა სახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და რამდენიმე წუთში სოფელში შევიდნენ. ამავე ცნობით, რუსებისა და აფხაზების ლიდერების მითითებით, საოკუპაციო ჯარი მოსახლეობის დაშინებას ცდილობს, რათა მათ ქართულად სწავლაზე უარი თქვან. ვითარების გასარკვევად რადიო თავისუფლება სამეგრელო-ზემო სვანეთში, აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელს დაუკავშირდა. თორნიკე კილანავამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა, აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები გალის რაიონის მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და მომავალში მსგავსი ქმედებები მათი მხრიდან მოულოდნელი არ იქნება.
ოკუპირებულ ოტობაიაში სროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა ასევე ადგილობივმა ახალგაზრდამ, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა. ახალგაზრდა მამაკაცმა აგვიხსნა, რომ რუსი სამხედროები სოფელში იშვიათად გადაადგილდებიან და მოსახლეობასთან კავშირსაც კი ერიდებიან. ხოლო აფხაზები, რომლებიც თავიანთ საგუშაგოზე დგანან ადგილობრივ მოსახლეებს არაფერს ერჩიან. მისივე თქმით, დღეს ოტობაიას სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. აფხაზები და რუსები ზუგდიდში გადასვლას არ გვიკრძალავენ. თხილი თუ მიაქვს მოსახლეობას, დაწესებული აქვთ ბაჟის სახით თანხა, რის გადახდის შემდეგ უპრობლემოდ გადადიან ენგურზე. გვითხრა ოტობაიას მკვიდრმა.
აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა, თორნიკე კილანავამ კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებში სასწავლო პროცესი ზოგან ჩაიშალა, ზოგან კი მოსწავლეების სიმცირე შეინიშნებოდა.