თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ნახევარი საუკუნეა ცდილობს
თურქეთი ამ დღეებში ერთგვარად სევდიან თარიღს აღნიშნავს - 31 ივლისს ზუსტად 50 წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ ოფიციალურად პირველად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით.
მაშინ - 1959 წელს - ევროკავშირს ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობა ერქვა და ექვს ქვეყანას აერთიანებდა - ბელგიას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ლუქსემბურგსა და ჰოლანდიას.
როდესაც თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ადნან მენდერესმა, ბლოკს გაწევრიანების თხოვნით მიმართა, გაერთიანებაში ჯერ კიდევ არ იყო შესული ბევრი ამჟამად გავლენიანი ქვეყანა - იქნება ეს ბრიტანეთი თუ ესპანეთი. მაგრამ, სურვილის მიუხედავად, პროცესი ნახევარი საუკუნე გაჭიანურდა და თურქეთი დღესაც ევროკავშირის მიღმა რჩება.
თავდაპირველად, ევროპის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ თურქეთის განაცხადს უარით უპასუხა, მაგრამ უკვე 1963 წელს ორმა მხარემ ასოცირების შეთანხმება გააფორმა, რომელიც თურქეთს გაწევრიანების პერსპექტივას აძლევდა. მაგრამ ანკარას ამის შემდეგაც 40 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ოფიციალურად მოეპოვებინა წევრობის კანდიდატის სტატუსი; ექვსი წელი კი ბლოკში გაწევრიანების პირობების განსაზღვრას დაეთმო.
”ჩვენი ქვეყანა აღარ მოითმენს დროის გაფლანგვას და შეფერხებებს” - სააგენტო ”ფრანს-პრესის” ინფორმაციით, გაწევრიანების პროცესის ორმოცდამეათე წლისთავს ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მთავარი წარმომადგენელი, ეგემენ ბაგისი. მისი თქმით, თურქეთი აღნიშნავს ამ თარიღს, თუმცა ის ზეიმის საბაბს არ იძლევა.
”წარსულში დაშვებული შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ, ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და რაც შეიძლება მალე უნდა მივაღწიოთ სრულუფლებიან გაწევრიანებას”, - განაცხადა ბაგისმა.
თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს რამდენიმე პოლიტიკური თუ კულტურული ფაქტორი აფერხებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვიპროსთან უთანხმოებაა. გაწევრიანების პროცესში კანდიდატ ქვეყანას ბლოკის ყველა წევრის თანხმობა ესაჭიროება, კვიპროსის ფაქტორის გამო კი ეს ვერ ხერხდებოდა.
ორ ქვეყანას შორის უთანხმოება დაიწყო 1974 წელს, კვიპროსში თურქეთის შეჭრიდან, რაც საბერძნეთის მიერ ინსპირირებული გადატრიალებიდან ხუთ დღეში მოხდა. მას შემდეგ კუნძულის ჩრდილოეთში ანკარის სამხედრო ძალები დგანან. თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თურქი კვიპროსელების სახელმწიფოს აღიარებს.
თურქეთის მხრიდან კვიპროსთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობის გამო, ევროკავშირმა 2006 წელს ანკარასთან რვა სფეროში მიმდინარე მოლაპარაკება შეწყვიტა.
დღესდღეობით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ნაბუქოს გაზსადენის პროექტი ამყარებს. ამ პროექტში, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად, თურქეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანაა. ბევრი ენთუზიასტის აზრით, ნაბუქოს პროექტი მნიშვნელოვნად დააჩქარებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ამ საკითხს სკეპტიკოსებიც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ევროკავშირს ბევრ ქვეყანასთან აქვს მტკიცე სავაჭრო კავშირები, მაგრამ ეს თანამშრომლობა ამ ქვეყნების ევროკავშირში გარდაუვალ გაწევრიანებას არ მოასწავებს.
ევროკავშირის მოსახლეობა იზრდება
2009 წელს ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონს მიაღწევს - ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა ევროკავშირის სტატისტიკურმა სააგენტომ, ”ევროსტატმა”.
2009 წლის 1 იანვარს ევროკავშირის მოსახლეობა 499.8 მილიონი ადამიანი იყო - მაშინ, როცა ერთი წლით ადრე, 2008 წლის 1 იანვარს, ეს რიცხვი 497.7-ს შეადგენდა.
ზოგადი ტენდენციით, ევროკავშირის მოსახლეობა 2004 წლის შემდეგ ზრდას განიცდის. ამას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს - შობადობის ზრდა და ყოველწლიურად 1.5-დან 2 მილიონამდე მიგრანტის მიღება.
შარშან ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 5.4 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც, სტატისტიკის ენაზე, ყოველ ათას მოსახლეზე 10.9 ბავშვს უტოლდება.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ირლანდიას აქვს - 16.9 ყოველ 1,000 მოსახლეზე. შემდეგ მოდიან საფრანგეთი, ბრიტანეთი, ესტონეთი, შვეცია და დანია.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 8.2 - გერმანიაში აღირიცხა. შემდეგ სიაში ავსტრია მოდის. სტატისტიკოსების გასაკვირად, შობადობის მაჩვენებლით არც რომანტიკული ბუნებით ცნობილი იტალიელები გამოირჩნენ - გასულ წელს მათი მაჩვენებელი 9.6 იყო.
სტატისტიკის მეორე მხარეს - სიკვდილიანობის მხრივ - ევროკავშირში სტაბილური ვითარება შენარჩუნდა. ისევე, როგორც 2007 წელს, 2008-შიც ყოველ 1,000 მოსახლეზე 9.7 სიკვდილი აღირიცხა.
თანასწორი უფლებების ახალი კანონპროექტი კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლების უკმაყოფილების საგანი ხდება
ათეისტებმა, შესაძლოა, გალერეებს შეუტიონ რელიგიური თემატიკის მქონე ნამუშევრების გამოფენისთვის; მაგიის მიმდევრებს კი უფლება ექნებათ საეკლესიო შენობების გამოყენება მოითხოვონ - ასეთი გაფრთხილებით გამოდის კათოლიკური ეკლესია ევროკავშირში ინიცირებული თანასწორი უფლებების ახალი კანონპროექტის გამო.
ეს კანონი მიზნად ისახავს რელიგიის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ სექსუალობის გამო დისკრიმინაციის აღკვეთას ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, რომლებსაც უკვე მოქმედი შრომის კოდექსი არ ფარავს - მაგალითად, ნაქირავებ შენობებში.
თუკი კანონპროექტს კავშირის ყველა წევრი ქვეყანა დასთანხმდება, ის 2011 წლიდან შეიძლება ამოქმედდეს.
კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ბრიტანეთის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა. ეპისკოპოსები მიესალმნენ ევროკავშირის მცდელობას დაიცვას ”ყოველი ინდივიდის შინაგანი ღირსება”, მაგრამ ისინი იქვე გამოვიდნენ მოწოდებით, შერბილდეს შესაძლო ”შეურაცხმყოფელი გარემოს” განსაზღვრისას გამოყენებული ლექსიკა და ტექსტს დაემატოს გამონაკლისი რელიგიური ორგანიზაციებისთვის, რათა მათ ”თავიანთი სულისკვეთების მიხედვით მოქმედების საშუალება მიეცეთ.”
სასულიერო პირების აზრით, ამ კანონის პრაქტიკული განხორციელება ერთი ჯგუფის მიერ მეორის ინტერესების შელახვის საფრთხეს შექმნის. ეკლესიის გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: ”ჰომოსექსუალთა ჯგუფებმა... შესაძლოა განაცხადონ, რომ შეურაცხყოფილნი არიან ჰომოსექსუალობასთან მიმართებით კათოლიკური ეკლესიის სწავლებებით; კათოლიკეები შეიძლება ასეთი საჩივრით გეი-აღლუმს გამოეხმაურონ; რომელიმე ათეისტი კი შეიძლება სადმე გალერეაში გამოფენილი რელიგიური სურათებით დარჩეს შეურაცხყოფილი.”
ევროპის პარლამენტმა კანონპროექტი აპრილში მიიღო. კანონპროექტს მემარცხენე ორიენტაციის და ლიბერალი დეპუტატები იცავდნენ, მემარჯვენე-ცენტრისტები კი აცხადებდნენ, რომ ამ კანონის მიღება ზედმეტი რეგულაციების ამოქმედებას მოიტანს.