მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს: განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ, რაც ოთხიოდე თვის წინ გამართული, 5 აპრილის არჩევნებში კომუნისტების გამარჯვებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და ძალადობა მოჰყვა. კომუნისტური პარტიის ოპონენტები ირწმუნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ კომუნისტები ახლაც ყველა ზომას მიმართავენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.
ის, რაც მოლდავეთში წელს აპრილის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა, ძალიან ბევრისთვის იყო მოულოდნელი... დემონსტრანტებმა კიშინიოვში ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს და პრეზიდენტის ოფისი დაარბიეს. პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა. ვრცელდება ცნობები დაკავებულების ცემისა და რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შესახებ. მაგრამ ხელისუფლება ამ ცნობებს უარყოფს.
მძაფრი რეაქცია მოჰყვა, როგორც საპროტესტო აქციების მონაწილეები ირწმუნებიან, არჩევნების გაყალბებას. ოფიციალური შედეგებით, 5 აპრილს კომუნისტურ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა ერგო, რაც ნიშნავს, რომ ერთადერთი მანდატი დააკლდა ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, მაშინდელი პრეზიდენტის, კომუნისტ ვლადიმირ ვორონინის მმართველობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ორჯერ დაბლოკეს პრეზიდენტის არჩევის პროცესი, ვორონინი იძულებული იყო, დაეთხოვა პარლამენტი და ისევ არჩევნები დაენიშნა.
და აი, განმეორებით არჩევნების დღეც დადგა... ჩვენი კორესპონდენტი გრეგორი ფაიფერი როგორც იუწყება, კიშინიოვში სასიამოვნო, მზიანი ამინდია, მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობა. თითქმის ყველა, ვისაც ის ელაპარაკება, აპრილის დრამატულ ამბებს იხსენებს. მათ შორის იოანა დოროდე, კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი: “არ მინდა ჩვენი შვილები ისე ცემონ, როგორც 7 აპრილს, როცა საკნებში ჩაყარესო”, ამბობს დოროდე.
მისაგან განსხვავებით, ოპოზიციაზე ამყარებს იმედებს ანდრეი მაკამანდრე: “იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში მართლა მოხდება ცვლილება. ვემხრობი ძალაუფლების დაბალანსებას, რადგან ასე ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება”.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კომუნისტების კონკურენტ სამ წამყვან ოპოზიციურ პარტიას ერთად - კომუნისტებზე მეტი მომხრე ჰყავს. ბევრის მზერაა მიმართული მარიან ლუპუსკენ. კომუნისტების ამ, ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა გასულ თვეში დატოვა თავისი პარტია და სათავეში მოექცა ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიას. ლუპუს რწმენით, მოლდავეთი მხოლოდ ფართო კოალიციის მეშვეობით თუ შეძლებს, თავი დააღწიოს პოლიტიკურ კრიზისს.
“ძალიან კარგად ვიცი, როგორ აზროვნებენ კომუნისტური პარტიის ლიდერები”, ამბობს ლუპუ, რომელიც ამ ცოდნის საფუძველზე დაასკვნის, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას არ გააჩნია “საკმარისი პოლიტიკური კულტურა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თანასწორუფლებიანი და ეფექტიანი პოლიტიკური პარტნიორობის განვითარებისთვის”.
დღევანდელ არჩევნებს 3 000-ზე მეტი მოლდაველი და უცხოელი მეთვალყურე აკვირდება. როგორც ცნობილია, მათ შორის არ არიან საქართველოს წარმომადგენლები: ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მეთვალყურეებს, რომლებსაც მოლდავეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ნება არ დართო, საქართველოში დაბრუნება მოუწიათ.
ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ კომუნისტების გამარჯვების შემთხვევაში, ისევ დაიწყება საპროტესტო აქციები. მეორე მხრივ, კიშინიოვის მერი, ლიბერალური პარტიის ლიდერი დორინ ჩირტოაკა შიშობს, რომ კომუნისტები - არჩევნებში წარუმატებლობის შემდთვევაში - სამხედრო ძალას გამოიყენებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ცნობა ვრცელდებოდა საარჩევნო კანონის დარღვევის შემთხვევებზე. ჩვენი რადიოს მოლდავურ სამსახურთან ინტერვიუებში, რეგიონული ლიდერები უჩიოდნენ ზეწოლას კომუნისტური პარტიისაგან. ცენტრალურ მოლდავეთში მდებარე ქალაქ სლობოზიას მერის, უპარტიო ანატოლ ზავალისკას თქმით, საწარმოების ხელმძღვანელებს მიღებული ჰქონდათ დავალება, დამუქრებოდნენ რიგით თანამშრომლებს:
“ხალხს ეშინია ოპოზიციის მხარდაჭერის გამოხატვის. მათ ემუქრებიან, რომ სამსახურიდან დაითხოვენ და რომ ოჯახის წევრებიც უმუშევარი დარჩებათ”. ასევე ზავალისკას თქმით, ყველაზე ხშირად კომუნისტები მაინც იმით “იმუქრებიან”, რომ ოპოზიცია მოლდავეთს რუმინეთთან გაერთიანებას უპირებს. მეორე მსოფლიო ომამდე მოლდავეთის უდიდესი ნაწილი, როგორც ცნობილია, რუმინეთის შემადგენლობაში იყო, ორ ქვეყანას საერთო ენა და კულტურა აკავშირებს. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ვორონინმა ისიც კი თქვა - მოლდავეთის ყოფნა-არყოფნა არჩევნებში კომუნისტების გამარჯვებაზეა დამოკიდებულიო. აქვე უნდა ითქვას, რომ ვორონინი მხარდაჭერით სარგებლობს მოსკოვისაგან, რომელიც მას 500 მილიონი დოლარის კრედიტს პირდება.
დღეს დილას, საარჩევნო უბანში მისულმა ვორონინმა მოსკოვთან მოლდავეთის ახლო ურთიერთობაც ახსენა:
“რუსეთი იმ რთულ დღეებში, რომლებიც ჩვენმა სახელმწიფომ გამოიარა, მოიქცა, როგორც ყველაზე გულწრფელი, ნამდვილი მეგობარი. და ეს არავინ არასოდეს უნდა დაივიწყოს”.
მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიები რუმინეთთან, და, შესაბამისად, ევროკავშირთან მოლდავეთის დაახლოებას ემხრობიან.
საარჩევნო უბნები, თბილისის დროით საღამოს 10 საათზე იხურება. ადგილობრივი დროით 15 საათზე (თბილისის დროით 16 საათზე) გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისრაში მონაწილეების რაოდენობამ გადააჭარბა ელექტორატის 33 პროცენტს, რაც აუცილებელია არჩევნების ჩატარებულად გამოსაცხადებლად. ამასთან, კენჭისყრის პროცესი არ მიმდინარეობს სეპარატისტულ დნესტრისპირეთში. არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს ვერც ემიგრანტების დიდი ნაწილი. უცხოეთში მყოფი მოლდაველები, მათი რიცხვი კი, ზოგი შეფასებით მილიონს აღწევს, უკმაყოფილებას გამოთქვამენ არჩევნების შუა კვირაში დანიშვნის გამო. ამ ნაბიჯითა და უცხოეთში მეტისმეტად ცოტა საარჩევნო უბნების მოწყობით, ხელისუფლებამ მათ, მათივე შეფასებით, საარჩევნო ხმა წაართვა. საქმე ეხება საარჩევნო ხმას, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში, სავარაუდოდ, ოპოზიციას ერგებოდა.