აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის, ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდეს. 24 ივლისს პოლიტიკოსები და ექსპერტები ისევ ამ ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებს აანალიზებდნენ. თანახმად მათი დასკვნებისა, ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოში ვიზიტით და იქიდან რუსეთისკენ მიმართული გზავნილებით ახალი ომის ესკალაციის საფრთხე პრაქტიკულად მოხსნა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კი აშკარა გახადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს განვითარდეს და აჩვენოს მსოფლიოს, რომ ეს შესაძლებელია მაშინც კი, როცა ქვეყანაში დამპყრობელი დგას და ამ ქვეყნის დედაქალაქი რჩება მისთვის ბოლო სამიზნედ.
ჯოზეფ ბაიდენმა 23 ივლისს თბილისიდან მოუწოდა რუსეთს პატივი სცეს იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც ნათლადაა ასახული 12 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმებაში, და თავისი ჯარი საქართველოდან გაიყვანოს. საპასუხოდ, რუსმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან არ წავა.
ჯოზეფ ბაიდენმა თბილისში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს გავლენის სფეროებს და რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არ მოხდება და არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ხარჯზე. ამაზე საპასუხო განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გააკეთა:
„მე არასწორად მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობათა გადატვირთვა შეიძლება მოხდეს სხვების ხარჯზე. ჩვენ გვჭირდება ამერიკასთან მეგობრული და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობა, რაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამან უნდა გააუარესოს სხვა ქვეყნებთან ჩვენი და, გნებავთ, ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა - იქნება ეს უკრაინა თუ საქართველო.”
მაგრამ მედვედევმა თქვა ისიც, რომ რუსეთი მზად არის და მზად იქნება გასცეს მკაცრი და, საჭიროების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი პასუხი გამოწვევას, კერძოდ, თუ მის მოქალაქეებს საფრთხე დაემუქრება. ამას ამბობდა პუტინიც შარშან, აგვისტოს ომის დაწყებამდე, იმის ხაზგასმით, რომ რუსეთი დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის გარეთაც, ანუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში:
”სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ძლიერი, პროგნოზირებადი და კომფორტული პარტნიორი ჩვენი მეზობლებისთვის”,- აღნიშნა დმიტრი მედვედევმა რუსული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი განცხადებების გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ, რომ კიევსა და თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, მაგრამ რუსეთი არ აპირებს თავისი პოზიციის შეცვლას საქართველოს ოკუპირებული ზონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - მიმართ.
ასეთ შემთხვევაში რას იღებს საქართველო გადატვირთვის პოლიტიკისგან, გადატვირთვისა, რომელიც, ისევ ჯოზეფ ბაიდენის სიტყვებით, არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ხარჯზე? ქართველი პოლიტიკოსების და ექსპერტების აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არის ის, რომ რუსეთმა ვერ უნდა გაბედოს საქართველოს დესუვერენიზაციის გეგმის ბოლომდე მისაყვანად მის წინააღმდეგ მორიგი ომის წამოწყება. რაც შეეხება გრძელვადიან ასპექტს, პოლიტიკური რისკების მკვლევარ ბაკურ კვაშილავას აზრით: ”გრძელვადიანი ასპექტის მიხედვით, როგორც ჩანს, საკითხი რჩება ღიად და, ბუნებრივია, ქვეყანა არ უნდა დაელოდოს იმ დროს, როცა მოხდება გადახედვა პროცესის, და საქართველომ უნდა შექმნას კარგი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა როგორც ეკონომიკურად, ისე დემოკრატიულად.”
საქართველომ უნდა აჩვენის მსოფლიოს, რომ ეს შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე დგას დამპყრობელი; მიუხედავად იმისა, რომ მისი დედაქალაქისკენ მიმართულია რუსული რაკეტები, - ამბობს ბაკურ კვაშილავა.
გრძელვადიანი პერსპექტივის თაობაზე თავად ჯოზეფ ბაიდენმა ისაუბრა თბილისში - პარლამენტშიც და შემდეგ დევნილ ბავშვებთან შეხვედრაზეც. პარლამენტში მან ურჩია და მოუწოდა საქართველოს, კარი ღია დატოვოს აფხაზებისა და ოსებისთვის და დაანახვოს მათ, რომ, არსებული სტატუს კვოს გარდა, მათთვის სხვა არჩევანიც არსებობს.
ჯოზებ ბაიდენის ვიზიტის დასრულების შემდეგ ვიზიტის შედეგები პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაჯამა. მანაც მოკლევადიან და გრძელვადიან შედეგებზე ისაუბრა:
”ნათლად გამოიკვეთა, რომ ეს არ არის ჩვენი ადგილობრივი, ლოკალური პრობლემა და ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის ძალიან მძიმე პრობლემა და საქართველო აქ მარტო არ არის. მოკლევადიანი და გადამწყვეტი შედეგი არის ის, რომ ვლადიმირ პუტინის გეგმა საქართველოს განადგურების, - განსაკუთრებით ამ ზაფხულში იყო საფრთხე, - ეს გეგმა ნამდვილად არის ჩაშლილი.”
ჯოზებ ბაიდენმა თბილისში ისაუბრა სამხედრო თანამშრომლობაზეც და ეს აღმოჩნდა განსაკუთრებით გამაღიზიანებელი რუსეთისთვის. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან იმისთვის, რომ მოხდეს ქართული ჯარის მოდერნიზაცია. ამ მხრივ, მისი თქმით, აქცენტები წვრთნაზე, დაგეგმარებასა და ორგანიზებაზე კეთდება. სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა თეთრ სახლშიც. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კრაულიმ თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული არმიის ყოლაა და, შესაბამისად, ამ სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვეყანაში და მის გარშემო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.