Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი. 791-ე გამოშვება


ქეთი მელუა
ქეთი მელუა
ყოველკვირეული რადიოჟურნალის ამ გამოშვებაში ვეცდებით გავარკვიოთ, მაინც რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვში ვიზიტისას; გაგაცნობთ ახალ ჟურნალ "ფოტოს", რომლის პირველი ნომერი მთლიანად 2008 წლის აგვისტოს ომს ეძღვნება; წარმოგიდგენთ ცნობილი გერმანელი სოციოლოგის ნორბერტ ელიასის ფუნდამენტური ნაშრომის ქართულ თარგმანს; 80 წლის იუბილეს მივულოცავთ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ მდივანს ელენ კარერ დ'ანკოსს, იმავე ელენე ზურაბიშვილს; შემოგთავაზებთ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში "რუხ კარინალად" ცნობილი კაცის, ვლადისლავ სურკოვის პორტრეტს; დაბოლოს, ვისაუბრებთ ქეთი მელუაზე - საქართველოში დაბადებულსა და ბრიტანეთში მცხოვრებ მომღერალზე, რომელიც სულ მალე თავის სამშობლოში ორ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს (აქვე შეგიძლიათ მოისმინოთ და წაიკითხოთ ქეთი მელუას პირველი ქართული ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლებამ 2003 წლის დეკემბერში ჩაწერა მაშინ თითქმის სრულიად უცნობ მომღერალთან).
XS
SM
MD
LG