Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საგამოცდო ციებ-ცხელება რუსთავში


ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვემოქართლელი აბიტურიენტებისთვის, ტრადიციულად, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში ტარდება.

რადიო თავისუფლებამ ამ სკოლას 6 ივლისს მიაკითხა, აბიტურიენტები ზოგად-უნარებში აბარებდნენ გამოცდას.

საათი 12-ს უახლოვდებოდა, როცა დილის სესიაზე შესულმა ახალგაზრდებმა სკოლის შენობიდან გამოსვლა დაიწყეს.

სკოლის ეზოს გარეთ, თაკარა მზის , გამოსაცდელთა უამრავ გულშემატკივარს მოეყარა თავი.

პირველი კითხვა, რაზეც დაღლილი გამომეტყველების აბიტურიენტებს უხდებოდათ პასუხის გაცემა, დაახლოებით ამგვარად ჟღერდა: რა ქენი? ზოგი მოკლედ პასუხობდა, ზოგიც უფრო მჭერმეტყველი იყო.

საგამოცდო ტესტები, როგორც აბიტურიენტების უმრავლესობამ აღნიშნა, არც ისე რთული იყო, თუმცა ზოგიერთმა საგამოცდო დროის ნაკლებობაზე დაიჩივლა,

ქეთევან კეთილაძეს ორი ვაჟიშვილი ჰყავს - უფროსი მეოთხე კურსის სტუდენტია, უმცროსი კი ახლა აბარებს გამოცდებს.

ქალბატონ ქეთევანის თქმით, აბიტურიენტებისთვის - მათ შორის, მისი ვაჟიშვილისთვის - ყველაზე რთულია უნარებში გამოცდა, რადგან, როგორც უწინ, წელსაც ამ საგანში მიღებულ შეფასებაზეა დამოკიდებული სახელმწიფო გრანტის მიღება.

ქვემო ქართლიდან წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაახლოებით 1400 აბიტურიენტი აბარებს. ეს საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია, თუმცა რუსთავის საგამოცდო ადმინისტრატორის ნუგზარ ჭილაძის დაკვირვებით, არაქართულ სექტორზე წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ადამიანი აბარებს. მაგალითად, 6 ივლისს დილის სესიაზე არაქართულ ტესტებს სულ 16 აბიტურიენტი აბარებდა: 8 - რუსულ სექტორზე და ამდენივე - აზერბაიჯანულზე.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG