6 ივლისს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ობამა-მედვედევის შეხვედრის წინ არსებული პოლიტიკური ფონის შესახებ. ბარნოვის თქმით, აშშ-ში არა იმდენად გარიგებაზე, ან ვაჭრობაზე, არამედ ლაპარაკია იმაზე, რომ ობამას პოზიცია რუსეთმა სუსტ პოზიციად არ აღიქვას. ანდრო ბარნოვი არ მოელის სუსტი პოზიციის გამოჩენას, რადგან შეხვედრამდე ობამას ადმინისტრაციის პოზიცია არის ცალსახა - დათმობები არ იქნება ამერიკის ინტერესების ხარჯზე, რომ ამერიკას არ სჭირდება რუსეთი, თუკი დაზარალდება ამერიკის ინტერესები. ბარნოვის თქმით, ”გადატვირთვის ღილაკს” აშშ არა მხოლოდ რუსეთთან მიმართებით იყენებს, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონებისადმი არსებულ პოლიტიკაშიც.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1