დემოკრატიულობა დაეხმარება საქართველოს იმაში, რომ მიაღწიოს წარმატებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესშიო, - თქვა სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში ყოფნისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა. ამიერკავკასიაში თავისი ტურნეს ამოწურვის შემდეგ ( გორდონი ასევე სტუმრობდა საქართველოს უშუალო მეზობლებს სომხეთსა და აზერბაიჯანს) სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე საკმაოდ ვრცელი და საინტერესო მოხსენებით გამოვიდა, რომელშიც საქართველოს საკითხზე რამდენჯერმე გამახვილდა ყურადღება, გარდა იმისა, რომ მოხსენებაში გორდონმა ცალკე თავი დაუთმო საქართველოს, ისევე როგორც რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, მოლდოვას, ბელორუსიას და სხვა ქვეყნებს. ეს არის მოხსენება, რომელიც დაწვრილებით განმარტავს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებს ევროპასა და ევრაზიაში.
"ყურადღებას გავამახვილებ ევროპაში შეერთებული შტატების პოლიტიკის პრიორიტეტებზე. ესენია: ევროპის ჩართულობა გლობალური პრობლემების მოწესრიგების საქმეში, ევროპის, რომელიც არის თავისუფალი სამყაროს ნაწილი, და ახალი ურთიერთობა რუსეთთან”, - განმარტა ფილიპ გორდონმა თავისი მოხსენების დასაწყისში და იქვე დაასახელა ის უმთავრესი პრობლემები, რომელთა დაძლევაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და, მასთან ერთად, მის ევროპელ მოკავშირეებს პირველი რიგის ამოცანად მიაჩნიათ. ესაა: მსოფლიო საფინანსო კრიზისი, რომელთან გასამკლავებლადაც ასე აუცილებელია მსოფლიო საფინანსო სისტემისადმი ნდობის ამაღლება, ბრძოლა სიღარიბესთან, დაპირისპირება პანდემიასთან, ბრძოლა ტერორიზმთან და ახლო აღმოსავლეთში ბირთვული შეიარაღების გავრცელებასთან, ბრძოლა ადამიანებით ვაჭრობასთან. არის სხვა საკითხებიც, რომელთა გადაჭრისთვის აუცილებელია შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებსაც ახლავს ოპერაციები ავღანეთსა და ერაყში, არასტაბილურობა პაკისტანში. ცალკე საკითხია ირანი და ჩრდილოეთ კორეა, თავისი ბირთვული პროგრამებით. ამასთან, ერთ-ერთი მთავარი თემაა ენერგეტიკული უსაფრთხოება და კლიმატის ცვლილებები”, - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. მისი განმარტება ნათელყოფს, თუ რა პრობლემებს განიხილავს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პირველი რიგის პრობლემებად, ანუ რა საკითხებში თანამშრომლობისთვის სჭირდება მას რუსეთთან ურთიერთობის გადაწყობა. მთავარი რიგის პრობლემებში აგვისტოს ომის შემდგომი საქართველოს კრიზისი არ ფიგურირებს, თუმცა მოხსენებაში თავისი ადგილი უკავია საქართველოსაც და არა მარტო იმ სპეციალურ თავში, რომელიც საქართველოს ეძღვნება.
საქართველოში ხშირად სვამენ შეკითხვას: შეიცვალა თუ არა რაიმე საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკაში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ და რა ადგილი უკავია საქართველოს საკითხს დღეს დიდი მოკავშირის საგარეო პოლიტიკაში? პასუხი ამ შეკითხვაზე ყოველ ჯერზე ისაა, რაც ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა ჩამოაყალიბა:
"არსებობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც არის შეერთებული შტატების მთავრობის სახელმძღვანელო დოკუმენტი. ადმინისტრაცია შეიცვალა, მაგრამ ეს დოკუმენტი არ იცვლება და იქ არის ჩამოთვლილი ის ფასეულობები, რომელთაც ემყარება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა."
"ფასეულობები უცვლელია", - ამბობს ალექსანდრე რონდელი და გეტყვით იმასაც, რომ ამ ფასეულობებზე ფილიპ გორდონი თავის მოხსენებაში განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას, როცა ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტია გააგრძელოს ისტორიული ამერიკული პროექტის განხორციელება: დაეხმაროს მსოფლიოში სტაბილურობას, უსაფრთხოებას და თანასწორობას, ხელი შეუწყოს დემოკრატიის გავრცელებას, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფას.
აი, როგორ წარმოაჩინა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თავის მოხსენებაში საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში:
"აქცენტები არის დასმული ძალიან მკვეთრი, რომ ამერიკა საკუთარ პრინციპებს და ფასეულობებს არ თმობს, რომ ამერიკა არ დაუშვებს რუსეთს ჰქონდეს გავლენის სფეროები მეზობლებში. გორდონი, ფაქტიურად, არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მისი ეს განცხადება არის ძალიან სერიოზული, მისი მოხსენება არის ოფიციალური დოკუმენტი და გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, რომელიც ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან არ აპირებს დათმობას საქართველოს საკითხში”, - ამბობს ალექსანდრე რონდელი.
მივყვეთ ფილიპ გორდონის მოხსენების იმ თავს, რომელიც საქართველოს ეხება:
"ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამასთან, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან (გაერო, ეუთო, ევროკავშირი) იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხოება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; იმისთვის, რომ საქართველოში გაფართოვდეს საერთაშორისო წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სოლიდარობის პოლიტიკას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რათა უარი ითქვას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ რუსეთმა მოახდინა ეუთოს და გაეროს მისიების ბლოკირება საქართველოს ტერიტორიაზე. ევროკავშირი აგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულებას სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვართან. 22 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ერთმანეთს შეხვდებიან სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ორი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას."
მოხსენების იმ ნაწილში, რომელიც უკრაინას ეხება, გორდონმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის სწრაფვას, გაწევრიანდნენ ნატოში, რისთვისაც ამ ქვეყნებს მოეთხოვებათ რეფორმები ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად და, ბოლოს, საგულისხმოა მოხსენების რუსეთის ნაწილი... მოკლედ გეტყვით, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გაშალა რუსეთთან შეერთებული შტატების პოლიტიკის გადატვირთვის თემა, ილაპარაკა რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში, ახსენა ობამას და მედვედევის მორიგი შეხვედრა, თქვა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უსაფთხოებაზე, მაგრამ ამ ყველაფერს დასძინა:
"შეერთებული შტატები არ ცნობს რუსეთის გავლენის სფეროებს და, როგორც აქამდე იყო, მხარს დაუჭერს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად აირჩიონ მოკავშირეები." გორდონმა თქვა ისიც, რომ, რუსეთთან ურთიერთობის გამოცოცხლების მოლოდინში, შეერთებული შტატები არ დახუჭავს თვალს რუსეთში დემოკრატიის პრობლემაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
წინ ობამას და მედვედევის რიგით მეორე პირისპირ შეხვედრაა, თანაც - რუსეთში. ჩვენთან საუბრისას ალექსანდრე რონდელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ ამ შეხვედრის წინ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.