ეუთოს ბევრი დრო არ რჩება... მან მომავალი თვის ბოლომდე უნდა დაასრულოს საქართველოდან თავისი სამეთვალყურეო მისიის წევრთა გაყვანა იმის გამო, რომ ეუთოს ერთ-ერთმა წევრმა - რუსეთმა - ვეტოს უფლება გამოიყენა, რათა არ დაეშვა საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელება 31 დეკემბრის შემდეგ. მისიის გაყვანის ვადა 30 ივნისს ამოიწურება. მანამდე ეუთო ცდილობდა, საქართველოში მისია, ასე ვთქვათ, “გადაერჩინა” მანდატის შეცვლის გზით. სწორედ ამ მიზნით განიხილეს ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის წინადადება ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ვენაში - როგორც ცნობილია, უშედეგოდ. რუსეთის პოზიციის გამო, ეუთოს მისია საქართველოში საქმიანობას ვეღარ განაგძრობს. გუშინ ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ვაშინგტონში ესაუბრა ეუთოს გენერალურ მდივანს, მარკ პერენ დე ბრიშამბოს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სწორედ რუსეთის როლს ეუთოში.
ჩვენმა ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ჰეზერ მაჰერმა ეუთოს გენერალურ მდივანს შეახსენა მისი ორგანიზაციის წევრ არაერთ ქვეყანაში გავრცელებული შეფასება, რომ ეუთოში რუსეთის გავლენა სულ უფრო იზრდება. საქმე არ ეხება მარტო საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის დაბლოკვას. რუსეთი, მაგალითად, ხშირად აკრიტიკებს ეუთოს სამეთვალყურეო მისიას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არჩევნების დროს, რის გამოც ეუთო - უფრო ზუსტად მისი “დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი”, რომელსაც არჩევნების მეთვალყურეობა ევალება - თითქოს მეტ სიფრთხილეს იჩენს შეფასებების გამოთქმისას. ზარალდება მისი რეპუტაციაც. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, როგორ რეაგირებს ეუთო ამ კრიტიკაზე, ორგანიზაციის გენერალური მდივანი დე ბრიშამბო უპასუხებს:
“იცით, ეუთო მოქმედებს გრძელვადიანი ვალდებულებებისა და მანდატების საფუძველზე და ამას ძალიან კეთილსინდისიერად და მეთოდურად აკეთებს. არა მგონია, რაიმე ცვლილება მომხდარიყო “დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” საქმიანობაში - არჩევნების მეთვალყურეობისა თუ ადგილობრივი მისიების თვალსაზრისით. მათი განხორციელება პრინციპებზე დაყრდნობით გრძელდება, მაგრამ თან გათვალისწინებულია საჭიროება, რომ ანგარიში უნდა გაუწიო მასპინძელი ქვეყნის სურვილებს. ამდენად, ეუთომ, თავისი ინკლუზიურობის გამო, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ეუთოს ოჯახში თავმოყრილი სხვადასხვა კომპონენტები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული არაფერი შეგვიმჩნევია რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს მისწრაფებაში, მკვეთრად შეეცვალა დამკვიდრებული წესები.”
ამ ზოგადი პასუხის შემდეგ, ჩვენმა კორესპონდენტმა კიდევ ერთხელ ახსენა რუსეთი - ეუთოს გენერალურ მდივანს, დე ბრიშამბოს ჰკითხა, საერთოდ, სმენია თუ არა მოსაზრება, რომ რუსეთს მეტისმეტად დიდი გავლენა აქვს მოპოვებული ეუთოში? ამ შეკითხვაზე ჰეზერ მაჰერმა შემდეგი პასუხი მიიღო:
“ჩემთვის ცნობილი არ არის რომელიმე კონკრეტული შემთხვევა, როცა ასეთ რამეს ზეგავლენა მოეხდინოს ან საგრძნობი ყოფილიყოს.”
უფრო ზოგადი შეკითხვაა, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ეუთოსა და მისი ტიპის ორგანიზაციების მომავალი ეპოქაში, როცა - გლობალურ უსაფრთხოებაზე ზრუნვის ფონზე - ყურადღება აკლდება ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა როლი ეკისრება ასეთ ვითარებაში ეუთოს?
ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ბრიშამბო მიუთითებს ეუთოს ფუნქციაზე, მაქსიმალურდ უზრუნველყოს რეგიონში უსაფრთხოება სამი მიმართულებით მუშაობის მეშვეობით. ესენია: ეუთოს მუშაობის პოლიტიკურ-სამხედრო განზომილება, ეკონომიკურ-ეკოლოგიური განზომილება და ადამიანური განზომილება, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, დემოკრატიის მხარდაჭერას, გამოხატვის თავისუფლებას და ა.შ.
“ამ განზომილებებიდან თითოეულს უკავშირდება კარგი და ცუდი მომენტებიო”, ამბობს ბრიშამბო რომლის თქმითაც, რაც ახლა ხდება ეუთოში, ყველაფერი ცუდი არ არის. “დიდ წარმატებებს ვაღწევთ პროგრესის გზაზე ბევრ საკითხში. ხალხი ამჩნევს სირთულეებს, რომლებიც განსაკუთრებით არის ხაზგასმული. მაგალითად (აშკარაა პრობლემები) საქართველოში შარშანდელი აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ; პრობლემებია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგ ნაწილში. მაგრამ ჩვენ ხომ გრძელვადიანი გეგმებით ვმოქმედებთ. საქმე გვაქვს საზოგადოებებთან, რომელთაც გვსურს დავეხმაროთ გარდაქმნაში, მოდერნიზებაში და ადამიანის უფლებებისადმი პეტივისცემის უფრო მაღალი კრიტერიუმების მიღწევაში. და ყოველივე ეს არის სფერო, რომელშიც არა მგონია, უკუსვლა გვქონდეს,” - ასეთია
ეუთოს გენერალური მდივნის შეფასება.
ბრიშამბოს საკმაოდ ოპტიმისტური ხედვისაგან განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენს ესტონეთის პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, რომელმაც გუშინ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში გამოთქვა შემდეგი შეფასება: "ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც კონსენსუსის პრინციპს ემყარება, - ეუთო, მაგალითად, - საერთო სტანდარტამდე მიდის. და როდესაც საქმე დემოკრატიას ეხება, ეს საერთო სტანდარტი საკმაოდ დაბალია".
ილვესის რომლის კრიტიკა მიმართულია ვეტოს უფლებისაკენ - რომ ვეტოს შეუძლია, ჩაშალოს ინიციატივა თუ გადაწყვეტილება. ამას გარდა, განაგრძობს ილვესი, ეუთოს ოფისი, არჩევნების მეთვალყურეობა რომ ევალება, იმდენად ექვემდებარება ზეწოლას ქვეყნებიდან, რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებს არ იზიარებენ, რომ ზღუდავს მონიტორინგს. როგორ უპასუხებს ამ კრიტიკულ შეფასებას ეუთოს გენერალური მდივანი?
“მე, შესაბამისად, მივუთითებდი, რომ ეუთო, როცა თავის შეფასებას გამოთქვამს, ამას აკეთებს პრინციპების მიხედვით, და არა კონსენსუსით. არჩევნების მეთვალყურეთა დასკვნები არის შეფასება იმისა, თუ რამდენად კარგად შესრულდა სტანდარტები და ვალდებულებები, რომლებიც ამ ორგანიზაციაშია მიღებული და მიღწეულია თუ არა პროგრესი წინა დემოკრატიული კონსულტაციების შემდეგ. ამ მხრივ, ხალხს ზოგჯერ არასწორი შთაბეჭდილება რჩება შეფასებებით, რომლებიც არჩევნების დასრულებისთანავე კეთდება, რადგან ისინი, ჩვეულებრივ, უფრო რბილი და თავშეკავებულია. და ხალხი საკმარის ყურადღებას არ აქცევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ანგარიშებს, კენჭისყრის შემდეგ ორ-სამ თვეში რომ ქვეყნდება ხოლმე: ისინი ძალიან დეტალურად ასახავს არჩევნების ყველა მახასიათებელს, კენჭისყრის პროცესსა და დემოკრატიის მდგომარეობას მოცემულ ქვეყანაში. და ეს ანგარიშები მიუთითებს საჭირო შესწორებებსა და ცვლილებებზე. ამდენად, ამ კონკრეტულ საკითხში, ჩვენი მიზანი არ არის, ვინმეს ვასიამოვნოთ. ჩვენი მიზანია, ხალხს შევახსენოთ მათი ვალდებულებები და ის, თუ როგორ უნდა გააკეთონ მეტი, ვალდებულებების შესასრულებად."