ნატოს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის ვაზიანის ბაზაზე ალიანსის წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პროგრამით პარტნიორობა მშვიდობისათვის დაგეგმილი წვრთნის ოფიციალურად დასახელებულ მონაწილეთაგან საქართველოში სამხედროთა გამოგზავნაზე უარი თქვეს ყაზახეთმა, მოლდავეთმა, სერბეთმა და სომხეთმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 8 ოფიცერი, რომლებიც საშტაბო წვრთნას დაესწრებიან. საშტაბო სწავლება 19 მაისამდე გასტანს, 21 მაისიდან კი - მეორე ეტაპი, საველე წვრთნა დაიწყება. ნატოს სწავლება, რომელიც მიზნად სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადებას ისახავს, ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და მასში მძიმე საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობას არ მიიღებს.
სომხეთმა საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებებში მონაწილეობაზე გუშინ უარი განაცხადა. სომხეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიერ ინსპირირებული სამხედრო ამბოხის ჩახშობის შესახებ ცნობის გავრცელებას მოყვა. რუსული გაზეთის - ”ვედომოსტის” ცნობით, საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებებში მონაწილეობა გადაიფიქრეს აგრეთვე - ესტონეთმა, ლატვიამ, ყაზახეთმა, მოლდავეთმა და სერბეთმა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო ამბოხის უპირველესი მიზანი ნატოს სწავლებების ჩაშლა იყო. რუსეთის ელჩი ნატოში დმიტრი როგოზინი ამ განცხადებას ”სიგიჟედ” აფასებს.