რომლებიც ბელორუსი ოფიციალური პირების მოგზაურობას ზღუდავდა 2008 წლის ოქტომბრამდე, ვიდრე ევროკავშირი გადაწყვეტდა სანქციების მოქმედების დროებით შეჩერებას.
დღეს კი გადაწყდა, რომ ევროკავშირი ამ წლის ბოლომდე არ აამოქმედებს აკრძალვას, რომელიც ეხება ვიზების გაცემას ბელორუსიის პრეზიდენტზე და მისი რეჟიმის კიდევ რამდენიმე ათეულ ოფიციალურ პირზე. ევროკავშირის 27 წევრის საგარეო საქმეთა მინისტრების ამ გადაწყვეტილების მიხედვით, კიდევ, ფაქტობრივად, 9 თვეზე მეტი ხნით ტოვებენ ძალაში სანქციის შეჩერებას.
როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა:
[შვარცენბერგის ხმა] “შევთანხმდით, რომ ევროპის კავშირმა უნდა განაგრძოს ბელორუსიაში დადებითი პროცესების ხელშეწყობა. საამისოდ შევთანხმდით, რომ კიდევ 9 თვით გავაგრძელოთ იმ სანქციების გაუქმების ვადა, რომლებიც ბელორუსიის ზოგი ოფიციალური პირის წინააღმდეგ იყო შემოღებული. იმავდროულად გადავწყვიტეთ, მორიგი 12-თვიანი პერიოდით გაგრძელდეს სხვა სანქციების მოქმედება”.
სხვა სანქციებით იგულისხმება, მაგალითად ემბარგო ბელორუსიისთვის შეიარაღების მიწოდებაზე: [შვარცენბერგის ხმა] “გადაწყვეტილება სანქციების გაგრძელების, მაგრამ იმავდროულად, ოფიციალური პირების მოგზაურობაზე შეღზუდვის დროებით გაუქმების შესახებ, ასახავს ბელორუსიაში შექმნილ არაერთგვაროვან ვითარებას, რომელსაც თვალს ვადევნებთ ამ ბოლო კვირებში. ადამიანის უფლებათა ბოლოდროინდელი დარღვევა, რასაკვირველია, ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი კვლავინდებურად მზად არის, გააღრმავოს ურთიერთობა ბელორუსიასთან იმისდა მიხედვით, თუ რა წინსვლას მიაღწევს ეს ქვეყანა.”
შვარცენბერგის ამ განცხადების კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ჯერ არ გასცემია პასუხი შეკითხვას, მიიწვევენ თუ არა ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკას ევროკავშირის 7 მაისის სამიტზე პრაღაში, როცა ოფიციალურად მიეცემა დასაბამი “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამას. საქმე ეხება, როგორც ჩვენმა მსმენელმა იცის, ევროკავშირის ინიციატივას და ითვალისწინებს ევროკავშირთან 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, მათ შორის საქართველოს დაახლოებას. საქართველოსთან ერთად, “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგარმამ უნდა მოიცვას აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსია.
[ბილდტის ხმა] “ჩვენი სურვილია, რომ ბელორუსიაც მონაწილეობდეს “აღმოსავლეთის პარტნიორობაში”, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ ამ კვირაში მოგვიანებით ოფიციალურად დაიწყება. ბელორუსია უნდა იყოს მისი ნაწილი - მაგრამ, რასაკვირველია, “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ჩარჩოებში თანამშრომლობის მასშტაბი დამოკიდებული იქნება მის საშინაო-პოლიტიკურ ვითარებაზე”, განაცხადა დღეს შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარლ ბილდტმა, რომლის აზრითაც, ჯერ ნაადრევია მაისის სამიტზე ლუკაშენკას მიწვევა-არ მიწვევის საკითხის გადაწყვეტა. იქვე ბილდტმა დასძინა, რომ ბელორუსიამ პატივი უნდა სცეს “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სხვა წევრი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას - ცხადია, იგულისხმა საქართველო. და ამავე შინაარსის მოწოდებით დღეს ბრუსელში გამოვიდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ხავიერ სოლანაც, ისევე როგორც ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ურმას პეტი. ამ უკანასკნელმა გამოთქვა იმედი, რომ ბელორუსია არ დაუშვებს მეტისმეტად ძლიერ ზეწოლას რუსეთისაგან.
როგორც ცნობილია, ბელორუსიის პარლამენტი აპრილის დასაწყისში განიხილავს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის საკითხს.