მისმა თავმჯდომარემ ჰაიდი ტალიავინიმ , კომისიის სხვა წევრებთან ერთად, ამ დღეებში აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შეხვედრა გამართა. სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კომისიის წევრები 4 თებერვალს გალის რაიონის რეალობას უნდა გასცნობოდნენ, იქვე უნდა გასაუბრებოდნენ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის თანამშრომლებს. მთელი ამ შეხვედრების შემდეგ ტალიავინი დამატებით ინფორმაციას ისევ თბილისში მიიღებს. კომისია ცხინვალში ჩასვლასაც გეგმავს.
რას ელიან საქართველოში საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად?
პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი საქართველოსთვის საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის სამომავლო დასკვნის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზგასმით შენიშნავს, რომ დასკვნა არავისთვის იქნება ვერდიქტი, მის საფუძველზე არავის დასჯიან. მაგრამ, კახა გოგოლაშვილის აზრით, დასკვნის შინაარსი აუცილებლად იქონიებს გავლენას საქართველოს კრიზისისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომ დამოკიდებულებაზე:
[კახა გოგოლაშვილის ხმა] ”ამ კომისიის დასკვნას დაეყრდნობა მთელი შემდგომი შეფასებები, რაც აუცილებლად იქონიებს ზემოქმედებას საქართველოსა და ჩვენი კრიზისის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე. ”
ასე რომ, ევროკავშირის საგამოძიებო კომისიაზე ბევრია დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, თუ რამდენად ობიექტურები იქნებიან მისი წევრები დასკვნის შემუშავებისას, რამდენად მოახერხებენ ისინი თავიდან აიცილონ დასკვნის პოლიტიზება, მაშინ როცა აგვისტოს ომთან დაკავშირებით მსჯელობაა ზოგადად პოლიტიზებული.
კახა გოგოლაშვილს ეეჭვება კომისიამ შეძლოს საკუთარი დასკვნის გამოცალკევება პოლიტიკიდან. ის ელის, რომ დასკვნაში აისახება ზოგადად ევროპის დამოკიდებულება საქართველოს კრიზისის მიმართ და ის იქნება დაბალანსებული, ნაკლებად რადიკალური.
დასკვნას, შესაძლოა, არ დაეთანხმოს რომელიმე მხარე ან მხარეები, მაგრამ კომისიის მიერ მოპოვებული ფაქტები ვერ დაიმალება და ის მისცემს საფუძველს ფართოდ დაიწყოს ამ ფაქტებზე მსჯელობა, - გვითხრა კახა გოგოლაშვილმა. და დღეს საერთაშორისო საგამოძიებო კომისია სწორედ ფაქტების შეკრებით არის დაკავებული.. კომისიამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს: ვინ დაიწყო აგვისტოს ომი და როგორ დაიწყო? რა უძღოდა წინ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ცხინვალის რეგიონში, როდის დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა? - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის ძიებაში კომისია მოსკოვს, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოგზაურობს და, რადგან ბოლო შეხვედრები სოხუმსა და გალის რაიონში გაიმართა, ვიტყვით, რა ინფორმაცია მიაწოდეს სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს... მოვიყვანთ ჰაიდი ტალიავინთან გამართულ შეხვედრაზე სერგეი ბაღაფშის მიერ მიცემულ განმარტებას:
”აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ განუხორციელებიათ სამხედრო აგრესია. ამიტომ ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულნი აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების ობიექტური შეფასებით..”
ბაღაფშმა კი თქვა, რომ მას და, მასთან ერთად, კოკოითის არ განუხორციელებია სამხედრო აგრესია, მაგრამ ამის შემდეგ მას მოუხდა განმარტების მიცემა კოდორის ხეობის აღებასთან დაკავშირებით. სოხუმიდან გავრცელებული ცნობით, სერგეი ბაღაფშმა საგამოძიებო კომისიის წევრებს წარუდგინა ფოტოები, რომლებიც თითქოსდა ასახავს ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველების წვრთნას კოდორის ხეობაში.. ”ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს მხარეს, რომ აუცილებელი იყო კოდორის ხეობიდან სამხედროების გაყვანა; ვაცხადებდით, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებდით ზომებს კოდორის ხეობის გასათავისუფლებლად, რაც გავაკეთეთ კიდეც და ამის შემდეგ შევქმენით პირობები დევნილების დასაბრუნებლად”, - უთხრა ბაღაფშმა ჰაიდი ტალიავინის. აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაური მალხაზ აქიშბაია საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან თბილისში შეხვედრას აპირებს არა მარტო კოდორთან დაკავშირებით, არამედ სწორედ კოდორის ხეობაში განვითარებულ ამბებზე ფაქტებით სასაუბროდ:
[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”ჩვენ მივაწვდით დოკუმენტურ მასალებს იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე გალში ადამიანის უფლებების შელახვაზე მივაწვდით ინფორმაციას და არ არის გამორიცხული, ამ შეხვედრას დავასწროთ ის ადამიანები, რომლებმაც განიცადეს ხელმეორე დევნა. ” (სტილი დაცულია)
ბაღაფშმა საგამოძიებო კომისიის წევრებს უთხრა, რომ კოდორის აღების შემდეგ სეპარატისტულმა ხელისუფლებამ შექმნა პირობები იქ დევნილების დასაბრუნებლად. აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების მონაცემებით, კოდორის ხეობაში არც ერთი დევნილი არ დაბრუნებულა.. იქ რჩებიან აგვისტოს ომის დროს დარჩენილი ადამიანები, სულ - 30-მდე პირი. გამგებელი მათ სოხუმიდან დაუნიშნეს, ვინმე გურჩიანი, რომელსაც ხეობა ემზარ კვიციანის წინააღმდეგ ცნობილი ოპერაციის განხორციელების შემდეგ ჰქონდა დატოვებული. კოდორის ხეობაში ის სოხუმიდან დააბრუნეს.
გამოძიების დასკვნის დაწერამდე საერთაშორისო კომისიას მოუწევს განმარტებების მოსმენა იმასთან დაკავშირებით,თუ რა უნდოდათ აფხაზებს და რუსებს კოდორის ხეობაში, როცა იქიდან საომარი მოქმედებები არ დაწყებულა; როგორ და რატომ იბომბებოდა ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლები აკრძალული შეიარაღებით 1 აგვისტოდან; რა ხდებოდა უფრო ადრე: რა მიზნით დაიწყეს რუსებმა აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა, რატომ და რას ზვერავდნენ საქართველოს უპილოტო სამხედრო თვითმფრინავები კონფლიქტის ზონებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ....
კომისია, რომელიც ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნა, უნდა იყოს მოტივირებული, თავისი მუშაობით გაამართლოს ევროკავშირის ნდობა. ამაშია გარანტია იმის, რომ ის იქნება ობიექტურიო, - აცხადებენ ექსპერტები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხარემ პრეტენზია გამოთქვა კომისიის ზოგიერთი წევრის მიმართ, ვინაიდან მათ ჯერ კიდევ აგვისტოში გააკეთეს აგვისტოს ომის ღია შეფასება - ისეთი, როგორსაც ოფიციალური თბილისი არ ეთანხმება. მაგრამ, კახა გოგოლაშვილის აზრით, როგორც ჩანს, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ, მსგავსი პრეტენზიის გათვალისწინებით, კომისიის წევრების შეცვლა საბოლოოდ არაფრამდე მიიყვანთ: ერთი მხარის პრეტენზიას, შესაძლოა, მოჰყვეს მეორე მხარის პრეტენზია და ასე შემდეგ....