და ამ ორგანოს შექმნის მიზნებსა და მთავარ ამოცანებზე საგანგებო რიგგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თორმეტი კაცისაგან დაკომპლექტებული საბჭოს შემადგენლობაში, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას გარდა, მრეწველთა პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეცაა გაერთიანებული. სწორედ ისინი სახელდებიან ანტიკრიზისული საბჭოს საქმიანობის ყველაზე კრიტიკულ შემფასებლებად.
მრეწველთა პარტიის ლიდერს ზურაბ ტყემალაძესა და ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს ბაჩუკი ქარდავას ანტიკრიზისული საბჭოს რიგები ჯერ არ დაუტოვებიათ, თუმცა არ გამორიცხავენ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ კიდეც იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს საქმიანობა, მათი შეფასებით, კვლავაც არაეფექტური იქნება. ბაჩუკი ქარდავა, მაგალითად, საბჭოს შექმნის ისეთ პრიორიტეტს გამოკვეთს, როგორიცაა დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა. ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერის განმარტებით, ანტიკრიზისული საბჭოს საქმიანობის მთავარ მიზნებსა და ამოცანებზე რიგგარეშე სხდომა 27 თებერვლისთვის დაინიშნა. სხდომა 27 თებერვალს მართლაც შედგება, თუმცა მასზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაურია მიწვეული, სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმირების საკითხებზე სასაუბროდ. ამ სხდომას, წინასწარი ინფორმაციით, ზურაბ ტყემალაძე და ბაჩუკი ქარდავაც დაესწრებიან.
[ბაჩუკი ქარდავას ხმა]“ ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობის ტემპი ნამდვილად არ არის შესაბამისი იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს რეალურად შეიცვალოს და ბევრად უფრო გააქტიურდეს ანტიკრიზისული საბჭო და პირდაპირ შეასრულოს ის ფუნქცია, რატომაც პრინციპში შეიქმნა.“(სტილი დაცულია)
ამბობს ბაჩუკი ქარდავა და განმარტავს, რომ ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ გამოყოფილი თანხების ხარჯვის მონიტორინგი იყო. თავის მხრივ, სწორედ ამ მიმართულებით წარმოებული ინტენსიური საქმიანობით ხსნის საბჭოს შეკრებებს შორის ერთთვიან წყვეტას ამ ორგანოს აღმასრულებელი მდივანი აკაკი ფაჩულიძე:
[აკაკი ფაჩულიძის ხმა]“ რატომ არ შეიკრიბა გეტყვით ეხლა – ჩვენ ბოლო შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ იმისათვის, რომ საბჭოს მუშაობა იყოს ქმედუნარიანი, მას სჭირდება აპარატი, მას სჭირდება ექსპერტები. ეს ექსპერტები იყო შესარჩევი, ეს ექსპერტები იყო მოსაწვევი, შვიდივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა, რომლებიც ანტიკრიზისულ საბჭოში არიან გაერთიანებულნი, მიიღეს ძალიან აქტიური მონაწილეობა და ჩვენ მოვიწვიეთ ექსპერტები.“(სტილი დაცულია)
ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში სულ 8 ექსპერტი იმუშავებს. მათი წარდგენა, საქმიანობის სამოქმედო ზონების დართვით, საბჭოს 26 თებერვლის სხდომაზე მოხდა. ექსპერტს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან, შოთა ინანეიშვილს, აგვისტოს ომის შემდეგ ქარელის, ხაშურისა და სურამის ახალი ჩასახლებების მშენებლობაზე, ძველის რეაბილიტაციასა და დევნილთათვის დარიგებულ ჰუმანიტარულ დახმარებებზე გაწეული ხარჯების ფინანსური მონიტორინგი მოუწევს.
[შოთა ინანეიშვილის ხმა]“ეს მონაცემები უკვე გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და ჩვენი მიზანია ეხლა გადამოწმდეს ეს მონაცემები, რაც გამოგვიგზავნეს ხაშურის გამგეობამ და ქარელის გამგეობამ. ეს ორი ორგანო იყო, საიდანაც გვაქვს ინფორმაცია.”(სტილი დაცულია)
ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტები პრაქტიკულ საქმიანობას სწორედ მაშინ იწყებენ, როცა ამ საბჭოს ქმედობაუნარიანობის საკითხი ხმამაღლა ისმება. დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, მაგალითად, არ გამორიცხავს, რომ საბჭოს ხელისუფლება სწორედ მისთვის ასპარეზის შეკვეცის მიზნით ასუსტებდეს:
[ჯონდი ბაღათურიას ხმა]“ მე შემექმნა შთაბეჭდილება და,მგონი, ასე უნდა იყოს, რომ უმოქმედოდ გადააქციეს ანტიკრიზისული საბჭო იმიტომ, რომ ელოდებიან მე როდის დავტოვებ. იმიტომ, რომ ანტიკრიზისული საბჭო ის ორგანოა, სადაც საინფორმაციო ველია. თუ ჭკუა გაქვს, საინფორმაციო ომში სწორი პოზიციონირებით შენ შეგიძლია საზოგადოებრივ აზრზე შენი გავლენა იქონიო და გაძლიერდე. ამიტომ პრაქტიკულად მოკლეს.“(სტილი დაცულია)
ჯონდი ბაღათურიამ, მისი შეფასებით, პრაქტიკულად მკვდარი ორგანოს საინფორმაციო ველი მაინც გამოიყენა ისეთი ინიციატივების გასაჟღერებლად, როგორიცაა ანტიკრიზისული საბჭოს ღიაობის აუცილებლობა, არალიკვიდური აქტების ჩამოწერა და დევნილთა სახლების მშენებლობაზე მომუშავე ფირმა „ნოლას“ მუშებისათვის სახელფასო დავალიანების დაფარვა. ამ უკანასკნელზე, სავარაუდოდ, ყურადღება შეჩერდება 27 თებერვალსაც ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ–მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას. დაბოლოს, ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი თორთლაძეს საკუთარი მოსაზრება აქვს იმის შესახებ, თუ რატომ აღმოჩნდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია იმ კამპანიის სათავეში, რომელსაც ანტიკრიზისული საბჭოს არაქმედობაუნარიანად წარმოჩენის მცდელობა ჰქვია:
[გია თორთლაძის ხმა]“ ეს უკავშირდება იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ეხლა საქართველოში, და ყველა თავის გამოჩენას ცდილობს. ოღონდ, რა ფორმით მონახონ, როგორც ჩანს, კარგად ვერ გარკვეულან.“(სტილი დაცულია)