რომელსაც ხშირად განსაკუთრებილი პატივისცემით მოიხსენიებს ხოლმე ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. მაინც რატომ ეკუთვნის ეს განსაკუთრებული ადგილი ამერიკის ისტორიაში აბრაამ ლინკოლს? რატომ რჩება ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ისტორიულ ფიგურად?
ვიდრე ამ შეკითხვაზე ისტორიკოს როდნი დევისის პასუხს შეიტყობდეთ, შეგახსენებთ, რომ ლინკოლნის სახელი უკავშირდება აშშ-ის ისტორიაში უდიდეს შიდაპოლიტიკურ კრიზისს, 1861-65 წლების სამოქალაქო ომს. ლინკოლნმა, რომელიც პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი იყო, ომის მიუხედავად შეძლო შეენარჩუნებინა შტატების ერთობა და ბოლო მოეღო მონობისთვის.
[როდნი დევისის ხმა] “ჩემი აზრით, ლინკოლნი ამერიკელებში პოპულარობით სარგებლობს იმის გამო, რომ განასახიერებს იმას, რაც დღემდე მიგვაჩნია “ამერიკულ ოცნებად”. მან მწვერვალს მიაღწია უაღრესად მოკრძალებული პირობების მიუხედავად. და ეს შეძლო საკუთარი ძალისხმევის შედეგად. და ის წარმატებული პრეზიდენტი იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე განხეთქილებით გამორჩეული კრიზისის დროს. და, რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაა ალბათ ყველაზე გამორჩეული ჟესტი - ადამიანის უფლებების დამკვიდრებისა და დაცვის თვალსაზრისით (ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას ამერიკის ისტორიაზე და შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაზეც) - მონების ემანსიპაცია”. ასე განმარტავს აშშ-ის რიგით მე-16 პრეზიდენტისადმი ამერიკელების განსაკუთრებული პატივისცემის მიზეზებს ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი, როდნი დევისი.
დევისის შეფასებით, მართვის სტილი, რომელიც აბრაამ ლინკოლნს ახასიათებდა, არ მოძველებულა, დღემდე შთამბეჭდავი და აქტუალურია.
[როდნი დევისის ხმა] “აუცილებელია ადამიანებთან საკმარისად კომუნიცირების უნარი. ლინკოლმა ეს უნარი გამოავლინა მთელი რიგი საჯარო მიმართვებით, რომელთაც თავისი პრეზიდენტობის წლებში აქვეყნებდა და რომლებითაც განმარტავდა თავის პოზიციას უთანხმოების გამომწვევი გარკვეული საკითხების შესახებ. დღეს კომუნიკაცია გაცილებით უფრო იოლია - შესაძლოა იმდენად იოლი, რომ ბანალურიც ხდება. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტს შეეძლოს ხალხთან კომუნიკაცია - თან ისე, რომ ადამიანებისთვის მისაღები იყოს. ყოველ შემთხვევაში, ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ამის კეთება შეუძლია”.
ისტორიკოსი როდნი დევისი, რასაკვირველია, პრეზიდენტ ბარაკ ობამას გულისხმობს. სხვათა შორის, წელს იანვარში პრეზიდენტად კურთხევისას ობამამ ფიცი დადო ბიბლიაზე, რომელიც ლინკოლნმა გამოიყენა 1865 წელს, მეორე ვადით ინაუგურაციის ცერემონიაზე.
დაბოლოს კიდევ ერთი პარალელი, რომელიც არც სულიერ მემკვიდრეობას ეხება და არც მოღვაწეობის სფეროს: თარიღის უბრალო დამთხვევაა. დღეს აღინიშნება, აბრაამ ლინკოლნის გარდა, კიდევ ერთი ცნობილი ისტორიული ფიგურის 200-წლიანი იუბილე: ჩარლზ დარვინის. ევოლუციისა და ბუნებრივი გადარჩევის თეორიის სახელგანთქმული ინგლისელი ავტორი იმავე დღეს მოევლინა მსოფლიოს (1809 წლის 12 თებერვალს), როცა კენტუკის შტატში დაიბადა აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტი. ჩვენს გადაცემებში დარვინის 200-წლიან იუბილესაც გამოვეხმაურებით - ოღონდ სამეცნიერო პროგრამა “ალგორითმში”.