ეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში საქმეში მთავრობები ჩაერიენ: მილიარდობით დოლარით დაეხმარნენ ბანკებს, რათა მათ ისევ შეძლონ კრედიტების გაცემა. მაგრამ საკრედიტო ბაზარი მაინც პარალიზებული ჩანს და მთავრობები იძულებული არიან, განაგრძონ კრიზისიდან გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთ ასეთ გამოსავლად ითვლება ნაციონალიზაცია.
ნაციონალიზაცია (კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევა) დასავლეთში, როგორც წესი, არ უყვართ. ამიტომაცაა, რომ საბანკო კრიზისის მოგვარების მცდელობა აქამდე, უმეტესწილად, კერძო ბანკების ფინანსურ გაძლიერებაზე იყო კონცენტრირებული. ვაშინგტონში, ლონდონში, ევროპის კონტინენტზე - მილიარდობით დოლარი გაიღეს ბანკების დასახმარებლად შემუშავებული პაკეტების დასაფინანსებლად; ბევრგან შეიკვეცა სარკედიტო განაკვეთი - კერძო ბანკებისთვის სახელმწიფოსაგან ფულის სესხების გასაიაფებლად; განხორციელდა პირდაპირი ინვესტიციები ბანკებში, მათგან აქციების შესასყიდად - ანუ მთავრობებმა გაკეთეს ისიც, რასაც კერძო ინვესტორები აკეთებენ.
მაგრამ საქმეს ვერაფერმა უშველა: ბანკები კრედიტების გაცემაზე ფეხს ითრევენ, არ სურთ გასცენ ფული მას შემდეგ, რაც უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს საფინანსო კრიზისის შედეგად.
[უილდონის ხმა] “მთავრობები მზად არიან, მეტი კაპიტალი მიაწოდონ ბანკებს და ამას აკეთებენ კიდეც. მაგრამ რაიმე გაუმჯობესებას მთლიანობაში მაინც ვერ მივაღწიეთ და, კრედიტების თვალსაზრისით, ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია,” - ამბობს საფინანსო ექსპერტი ჰოუარდ უილდონი, რომელიც არ მოელის, ბანკებმა მალე განაახლონ კრედიტების გაცემა. მათ არ სურთ კაპიტალთან თუნდაც დროებით გამოთხოვება, სანამ დანამდვილებით არ იციან, საფინანსო კრიზისის შედეგად რამდენი ფული დაკარგეს, ან შეძლებს თუ არა ბანკი თუ ფირმა, ვისაც კრედიტს მიანდობენ, ფულის დროულად დაბრუნებას.
ამასობაში კი ეკონომიკური დაღმასვლა გრძელდება...
გრძელდება გამოსავლის ძიებაც. მთავრობებს პრინციპში, სამი არჩევანი აქვთ.
პირველი: მეტი ფულის მიცემა ბანკებისთვის, მაგრამ უფრო მკაცრი პირობების დაწესება, რათა ბანკებს აიძულონ მეტი კრედიტის გაცემა.
მეორე: შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, ე.წ. “ცუდი ბანკი”, რომელიც კერძო ბანკებისაგან შეისყიდდა მათს გაუფასურებულ აქტივებს. შედეგად, კერძო ბანკებს გამოაჯანსაღებდა და ისინი შეძლებდნენ მეტი ინვესტიის მიზიდვას, კრედიტების ისევ გაცემას.
და მესამე გზა: მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ბანკებზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება, ანუ მათი ნაციონალიზაცია.
საფინანსო ექსპერტ ჰოუარდ უილდონის განმარტებით, ნაციონალიზაცია მიჩნეულია ამ სამიდან ყველაზე მკვეთრ ნაბიჯად და მისი გადადგმა მხოლოდ მას შემდგ შეიძლება იყოს მიზანეწონილი, თუ საქმეს სხვა ვერაფერი უშველის. [უილდონის ხმა]“ნაციონალიზაცია არის ყველაზე ბოლო გზა, როცა სხვა ყველაფერი ამაო გამოდგა. მაშინ როცა მომცრო ბანკების ნაციონალიზაცია სავსებით მისაღებია, მე ამ პრობლემიდან გამოსავლად მიმაჩნია ე.წ. “ცუდი ბანკის” შექმნა და ვფიქრობ, ბაზრები სწორედ ამას მოელიან, როგორც შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს”.
მაგრამ ასეც რომ იყოს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ნაციონალიზაციაზე. მეტიც: ნაციონალიზაციის პროცესი, ექსპერტების შეფასებით, გარკვეულწილ დაწყებულია. რომ აღარაფერი ვთქვათ ისლანდიაზე, სადაც სახელმწიფოს ხელში გადავიდა სამივე უდიდესი ბანკი, ვაშინგტონმა და ლონდონმა წამყვანი ბანკების აქციები შეისყიდეს მათს დასახმარებლად. აშშ-ის მთავრობა, მაგალითად, Citigroup-ის და Bank of America-ს უდიდესი აქციონერია, ბრიტანეთის მთავრობა კი Royal Bank of Scotland-ის აქციების უმრავლესობის მფლობელი. ეს კი ბანკის ფაქტობრივად გაკონტროლების ბერკეტებს იძლევა: სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, ბანკს გააკეთებინოს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს - თუნდაც კრედიტები გააცემინოს.
ამას, როგორც კომპლექსურ საკითხებს სჩვევია, უარყოფითი მხარეც აქვს და დადებითი: ცუდად ითვლება, რომ ნაციონალიზაცია კერძო ინვესტორებს აფრთხობს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ბანკს, დადებითი მხარე კი ის არის, რომ მეანაბრეები დანაზოგს არ კარგავენ.
ნაციონალიზაციის ყველა ამ ასპექტზე ცხარე დისკუსიები მიმდინარეობს, რაც, სავარაუდოდ, კიდევ კარგა ხანი გასტანს - მანამდე, სანამ არ უპოვიათ გამოსავალი საბანკო კრიზისიდან. ის, რომ კრიზისი მწვავეა რახანია, აზრთა სხვაობას აღარ იწვევს.