ჩვენი ყოველკვირეული გადაცემის სტუმარია პეტერ სემნები, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ პრაღაში, რადიო "თავისუფლების" შტაბ-ბინას ეწვია. დავით კაკაბაძემ მას ჯერ ნიცის ამასწინანდელი სამიტის შეფასება სთხოვა და აღნიშნა, რომ სამიტის გადაწყვეტილებებმა ბევრს აფიქრებინა: რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში აღდგაო. პეტერ სემნების პასუხი ასეთი იყო:
პეტერ სემნები: ვერ დაგეთანხმებით, რომ ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში აღდგა. ჯერ ერთი, რუსეთმა შეასრულა, სულ ცოტა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: 1 ოქტომბრისთვის თავისი ჯარი გაიყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრებისკენ. ჯერაც არის დეტალებთან დაკავშირებული რაღაც შეკითხვები, მაგრამ მაგრამ ძირითადად მათ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. კითხვები კი ეხება ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც ითვალისწინებს ჯარის გაყვანას 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ამ უაღრესად დაძაბულ ვითარებაში არ ჩაგვეკეტა რუსეთთან ურთიერთობის არხები. ეს არხები, ისევე, როგორც პარტნიორობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რუსეთთან ჩვენთვის დამატებითი ბერკეტია საქართველოსა და კონფლიქტების შესახებ მსჯელობისას.
რადიო "თავისუფლება": რა ბერკეტები მოეპოვება ევროკავშირს საიმისოდ, რომ მისმა მეთვალყურეებმა სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიაზეც შეძლონ საქმიანობა - როგორც ეს მათი მანდატით არის გათვალისწინებული?
პეტერ სემნები: სამეთვალყურეო მისიის მანდატის მეტად მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ იგი საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს. მაგრამ სეპარატისტულ რეგიონებში მეთვალყურეთა საქმიანობისთვის პირობები ჯერ არ არის შექმნილი. ეს საკითხი აუცილებლად იქნება მსჯელობის საგანი როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, ისე ყველა სხვა შესაბამის ფორუმზეც.
რადიო "თავისუფლება": მაგრამ რუსეთი არა მარტო ზრდის თავისი ჯარის რიცხობრივ შემადგენლობას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენებასაც ფიბრობს. ამ ნაბიჯებს მოსკოვი იმ არგუმენტით ამართლებს, რომ ისინი გადაიდგმება დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. იქმნება ჩიხური ვითარება. სად ხედავთ გამოსავალს?
პეტერ სემნები: არგუმენტი, თითქოს ეს იყოს ორმხრივი შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ევროპის კავშირი, რა თქმა უნდა, არ სცნობს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას და ეს ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა, რომელსაც მუდამ ხაზს ვუსვამთ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისას.
რადიო "თავისუფლება": სულ ახლახან შეიქმნა საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელსაც აგვისტოს ომის გარემოებათა შესწავლა დაევალა. გამოძიება იწყება იმ დროს, როცა მედიაში გაჩნდა კრიტიკული სტატიები საქართველოს მისამართით. გავიხსენოთ თუნდაც "ნიუ იორკ ტაიმსში" 7 ნოემბერს გამოქვეყნებული წერილი. აშკარაა ცვლილება ბოლოდროინდელი სტატიების კილოსა და სულისკვეთებაში. აისახება თუ არა ეს ცვლილება დიპლომატიურ წრეებში?
პეტერ სემნები: საუბარი გამოძიების აუცილებლობაზე კარგა ხნის წინათ დაიწყო და მას არაფერი აქვს საერთო მედიაში ბოლო ხანს გამოქვეყნებულ სტატიებთან. გეთანხმებით, რომ ბოლო ხანს გაჩნდა პუბლიკაციები, რომელთა სულისკვეთება განსხვავდება მანამდე გამოქვეყნებული წერილების სულისკვეთებისგან. პირადად მე ის მაშფოთებს, თუ რამდენად კონცენტრირებულია ყურადღება დროის ერთ მეტად მცირე მონაკვეთზე - იმაზე, ერთი დღის ერთ რომელიღაც მონაკვეთში, როცა დაიწყო ომის აქტიური ფაზა. ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ან იქნებ უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს უფრო ფართო კონტექსტის განიხლვა - სულ ცოტა, ბოლო ერთი წლის მოვლენებისა; იმისა, როგორ თანდათან იძაბებოდა ვითარება. რაშიც, ეჭვგარეშეა, ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი, მაგრამ ასევე ეჭვგარეშეა, რომ ამ ხნის მანძილზე საქართველო გვევლინება მხარედ, რომელიც წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. და უმეტეს შემთხვევაში, ბევრ შემთხვევაში, საქართველოს უწევდა პასუხის გაცემა სხვადასხვა სახის მოქმედებებზე. მათგან ზოგი პოლიტიკური იყო, ზოგიც - სამხედრო.
რადიო "თავისუფლება": რამდენიმე კვირაც და ევროკავშირს ახალი პრეზიდენტი ეყოლება - საფრანგეთის ნაცვლად კავშირს სათავეში ჩაუდგება ჩეხეთის რესპუბლიკა. რას მოასწავებს ეს ცვლილება საქართველოსთვის? უფრო აქტიური თუ უფრო პასიური გახდება ევროკავშირის პოლიტიკა სამხოეთ კავკასიის მიმართ? და შეიძლება თუ არა ველოდეთ, რომ ევროკავშირის მანდატი ამ რეგიონში კიდევ უფრო გაფართოვდება, მაგალითად კონფლიქტის ზონებში საპოლიციო ძალების ამოქმედების სახით?
პეტერ სემნები: თუ ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლაზე მეკითხებით, დიახ, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული ცვლილება. ევროპის პოლიტიკა მუდამ იცვლება ვითარების შესაბამისად, მით უფრო კრიზისის დროს. მაგრამ სტრატეგიული მიზნები უცვლელი რჩება. ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ ვითარების სტაბილიზებას, მოვნახოთ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების გზები და ხელი შევუწყოთ საქართველოში რეფორმების პროცესის წინსვლას. ეს ყველაფერი კვლავინდებურად წარმმართველ პრინციპებად მიგვაჩნია. ჩეხეთის პრეზიდენტობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმენი გავხდებით. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ქვეყნებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ინიციატივის განხილვას. ეს ინიციატივა რამდენიმე თვის წინ წამოაყენეს პოლონეთმა და შვეციამ და მას ბიძგს მისცემს ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ უნდა მოამზადოს. ამ ანგარიშს ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ. ჩეხეთის პრეზიდენტობის დროს ჩეხეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, და ევროკავშირის საბჭო მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც, ჩემი აზრით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა იქნება. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირი მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას და რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ხანგრძლივი პროცესია, რაც ამ ქვეყნებისთვის ერთგვარი მეგზურის როლს შეასრულებს; მეორე მხრივ კი იქნება ნიშანი გარე პარტნიორებისთვის, რომ ევროკავშირი რეგიონში არის და რჩება."