ბოლო დღეებში მისი სახელი ხშირად შეგხვდებათ პრესის ფურცლებზე, თუმცა ამჯერად ამის მიზეზი ლიტერატურა არ გახლავთ. კუნდერას ბრალად ედება დასავლეთის აგენტის კომუნისტურ პოლიციაში დასმენა სტუდენტობის დროს, 50-იან წლებში. თავად მწერალი ბრალდებას უარყოფს.
ბრალდება პირველად ჩეხეთის ყოველკვირეულ გაზეთ ”რესპეკტში” დაიბეჭდა.
სტატიის ერთ-ერთი ავტორია ადამ ჰრადილეკი, პრაღაში განთავსებული ტოტალიტარული რეჟიმების შემსწავლელი ინსტიტუტის თანამშრომელი. ბოლო ხანებში ჰრადილეკი 50-იან წლებში მომუშავე ერთი აგენტის საქმეს იკვლევდა და კვლევის პროცესში, პოლიციის არქივებში მუშაობისას, მნიშვნელოვან დოკუმენტს გადააწყდა.
სწორედ ამ დოკუმენტს ეფუძნება ”რესპეკტში” გამოქვეყნებული სტატია - 10 გვერდის მოცულობის ტექსტი, რომელიც მძაფრსიუჟეტიანი რომანივით იკითხება.
1950 წლის მარტში მიროსლავ დვორჟაჩეკი, ანტიკომუნისტი აგენტი, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ჩეხეთის დაზვერვაში მუშაობდა, პრაღაში ჩადის. მას ქიმიურ საწარმოში მომუშავე ერთი პირის გადაბირება აქვს დავალებული.
პრაღაში დვორჟაჩეკი შემთხვევით ხვდება ძველ მეგობარ ქალს, ივა მილიტკას, და თავის ბარგს სტუდენტების საერთო საცხოვრებელში, მილიტკას ოთახში, რამდენიმე საათით ტოვებს.
მოულოდნელი შეხვედრით გაკვირვებული მილიტკა ამ ამბავს სადილობისას თავის შეყვარებულს, მიროსლავ დლასკს, უყვება. დლასკი კი, თავის მხრივ, დვორჟაჩეკის პრაღაში ჩასვლის ამბავს თავის თანაკურსელსა და მეგობარს, მილან კუნდერას, უზიარებს.
იმ პოლიციის დოკუმენტის თანახმად, რომელიც, როგორც ტოტალიტარული რეჟიმების შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს, ახლა აღმოაჩინეს, კუნდერა ამ ინფორმაციით მაშინვე პოლიციაში მიდის, რის შემდეგაც პოლიციელები ივა მილიტკას საერთო საცხოვრებელში აკითხავენ.
ინსტიტუტის თანამშრომელი ირჟი რაიხლი პოლიციის დოკუმენტიდან ნაწყვეტს კითხულობს:
[რაიხლის ხმა]
”ძებნილთა სიაში ეწერა, რომ ამ პირს პლზენის რეგიონალური პოლიცია ეძებს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, პოლიციელები საერთო საცხოვრებელში მივიდნენ და მილიტკას ოთახთან მორიგეობა დაიწყეს. დვორჟაჩეკი ოთახში საღამოს რვა საათზე შევიდა, რის შემდეგაც ის დაკავებულ იქნა.”
თავიდან დვორჟაჩეკს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, შემდეგ მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, ბოლოს, 14 წელიწადი დაყო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
საიდუმლო არ არის, რომ კუნდერა, ისევე როგორც მისი ბევრი თანამედროვე, ახალგაზრდობაში მხურვალედ იზიარებდა სოციალიზმის იდეებს.
მაგრამ შემდეგ კუნდერა კომუნისტური რეჟიმის უკომპრომისო კრიტიკოსად იქცა. შავი იუმორით გაჯერებულ მის რომანებში ძალიან მწვავედ არის ასახული იმ პერიოდის კონფორმიზმი, უპრინციპობა და უხერხული ისტორიის დავიწყების მცდელობები.
შესაბამისად, ბრალდება, რომ ახალგაზრდობაში კუნდერამ რეჟიმთან ითანამშრომლა და აგენტი დაასმინა, ბევრისათვის ნამდვილად შოკის მომგვრელია.
კუნდერა, რომელიც ახლა 79 წლის არის, 30 წელზე მეტია საფრანგეთში ცხოვრობს და საზოგადოებრივ ასპარეზზე თითქმის არასოდეს ჩნდება.
მაგრამ ამ ბრალდებების გავრცელების შემდეგ მან ტრადიცია დაარღვია და ჩეხეთის მედიას ინტერვიუ მისცა.
მწერალმა ამ ამბავს ”სიცრუე” უწოდა და განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას წიგნის საერთაშორისო ბაზრობის წინ:
[კუნდერას ხმა]
”გაოგნებული ვარ ამ მოულოდნელი ამბით - ამბით, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გუშინ არაფერი ვიცოდი და რომელიც არ მომხდარა. ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. როცა ვინმე ასეთ ნაბიჯს დგამს, ამისათვის მოტივი უნდა ჰქონდეს. ვიცი, რომ იქ ჩემი სახელი წერია - სრულიად გაუგებარია, ეს როგორ მოხდა. როგორ დავასმენდი პირს, რომელსაც არ ვიცნობდი?”
იმას, რომ ამ ამბავში ბევრი ასპექტი გაუგებარი რჩება, ინსტიტუტიც აღიარებს. საქმის მონაწილე ზოგიერთი მთავარი ფიგურა - მაგალითად, მილიტკას შეყვარებული, დლასკი - ცოცხალი აღარ არის. კუნდერას ხელი პოლიციის არც ერთ დოკუმენტზე არ აქვს მოწერილი.
მაგრამ რაიხლი აცხადებს, რომ ნაპოვნი დოკუმენტი ორიგინალია და უარყოფს კუნდერას განცხადებებს:
[რაიხლის ხმა]
”მე უარვყოფ მოსაზრებას, თითქოს ეს ამბავი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის წინ მწერლის განადგურებას ისახავდეს მიზნად. ამას ნამდვილად ვერ დავგეგმავდით. ინსტიტუტი ადამ ჰრადილეკის მიერ მოპოვებულ ინფორმაციის სისწორეს ცნობს. ამას მხოლოდ არქივებიდან ამოღებული ერთი ქაღალდი კი არ ადასტურებს, როგორც ეს ერთმა პირმა განაცხადა, არამედ ამ საქმის მონაწილე სხვა ხალხის განცხადებებიც მოწმობს.”
საბოლოო ანგარიშით, ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი შეკითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი.
სიმართლეა თუ არა ეს ამბავი? და თუკი სიმართლეა, რამ აიძულა კუნდერა დაესმინა პირი, რომელსაც ის პირადად არც კი იცნობდა?
ან, საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დადგენა? დვორჟაჩეკის ცოლი, მარკეტა, რომელიც ამჟამად ქმართან ერთად შვეციაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ეს ამბავი დიდად არაფერს ცვლის:
[დვორჟაჩეკ-ნოვაკის ხმა]
”მინდა გითხრათ, რომ მაიკისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ის რომელიღაც ცნობილმა ადამიანმა დაასმინა თუ პირმა, რომელსაც არავინ იცნობდა. მას ურანის საბადოებში მოუწია 14 წლის გატარება და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი.”
და ბოლოს, არსებობს კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც კუნდერამ თავად დასვა პირველ რომანში, სახელად ”ხუმრობა” - რომანი სატირულად აღწერს კომუნისტურ ეპოქაში გავრცელებულ ღალატის პრაქტიკას - იქნებ ისტორია თავად გვეხუმრება?