მსოფლიო ბანკი საქართველოს 80 მლნ დოლარის შეღავათიან კრედიტს გამოუყოფს. სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერის პროგრამის მე-4 ტრანშის (PღშO IV) ფარგლებში, ბანკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 40 მილიონ დოლარს გამოყოფს. თანხა მოხმარდება საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულების, ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას, ელექტროენერგიისა და გაზის სექტორების გაუმჯობესებას, კერძო სექტორის განვითარებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში სერვისების გაუმჯობესებას.
კიდევ 40 მილიონი დოლარი მოხმარდება რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს, რომელიც, ძირითადად, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიიმართება.
პროექტები მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორატის საბჭოზე დამტკიცდა. ეს პროექტები პროგრამულად გათვალისწინებული არ იყო _ გადაწყვეტილება მათ ამოქმედებაზე აგვისტოს მოვლენების შემდეგ იქნა მიღებული.
20-წლიანი კრედიტი საკმაოდ ხელსაყრელია. შეღავათიანი პერიოდი ათი წელია, შემდეგი ათი წლის განმავლობაში კი მისი საპროცენტო განაკვეთი 0,75%-ით განისაზღვრება.
აღნიშნულ 80 მლნ დოლარს საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს. გარდა ამისა, 21-22 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილია დონორთა კონფერენცია, სადაც გაირკვევა, რა დახმარებებს და რა დროში მიიღებს საქართველო. სწორედ ამის შემდეგ დამტკიცდება ასევე 2009 წლის ბიუჯეტის ზუსტი პარამეტრებიც.
მთავრობამ 2009 წლის ბიუჯეტის პირველადი მონახაზი პარლამენტში უკვე შეიტანა. პროექტის შესაბამისად, 2009 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 5 მლრდ 824 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, თუმცა ეს არ არის დაზუსტებული პარამეტრი. ამ ეტაპზე ზუსტი პარამეტრის განსაზღვრა, დონორთა კონფერენციის გარდა, იმ მიზეზითაც რთულდება, რომ სექტემბერი ომის შემდგომი პირველი თვეა და საბოლოო მონაცემები შემოსავალ-გასავლებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყნის საფინანსო სისტემა ნელ-ნელა მწყობრში დგება. სექტემბერში საბიუჯეტო შემოსავლები განსაზღვრული იყო 380 მილიონი ლარით, თუმცა აიკრიფა უფრო მეტი - 408 მილიონი. გარდა ამისა, სარეიტინგო სააგენტო შტანდარტ & Pოორს-მა აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოსთვის დაწესებული ნეგატიური საკრედიტო სარეიტინგო პროგნოზი სექტემბრის ბოლო კვირას მოხსნა. ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ მათ საქართველოსთან თანამშრომლობა გააგრძელონ.
აგვისტოში ასევე დაფიქსირდა დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო უკვე სექტემბერში - მას შემდეგ, რაც ფინანსურ სექტორში ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა - დოლარი საერთოდ არ გაყიდულა.
მართალია, ქვეყანაში შემცირდა უცხოური ფულის შემოდინება, მაგრამ მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს თანხა დონორული დახმარებებით ჩანაცვლდება.
პოსტსაომარ ვითარებაში კი ხან პარადოქსული და ხანაც კურიოზული სიახლეები ჩნდება. ასე, მაგალითად, რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მშენებარე ახალი სოფლების გაზმომარაგებას რუსული კომპანია “იტერა” კისრულობს.
გაზმომარაგების სამუშაოები, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში დასრულდება. ამჟამად რუსული “იტერა” ახორციელებს გორში რუსების დაბომბვის შედეგად დაზიანებული გაზსადენის რეაბილიტაციას, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია სამუშაოების ჩატარება გორის მიმდებარე სოფლებში.
რუსული გაზის შესყიდვას ზამთრის პერიოდში რამდენიმე კომპანია გეგმავს, მათ შორის, “იტერა-საქართველო” და “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია”. “იტერა-საქართველოს” კონტრაქტი უკვე დადებული აქვს. “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” ასევე ემზადება რუსული ბუნებრივი აირის შესასყიდად და ხაზგასმით შენიშნავს, რომ რუსული და აზერბაიჯანული გაზის ღირებულება არცთუ დიდად განსხვავებულია.
“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ყაზახი პარტნიორები კი, გავრცელებული ხმების საწინააღმდეგოდ, კატეგორიულად გამორიცხავენ საქართველოდან წასვლის სურვილის ქონას. მეტიც, ისინი პირობას დებენ, რომ აგვისტოს მოვლენების გამო ყაზახეთიდან შემცირებული საინვესტიციო ნაკადი მალე აღდგება.
რაც შეეხება თავად თბილისის გაზმომარაგებას, აქ “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” შემოსავლების გაზრდის ახალი სქემა აამუშავა. 1 აგვისტოდან 1 კბ.მ. აირზე 69 თეთრს გადაიხდის მისი ყველა ახალი მომხმარებელი, მათ შორის - მოსახლეობა. 69-თეთრიანი ტარიფი “ყაზტრანსგაზმა” საწარმოებისთვის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ბუნებრივი აირის მიწოდების დერეგულაციის შემდეგ შემოიღო. ასე რომ, ნანატრი დერეგულირება არა კონკურენციის ზრდასა და ტარიფის შემცირებაში, არამედ მის 40%-იან ზრდაში გადაიზარდა.
მსგავსი ენერგოშანტაჟის შესამცირებლად სრული სვლით ხორციელდება ახალი ჰესების პროექტი. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო) ხელშეკრულება ახალი ჰესების მშენებლობით დაინტერესებულ 2 კომპანიასთან უკვე აქვს გაფორმებული: კომპანია “საქართველოს ურბანული ენერგია” 78-მეგავატიანი “ფარავანჰესის” მშენებლობას გეგმავს, “ენერგო-არაგვი” კი 8-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას აპირებს.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა კი მსოფლიო ბანკს კრედიტის გადახდის ვადის გადაწევას სთხოვს. 34 მილიონი დოლარის კრედიტის დაფარვა წლეულს დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ელექტროსისტემას მისი 2009 წლის ბოლომდე გადაწევა სურს.
ლეგენდად ქცეული “კახეთის ენერგოკომპანიას” კი უკვე მეექვსედ _ ამჯერად 16,7 მილიონ ლარად _ უპირებენ გაყიდვას.
თუმცა კახეთში ენერგოკომპანიის გაყიდვაზე გაცილებით დიდი პრობლემა დგას დღის წესრიგში. იქ ყურძნის შესყიდვა კვლავაც ვერ ხორციელდება. ბიზნესმენები ფეხს ითრევენ, სახელმწიფო ხელს იბანს, გლეხებს კი ყურძენი, ტრადიციულად, ულპებათ. ამასობაში მორიგმა სეტყვამ კიდევ არაერთი ვენახი გაანადგურა. თუმცა ვინც სეტყვას გადაურჩა, მოსავლის რეალიზაცია მისთვისაც უკიდურესად გართულებული საქმეა.
ომის შემდგომ ნელ-ნელა წელში სწორდებიან ბანკები. კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები, 1 სექტემბრის მდგომარეობით, 8 მლრდ 197 მლნ ლარს შეადგენს, რაც წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელს 13,7%-ით აღემატება. თუმცა ამავე პერიოდში ბანკების წმინდა მოგებამ 67,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,5%-ით ნაკლებია.
სისტემის ლიდერმა _ “საქართველოს ბანკმა” _ სექტემბერში 102 მლნ ლარის ოდენობის სესხი გასცა. სექტემბერში ფიზიკური პირების გახსნილი ვადიანი ანაბრების მოცულობამ 46 მლნ ლარი შეადგინა.
ომის შემდგომ პირველი მსხვილი მოთამაშე გამოჩნდა ქართული უალკოჰოლო სასმელების ბაზარზეც. აჰმედ აბდულა ალ შაფარი, ინვესტორი არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, კომპანია “იბერია რეფრეშმენტს - პეპსიკო ბოთლერს საქართველოს” აქციების 30%-ის მფლობელი გახდა. წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება დუბაიში გაფორმდა. არაბული მხარე აქციებს ეტაპობრივად შეიძენს. პირველად ეტაპზე აქციების 10,7% შესყიდვა განხორციელდება, ხოლო დეკემბრის ბოლომდე 19,3% იქნება შეძენილი. ეს ინვესტიცია 2008 წლის ბოლოსათვის ალ შაფარს კომპანია “იბერია რეფრეშმენტსის” უმსხვილეს აქციონერად აქცევს, “იბერია ჯგუფსა” და ევრობანკთან ერთად.
“იბერია რეფრეშმენტსი” 2004 წლიდან “პეპსი-კოლას” ბრენდირებულ პროდუქციას აწარმოებს საქართველოსა და სომხეთისათვის. აჰმედ აბდულა ალ შაფარი ცნობილი საინვესტიციო კომპანიათა ჯგუფის მფლობელია, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია დაფუძნებული და მრავალმილიარდიან ბიზნესს მოიცავს უძრავი ქონების, სამშენებლო, სატრანსპორტო, კვების მრეწველობისა და ფარმაცევტულ სფეროებში როგორც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ასევე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში. არაბი ინვესტორი ამჟამად კომპანია “დუბაი რეფრეშმენტს-პეპსიკოს ბოთლერის” პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. შესაბამისად, “კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიას” შემდეგ, რომლის მფლობელობაც ქართულმა მენეჯმენტმა თურქულ “ეფესს” გადააბარა, “იბერია რეფრეშმენტს პეპსიკო ბოთლერს საქართველოს” ქართველმა მფლობელებმაც არაბული ქოლგის ქვეშ გადანაცვლება ამჯობინეს.