და გაურკვეველი დროით შეწყდა. როგორც ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ფინეთის წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა განაცხადა, მოლაპარაკების გაგრძელებას ამ ეტაპზე აზრი დაეკარგა, რადგან გადაიწურა კონსენსუსის მიღწევის ყოველგვარი იმედი.
ჯერ შეგახსენებთ, რომ ეუთომ ჯერ კიდევ ამ ერთი თვის წინათ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ასი მეთვალყურის გაგზავნის შესახებ. მათგან ოცი საქართველოში საქმიანობას ომის დამთავრებისთანავე შეუდგა.
[პაატა გაფრინდაშვილის ხმა] "ეუთოში ერთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულ იქნა 19 აგვისტოს ეუთოს ასი დამკვირვებლის საქართველოში გამოგზავნის და მათი საქმიანობის შესახებ. ბუნებრივია, ეს გულისხმობს სამხრეთ ოსეთს - ცხინვალის რეგიონს - და აფხაზეთსაც. ამ ასი დამკვირვებლისგან ოცი უკვე გამოგზავნილია და საქართველოშია."
გვითხრა ავსტრიაში საქართველოს ელჩის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა.
დეტალების გასარკვევად დავუკავშირდით ეუთოს პრესმდივნის მოადგილეს ვირჟინი კულუდონს, რომელმაც განგვიმარტა, რომ დღევანდელი მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად ტექნიკური საკითხები იქცა, მთავარი უთანხმოება კი მეთვალყურეთა საქმიანობის არეალს უკავშირდებოდა.
[ვირჟინი კულუდონის ხმა]: "განვლილი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ეუთოს წევრ 56-ივე ქვეყანას შორის, კერძოდ კი - როგორც გესმით - რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. ამ მოლაპარაკების ძირითადი საგანი ტექნიკური ხასიათის იყო - ანუ ის, თუ როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოში დამატებითი სამხედრო მეთვალყურეების გაგზავნა - და მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო. ძირითადი უთანხმოება გამოიწვია იმან, თუ სად უნდა ემოქმედათ სამხედრო მეთვალყურეებს. ყველა ქვეყანა შეთანხმდა რიცხვზე - ას მეთვალყურეზე - და მათს სამხედრო სტატუსზე, მაგრამ მეთვალყურეების საქმიანობის ადგილმა, როგორც გითხარით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია."
როგორც ვირჟინი კულუდონმა გვითხრა, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, მოლაპარაკება შეეწყვიტა, უწინარესად რუსეთის მხრიდან წამოსულმა პრობლემებმა განაპირობა.
[ვირჟინი კულუდონის ხმა]: "მოლაპარაკების პროცესი, როგორც აღვნიშნე, ხანგრძლივი და ინტენსიური იყო. იყო მომენტები, როცა გარკვეულ ფორმულირებას საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ზოგი დებულება - რუსეთს ან ევროპის კავშირს არ აკმაყოფილებდა. მაგრამ ბოლოს, რამდენაც ვიცი, პრობლემები რუსეთის ფედერაციისგან წამოვიდა."
ეუთოს პრესმდივნის მოადგილემაც აღნიშნა, რომ საქართველოში მეთვალყურეთა დამატებითი ჯგუფის გაგზავნის თაობაზე ინტენსიური მოლაპარაკება თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა. ავსტრიაში საქართველოს ელჩის მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის თქმით, ამ ხნის მანძილზე იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა კონსენსუსი თითქმის მიღწეული ჩანდა...
[პაატა გაფრინდაშვილის ხმა] "...მაგრამ მთელი ამ მოლაპარაკებების მანძილზე ხდებოდა ის, რომ პირადად მინისტრი ლავროვი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ამა თუ იმ ფორმით უხეშად ერეოდა ხოლმე მოლაპარაკებებში, აკეთებდნენ სხვადასხვა სახის განცხადებებს, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლიდა მოლაპარაკებებს და რამაც პრინციპში საბოლოოდ მიგვიყვანა ამ მოლაპარაკებების ჩაშლამდე."
არის თუ არა უახლოეს მომავალში მოლაპარაკების განახლების იმედი? ამ კითხვის ისევ ეუთოს პრესმდივნის მოადგილეს, ვირჟინი კულუდონს მივმართეთ.
[ვირჟინი კულუდონის ხმა]: "ეუთოს მორიგე თავმჯდომარის, ფინეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე აზრი არა აქვს ვენაში მოლაპარაკების გაგრძელებას. მაგრამ არსებობს იმედი - დღეს რუსეთის ფედერაციამაც კი განაცხადა, რომ არსებობს მოლაპარაკების გაგრძელების იმედი. მაგრამ ეს უკვე სხვა დონეზე და ალბათ სხვაგან უნდა მოხდეს. ვფიბრობ, ვენაში ამ საკითხზე უკვე დასრულდა დიპლომატიური მოლაპარაკება და მან, შესაძლოა, დედაქალაქების დონეზე გადაინაცვლოს. ამდენად, მოლაპარაკება მთლიანად ჩაშლილად არ უნდა გამოვაცხადოთ. ის დროებით შეწყდა - ამ კონკრეტული ხალხის მონაწილეობით და ამ კონკრეტულ ეტაპზე."