რუსეთის ლიდერებთან მათი შეხვედრების მიზანი საქართველოში შექმნილი კრიზისის მოგვარებაა. დავით კაკაბაძე ტელეფონით დაუკავშირდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილს პეტერ სემნების და მას რამდენიმე კითხვით მიმართა.
რადიო "თავისუფლება": ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის დახმარების სახით ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ოთხშაბათს თბილისს ეწვია ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელმაც საქართველოს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აღუთქვა. გარდა ამისა, ვაშინგტონი საქართველოში აგზავნის სამხედრო ხომალდ "მაუნტ უიტნის", რომელიც იქ 17 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს. ყოველივე ამის ფონზე დიდ კონტრასტს ქმნის ის, რაც ევროპის კავშირმა აქამდე მოიმოქმედა. რატომ ხდება ასე?
სემნები: არა მგონია, აქ რაიმე კონტრასტი არსებობდეს. ევროპის კავშირმა მიიღო და ახლაც იღებს არაერთ ზომას იმისთვის, რათა საქართველოს დახმარება გაუწიოს. ეს ეხება როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, ისე ეკონომიკის აღდგენას. გარდა ამისა, ევროკავშირის ორშაბათის საგანგებო სამიტზე გარკვევით ითქვა, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან ერთად მომავალი კვირის დამდეგს საქართველოში მიემგზავრება და მე ველი, რომ უახლოეს ხანში კიდევ გამოცხადდება სხვა სახის დახმარების შესახებ. შესაძლოა, საუბარი იყოს ამა თუ იმ სახის მაკროეკონომიკურ დახმარებაზეც.
რადიო "თავისუფლება": რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ევროპის კავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ, როგორ ფიქრობთ?
სემნები: ევროპის კავშირის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულიად მკაფიოა: კავშირი და მისი წევრი ცალკეული ქვეყნები სცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არის ის საყრდენი პარამეტრი, რომლის ჩარჩოებში უნდა ხდებოდეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. ამავე დროს, ცხადია, რომ ომის შემდეგ კონფლიქტების მოგვარების მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა. ახლა უწინარესად იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ პირველ რიგში ყველაზე მწვავე პრობლემები მოვაგვაროთ. ეს პრობლემები ჰუმანიტარული ხასიათისაა, აქვე იგულისხმება ქვეყნის აღდგენა, შესრულება ექვსმუხლიანი გეგმისა, რომელიც გულისხმობს როგორც რუსეთის ისე საქართველოს სამხედრო ძალების გაყვანას - იმისთვის, რათა სამომავლოდ შეიქმნას პოლიტიკური პროცესის განახლების პირობები.
რადიო "თავისუფლება": ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას სეპარატისტული რეგიონებიდან?
სემნები: ექვსმუხლიანი გეგმა გულისხმობს რუსეთის ჯარის გაყვანას იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ 7 აგვისტომდე, ანუ ომის დაწყებამდე ეკავათ.
რადიო "თავისუფლება": ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავრობას ევროპის კავშირისთვის არაერთხელ მიუმართავს თხოვნით, უფრო აქტიური მონაწილეობა მიეღო კოფნლიქტის მოგვარების პროცესში. საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ევროკავშირი უფრო ერთიანი ჩანს, ვიდრე უწინ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ერთიანობა ცოტა არ იყოს დაგვიანებულია?
სემნები: ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თითქმის შეუძლებელია. ვფიქრობ, ყველა მონაწილემ, ყველა მხარემ უნდა სცადოს საღად შეაფასოს შექმნილი ვითარება, გააანალიზოს მომხდარი და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს სამომავლოდ. ეჭვგარეშეა, რომ ყველას ხელი მოგვეცარა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო, როგორმე მოგვეხერხებინა, რომ კონფლიქტის რაიონებში არსებული დაძაბულობა კონტროლიდან არ გამოსულიყო, არ გადაზრდილიყო ომში. ამ თვალსაზრისით მიზანს ვერ მივაღწიეთ. მეორე მხრივ, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ახლა უფრო ერთიანნი ვართ. სულ უფრო იზრდება აღქმა იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, რამდენად დიდია ხიფათი, რომელსაც საქართველოში არსებული დაძაბულობა წარმოადგენს, და რამდენად აუცილებელია აქტიური მონაწილეობა ვითარების სტაბილიზებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ სტაბილიზებას, ისე პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას. სწორედ ამიტომ არის, რომ ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა თავიანთ ბოლო შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ევროპის კავშირი საქართველოში საგანგებო მისიის დაფინანსების საკითხს განიხილავს - მისიისა, რომელმაც ვითარების სტაბილიზებას უნდა შეუწყოს ხელი.
რადიო "თავისუფლება": უფრო ზოგადად თუ ვისაუბრებთ: ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ დასავლეთს არ მოეპოვება დიდი საშუალება რუსეთზე ზეგავლენის მოხდენისა?
სემნები: გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ახლა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით. და სწორედ ეს საკითხები იქნება იმ საუბრების ცენტრალური თემა, რომელსაც მომავალ კვირაში მოსკოვში გამართავენ ბატონები სარკოზი, ბაროზუ და სოლანა. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა მრავალწახნაგოვანია - როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. და, შესაბამისად, არსებობს არაერთი ბერკეტი და ინსტრუმენტი. ახლა ძირითადი ამოცანაა, განვმუხტოთ რუსეთთან ურთიერთობაში შექმნილი დაძაბულობა, რათა შესაძლებელი გახდეს მასთან კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის წარმართვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარვთმართოთ ჩვენი სამომავლო ურთიერთობა. ისტორიამ და გეოგრაფიამ ინება, რომ ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობთ და როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის სჭირდება ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ურთიერთობა. იმედი მაქვს, ამას ორივე მხარე სრულად გააცნობიერებს მას შემდეგ, რაც თავს დავაღწევთ ამჟამინდელ კრიზისს.
რადიო "თავისუფლება": რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რუსეთთან მოლაპარაკებებში ენერგეტიკულ ასპექტს? ხშირად გაიგონებთ, რომ ევროპა ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული. მაგრამ რუსეთიც ხომ არანაკლებ დამოკიდებულია ევროპაზე თავისი ენერგომატარებლების ექსპორტის თვალსაზრისით? რა აკეთებს ევროპა იმისთვის, რათა მოსკოვს გააგებინოს, რომ საქმე ურთიერთდამოკიდებულებასთან გვაქვს?
სემნები: ევროპა ამის გაკეთებას ცდილობს. თანაც გეტყვით, რომ ეს, ჩემი აზრით, მოსკოვშიც შეგნებული აქვთ. ენერგეტიკა, ცხადია, ამ ურთიერთობის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ ეს ურთიერთობა მხოლოდ ენერგეტიკით არ შემოიფარგლება. აუცილებელია, არსებობდეს კომუნიკაციის ქმედითი პოლიტიკური არხებიც, არსებობდეს ქმედითი პოლიტიკური დიალოგი ჩვენს მეზობელ რუსეთთან.
რადიო "თავისუფლება": ევროკავშირის საგანგებო სამიტმა გადაწყვიტა, უშუალო მონაწილეობის გზით საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. ბრიუსელში მიღებული კომუნიკეს მეხუთე მუხლში აღნიშნულია, რომ ეუთო გაზრდის სამხრეთ ოსეთში თავის მისიას, რომ იქ დამატებით გაიგზავნება მეთვალყურეები, გაიზრდება დაფინანსება და ა.შ. არსებობს თუ არა იმის პერსპექტივა, რომ ევროკავშირმა კონფლიქტის რეგიონში თუ სამხედრო არა, საპოლიციო ძალა მაინც მიავლინოს?
სემნები: ამ ეტაპზე ევროპის კავშირი განიხილავს საქართველოში სამოქალაქო სამეთვალყურეო მისიის გაგზვნის შესაძლებლობას. ეს მისია საქმიანობას შეუდგება უწინარესად ცხელ წერტილებში, ანუ იქ, სადაც სამხედრო დაპირისპირება მოხდა, ასევე ბუფერულ ზონებში და ა.შ. ვვარაუდობ, რომ მისია - ექსპერტთა დონეზე - გარკვეულ სამხედრო თუ საპოლიციო ელემენტსაც მოიცავს, მაგრამ მას აღმასრულებელი ფუნქცია არ ექნება. რაც შეეხება სამხედრო მეთვალყურეობას, ამ სფეროში უკვე მუშაობენ ეუთო და გაერო. ნებისმიერი ქმედება, რომელიც აქ ევროკავშირმა შეიძლება განახორციელოს, ამ ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში მოხდება. მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა საწყის სტადიაშია და არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულ იქნება უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე - სავარაუდოდ 15 სექტემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
რადიო "თავისუფლება": ნიკარაგუა გამოდგა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მაგალითს მიბაძა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ვენესუელამ, კუბამ და ბელორუსიამ მოსკოვს მხარი დაუჭირეს, მაგრამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოფიციალურად აღიარებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, ეს ორი რეგიონი ადრე თუ გვიან მართლაც იქცეს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად?
სემნები: ჯერ ერთი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, ვფიქრობ, ეს საკმაოდ ძლიერი ამოსავალი წერტილია თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად.
რადიო "თავისუფლება": და ბოლო კითხვა: ევროკავშირის საბჭომ გასულ ორშაბათს გადაწყვიტა, კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოში მიავლინოს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი. შეგიძლიათ, გვითხრათ, ვინ იქნება ეს ადამიანი? თუ არ შეგიძლიათ, მაშინ ჩემი კითხვა სხვაგვარი იქნება: როგორ გაინაწილებთ პასუხისმგებლობასა თუ ამოცანებს თქვენ და ახალდანიშნული დიპლომატი?
სემნები: ამ ადამიანის ვინაობაზე ვერაფერს გეტყვით და ვერც პასუხისმგებლობის განაწილების დეტალებს გაგაცნობთ, რადგან ეს საკითხი ახლა განიხილება.
რადიო "თავისუფლება": როდის უნდა ველოდეთ დანიშვნას?
სემნები: ვერც ამაზე მოგახსენებთ რაიმეს.