რომლის მონაწილეებმა საქართველოში შექმნილი უკიდურესად დაძაბული ვითარება განიხილეს. სხდომა საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე შედგა. რაზე ისაუბრეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელმა დიპლომატებმა? როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევამ? დავით კაკაბაძემ ჩვენი გადაცემის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მიმართა ირაკლი ალასანიას - გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს. თუმცა, ვიდრე ამ ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, მოისმინეთ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის გამოსვლის ერთი ნაწყვეტი.
[ვიტალი ჩურკინის ხმა]: "ამასთან თბილისი გადამწვარი მიწის ტაქტიკას მიმართავს. სამხრეთ ოსეთის მთელი რიგი დასახლებული პუნქტები მთლიანად განადგურებულ იქნა. ზოგიერთი მონაცემით, ქართველი სნაიპერები არ ატარებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს და საშუალებას არ აძლევენ სამედიცინო სამსახურის მუშაკებს, ხალხი გადაარჩინონ."
ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან.
(იხ. აუდიოვერსია)