განხილვის შემდეგ უშიშროების საბჭოს წერილობითი დოკუმენტი არ მიუღია, თუმცა ფაქტი - საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების შეჭრა - სამხედრო აგრესიად იქნა შეფასებული. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა აღნიშნეს აგრესიული აქტების დაუშვებლობა და მოუწოდეს რუსეთს მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან... გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული შეფასებებით საქართველოს მხარე კმაყოფილია... ისინი თბილისში საქართველოს დოპლომატიურ გამარჯვებად იქნა აღქმული... რამდენად გაამართლა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამ საქართველოს მოლოდინი?
გაეროს უშიშროების საბჭოს 21 ივლისის სპეციალურ სხდომაზე კონკრეტული დოკუმენტის მიღებას საქართველოში არ ელოდნენ.. რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, მას აქვს ვეტოს უფლება. ამდენად, იმის ილუზია არავის ჰქონია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების შეჭრის ფაქტი უშიშროების საბჭოს დოკუმენტში დაიგმობოდა. დოკუმენტი მიღებული არ ყოფილა.. თუმცა, როგორც გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, გაეროს უშიშროების საბჭოში თითქმის სრული ერთსულოვნებით იქნა მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ასევე ერთსულოვნად იქნა დაგმობილი საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესია... გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობამ სწორედ ასე შეაფასა 8 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცეში, კერძოდ, ცხინვალის რეგიონის თავზე, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების შეჭრა. შეგახსენებთ, ფაქტი უმალვე აღიარებულ იქნა რუსეთის მხრიდან. აღიარებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაურთო განმარტება, რომ რუსეთის ქმედება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ”ცხელი თავების” გაგრილებას ისახავდა მიზნად. შედეგად, რუსეთმა მიიღო ის, რომ მისი წარმომადგენელი გაეროში, ვიტალი ჩურკინი, 21 ივლისის სხდომით უკმაყოფილო დარჩა. მან თქვა, რომ უშიშროების საბჭოს ზოგიერთმა წევრმა განხილვისას ვერ შეძლო საქართველოსადმი კეთილგანწყობილების დაძლევა. მაგრამ უკმაყოფილების მიზეზი სხვა რამეც იყო.. რუსეთის მხარე ცდილობდა ყურადღება გადაეტანა კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე, რათა განხილვის ძირითად თემად ორი სუვერენული სახელმწიფოს - რუსეთისა და საქართველოს - დაპირისპირება არ გამოკვეთილიყო. ირაკლი ალასანიას აზრით, მთლიანობაში, გაეროს უშიშროების საბჭოს 21 ივლისის სპეციალური სხდომა მნიშვნელოვანი და გამორჩეული სწორედ ამ ერთი თემის გამოკვეთის გამო იყო:
[ირაკლი ალასანიას ხმა] ”უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა შედგა 2 ქვეყანას შორის არსებული პრობლემების განსახილველად. მანამდე ასეთი თემები განიხილებოდა აფხაზეთის კონფლიქტის კონტექსტში და ებმოდა აფხაზეთის კონფლიქტზე მსჯელობას. ”
21 ივლისის სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთს მოუწოდეს მომავალში თავი შეიკავოს მეზობელი სახელმწიფოს მიმართ დაუშვებელი აგრესიული ქმედებებისგან. ამას გარდა, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების შეყვანის ფაქტზე, რასაც სრულიად არალეგიტიმური უწოდა.
მაგრამ რისი მომტანია მთელი ეს ზეპირი განცხადებები ან რუსეთის ელჩის სინანული იმის გამო, რომ უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წევრი შეფასებებისას ვერ თავისუფლდება საქართველოსადმი კეთილგანწობილებისგან? ირაკლი ალასანია ხაზგასმით შენიშნავს, რომ გაეროში დაწყებულია აფხაზეთში წარმოებული მრავალწლიანი სამშვიდობო პროცესის შესწავლა და ახლო მომავალში გაეროს გენერალურ მდივანს წარედგინება ანგარიში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. ალასანია ამბობს, რომ ანგარიშს თან დაერთვება კონკრეტული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი სამშვიდობო პროცესის ეფექტურობის მისაღწევად. სამშვიდობო პროცესი კი ეფექტიანი (ოფიციალური თბილისის აზრით) მანამდე ვერ იქნება, სანამ მასში რუსეთს წარმმართველის, დომინანტის როლი აქვს. საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 8 ივლისის საჰაერო ინციდენტის სამხედრო აგრესიად შეფასება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს კონფლიქტებში რუსეთის მხარედ აღიარების საქმეში, რაც, სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის სიტყვებით, მოლაპარაკებათა ფორმატების შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს:
[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”ყველა ასეთი ნაბიჯი გვაახლოებს ფორმატების დაშლასთან. ამგვარად, ეს დიპლომატიური ნაბიჯები აუცილებელია იმისთვის, რომ მოქმედი ფორმატები დავშალოთ, რათა გადავიდეთ ისეთ ფორმატზე, რაც რეალურად დააბრუნებს დევნილებს და რეალურად აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ”(სტილი დაცულია)
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, იმავდროულად, გახდა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში... ცხინვალსა და სოხუმში აქამდე ღია უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს სახელი გადაერქვა.