14 ივლისს სოხუმში ჩავიდა. ლუკასს სოხუმში გაჰყვა გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი. საგულისხმოა, რომ 14 ივლისს სოხუმში ვიზიტი ევროკავშირის დელეგაციამაც განახორციელა, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, პეტერ სემნების, მეთაურობით.. სეპარატისტული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე აფხაზეთის პრობლემის მოსაწესრიგებლად გერმანიის ინიცირებით შემუშავებული ახალი წინადადებები განიხილეს.
14 ივლისს სოხუმში ჩასულ ევროპელ სტუმრებთან შეხვედრებს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც ესწრებოდა.. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას მან დაადასტურა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა კავკასიის საკითხებში ჰანს დიტერ ლუკასმა სოხუმში განსახილველად აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ახალი სქემა, ახალი მიდგომები და წინადადებები ჩაიტანა .. სოხუმისთვის შეთავაზებული ახალი წინადადებების თაობაზე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი თავშეკავებული კომენტარით შემოიფარგლა:
[სერგეი შამბას ხმა] ”დღის წესრიგი არსებითად იგივეა, თუმცა აქცენტები სხვაგვარად არის დასმული. არის გარკვეული ცვლილებები. ამის განხილვა ახლა არ მინდა. არის გარკვეული ახალი ელემენტები. ”
უფრო მეტს სერგეი შამბა არ ამბობს.. ჩვენ მას ვკითხეთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს შორის რა ადგილი უკავია აფაზეთში დევნილთა დაბრუნების თემას... ” დევნილების დაბრუნების საკითხი დგას ისე, როგორც ეს ადრე მიღწეულ შეთანხმებებში ჩაიწერა: პირველ ეტაპზე - გალის რაიონში”, - აღნიშნა სერგეი შამბამ და დასძინა:
[სერგეი შამბას ხმა] ” როდისმე ხომ უნდა დაიწყოს ნდობის აღდგენა და შეიძლება მაშინ დადგეს ეტაპი, როცა გავიაზრებთ, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა. მე ვლაპარაკობ აბსტრაქტულად, რადგან დევნილების დაბრუნების ახალი ეტაპის დაწყებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით შეუძლებელია.”
სოხუმში 14 ივლისს განხილულ წინადადებებთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა უფრო კონკრეტულად გვითხრა ის, რომ ახალი წინადადებები პირველი რიგის საკითხად უსაფრთხოების საკითხს გამოკვეთს... ამ და სხვა საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებისთვის კი სოხუმი, უწინდებურად, კოდორის ხეობის დემილიტარიზაციას და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. შეთანხმების გაფორმების იდეას ოფიციალური თბილისი არ ეწინააღმდეგება, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას თავისი პირობები აქვს. პირველი: მისთვის მნიშვნელოვანია რა ძალა გამოიკვეთება უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტორად. ” უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან აფხაზები, რუსების კი ჩვენ არ გვჯერა”, - ამბობს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი და დასძენს: ” იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან უკანონო შეიარაღებული ძალები, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება უპასუხისმგებლობა იქნებაო.”
სოხუმში გამგზავრებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა შეხვედრები გამართა თბილისში, მათ შორის - რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან. ის ამბობს, რომ განხილვის საგანი იყო ახალ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გერმანელების მიერ შემუშავებული წინადადებები:
[ თემურ იაკობაშვილის ხმა] ” რომელიც არის შეზღუდული დეტალიზაციისგან - დეტალებს ისინი არ აკონკრეტებენ, უფრო პრინციპებზეა ლაპარაკი, ვიდრე დეტალებზე. ვნახოთ, ჩამოვა ბატონი ლუკასი სოხუმიდან და გავარკვევთ, რა თემებზე შეიძლება პროგრესის მიღწევა და რა თემებზე არა. ”(სტილი დაცულია)
ზოგადად სამშვიდობო გეგმა 2 მიმართულებას მოიცავს: პირველი - მუშაობას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე და, მეორე, მუშაობას ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგის აღდგენაზე... ჰანს დიტერ ლუკასი სოხუმში სწორედ ამ მეორე მიმართულებით სამუშაოდ ჩავიდაო, გვითხრა თემურ იაკობაშვილმა.. ახალ სამშვიდობო გეგმაზე საქართველოს ხელისუფლებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს არის სამეტაპიანი: დეესკალაციის, დემილიტარიზაციის და განვითარების გეგმა. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ გეგმასთან დაკავშირებით ისეთია, როგორც ის ამ ორიოდე დღის წინ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ ჩამოაყალიბა:
[ალექსანდრე ლომაიას ხმა] ”ცენტრალური ელემენტი ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის არის უპირობოდ დაწყება დევნილების დაბრუნების და საამისო პირობების შექმნა.. პირობებისთვის კი საჭიროა რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა, პირველ რიგში, გალის და ოჩამჩირის რაიონებიდან და იქ მათი ჩანაცვლება სამოქალაქო- საპოლიციო კონტინგენტით.”(სტილი დაცულია)
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ 14 ივლისს სოხუმში, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრებზე, არ ყოფილა ლაპარაკი არც რუსეთის სამშვიდობო ძალებზე და არც კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო საპოლიციო კონტინგენტის ჩაყენების იდეაზე... მსჯელობა, როგორც თემურ იაკობაშვილმაც აღნიშნა, მიმდინარეობს გერმანიის მიერ ინიცირებულ სამეტაპიან გეგმაზე, ზოგად პრინციპებზე. ამ პრინციპების განხილვა, როგორც ცნობილია, 24 ივნისს მოხდა ბერლინში.
გეგმის მთავარი პუნქტები გერმანულ პრესაში გახმაურდა. გასულ კვირაში “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი” წერდა: პირველი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მიერ უარის თქმას ძალის გამოყენებაზე და, სანაცვლოდ, აფხაზეთში 250 000-მდე ქართველი ლტოლვილის დაბრუნებას (ეს ეტაპი 2009 წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს). შემდეგ, მეორე ეტაპზე, უნდა განხორციელდეს ორივე მხარის ერთობლივი პროექტები ომით მიყენებული მატერიალური ზარალის აღმოსაფხვრელად და აღმშენებლობის დასაწყებად (ამ ეტაპისთვის გერმანია მზად არის დონორთა კონფერენციის ორგანიზება იტვირთოს). და ბოლოს, მესამე ეტაპზე, უნდა დაიწყოს აფხაზეთის სტატუსზე ზრუნვა.
[