როცა საქართველოს ხელისუფლება ასე აქტიურად მოუწოდებს დასავლეთს შეაჩეროს რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობელი ქვეყნის მიმართ, თავად საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ეჭვის თვალით უყურებენ ვნებათაღელვას აფხაზეთის პრობლემის გარშემო. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ოპოზიციაში გამოთქვამენ ეჭვს, რომ პი-არ ტექნოლოგიებში გაწაფული საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად გადაიტანოს როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება აფხაზეთსა და აფხაზეთში რუსეთის ქმედებებზე. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების საარჩევნო კამპანიაა.. საინტერესოა, ვინ როგორ აფასებს ვითარებას საქართველოს უკონტროლო ტერიტორიაზე, სადაც რუსეთმა ბოლო დღეებში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა ცალმხრივი გადაწყვეტილებით გაზარდა.
პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების აფეთქების ეშინია. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ რიდმა გააკეთა. ”ასეთ ვითარებაში შეიძლება გაჩნდეს ნაპერწკალი, რომელიც უფრო დიდ პრობლემას შექმნის: დაიწყება სროლა, ერთმანეთის ხოცვა. სიტუაცია კონტროლიდან გამოვა”,- თქვა მან სხდომაზე, რომლის დროსაც სენატორები საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შესაძლებლობით დაინტერესდნენ. დაინტერესება, ცხადია, განპირობებული იყო აფხაზეთში ბოლო დროს შექმნილი ვითარებით და აფხაზეთში რუსეთის იმ ქმედებებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აგრესიის კვალიფიკაციას აძლევს. ვითარებას ადგილზე ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა შეისწავლის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დელეგაციასთან ერთად.
[მეთიუ ბრაიზას ხმა] ”ჩვენ განვიხილავთ კონფლიქტის მოგვარების გზებს, იმედი მაქვს შევხვდები ბატონ ბაღაფშს, ბატონ შამბას და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებსაც. შეხვედრები გვექნება გალშიც, რათა გავარკვიოთ, რა ვითარებაა იქ და რა პირობებში ცხოვრობს გალის რიონში დაბრუნებული მოსახლეობა.”
ეს იყო სწორედ მეთიუ ბრაიზას მიერ თბილისში გაკეთებული განცხადება. სოხუმში გამგზავრების წინ ის შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, მოგვიანებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. საინტერესოა, როგორი იქნება შეფასებები აფხაზეთში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ. ამერიკელი სტუმრების მიღებამდე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევს რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყება მიულოცა და მისალოც წერილში გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტი გააგრძელებს აფხაზეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად მისი წინამორბედის მიერ წარმოებულ პოლიტიკას.
ამ პოლიტიკით, რუსეთმა უარი თქვა თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის დაწესებულ სანქციებზე, დაიწყო პირდაპირი თანამშრომლობა დე ფაქტო სახელისუფლებო სტრუქტურებთან და ცალმხრივი ნებით, საქართველოს თანხმობის გარეშე, სამშვიდობო ძალების საფარქვეშ, გაზარდა საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა.. საქართველოში სხვადასხვაგვარად ფიქრობენ იმაზე,თუ რამდენად ფეთქებადსაშიში გახადა სიტუაცია აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია გვაზავა:
[გია გვაზავას ხმა] ”ძალიან მძიმე სიტუაციაა, არ არის გამორიცხული სამხედრო მოქმედებები კოდორის ხეობისკენ. რუსეთის პოლიტიკა ისეთი თანმიმდევრული იყო აფხაზეთის მიმართ, ასეთი თანმიმდევრულობა მას სხვა მიმართულებით არ გამოუჩენია.” (სტილი დაცულია)
გია გვაზავასგან განსხვავებით, აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის პოლიტიკის თანმიმდევრულობას უფრო პი-არ ტექნოლოგიის ნაწილად მიიჩნევს ”გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური.მისი აზრით, ის, რაც დღეს აფხაზეთში და აფხაზეთის გარშემო ხდება, რუსეთის ხელისუფლებას სჭირდება საკუთარი ხალხის მოსახიბლად, საქართველოს ხელისუფლებას კი არჩევნების წინ მოსახლეობის თავის გარშემო გასაერთიანებლად:
[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”მაგრამ ტყუილის მთქმელს მართალსაც აღარ დაუჯერებენ! ეტყობა, ეს არ იცის სააკაშვილმა. მან იმდენჯერ მოიტყუა ასეთ საშიშ თემებზე, ასეთ ფაქიზ თემებზე.”
ზვიად ძიძიგურის მიერ გამოთქმულ შეხედულებას იზიარებს რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი:
[თინა ხიდაშელის ხმა] ” მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო წინა წლებში - არჩევნების წინ ვითარება იძაბება ხოლმე. არაკეთილმოსურნე ყოველთვის იყენებს ხოლმე ასეთ სიტუაციებს.” (სტილი დაცულია)
თინა ხიდაშელის თქმით, ასე ხდება ყოველთვის არჩევნების წინ, შემდეგ კი, არჩევნები როცა ჩაივლის, დაძაბულობა განიმუხტება ხოლმე.
ასეთი შეფასებები უკვირს ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის წარმომადგენელს დავით დარჩიაშვილს.. მისი აზრით, რუსეთის ქმედებები აფხაზეთში იმდენად თვალსაჩინოა, რომ საშიშროების რეალურობა საკამათო არ უნდა იყოს, თუმცა რუსეთის ამ ქმედებებმა უკუშედეგები მოიტანა რუსეთისთვის, რამდენადაც დასავლეთს სრულიად გაუცრუვდა იმედი მისი სამშვიდობო მისიის მიმართ... დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი მაინც ვერ წავა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო აგრესიაზე:
[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”მაგრამ პროვოკაციებს მოაწყობენ. ამიტომ საქართველოს სამხედრო ძალები მაღალ მზადყოფნაში უნდა იყვნენ და პოლიტიკური სპექტრიც უნდა იყოს მობილიზებული და დიპლომატია უნდა იყოს ძალიან აქტიური.” (სტილი დაცულია)