ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა რიგშია მოხსენიებული.. ”ფრიდომ ჰაუსის” გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მსგავსად, პრესა ნაწილობრივ თავისუფალია თურქეთში, უკრაინაში, რუმინეთში, მაკედონიაში, ბოსნიაში, კუვეიტში, ეგვიპტეში და ასე შემდეგ... ”ფრიდომ ჰაუსის” გამოკვლევაში საქართველო უკეთეს პოზიციაშია რეგიონის ქვეყნებს შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, პრესის თავისუფლების ინდექსით, არათავისუფალი ქვეყნების რიგში არიან. მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოს.. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა შენიშვნებია ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში საქართველოს მიმართ და რას ფიქრობენ თავად საქართველოში ქართული პრესის მდგომარეობის შესახებ.
” პატარა ქვეყნის პირობაზე, საქართველო ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების საკმაოდ დიდი რაოდენობით სარგებლობს ... პოლიტიკური აყალმაყალის მიუხედავად, საინფორმაციო საშუალებები იქ მუშაობას განაგრძობენ და განსხვავებულ შეხედულებებს ავრცელებენ. საქართველოში იბეჭდება 200-მდე დამოუკიდებელი გაზეთი და მოქმედებს 8 დამოუკიდებელი თუ კერძო ტელეკომპანია ... თუმცა ტელევიზიების მფლობელთა შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის. ხშირ შემთხვევაში, ტელეჟურნალისტებმა არ იციან ვინ არის რეალური მფლობელი კომპანიისა, სადაც ისინი მუშაობენ ... ” - ასე აღწერს ” ფრიდომ ჰაუსი” თავის ანგარიშში პრესის მდგომარეობას საქართველოში, ქვეყანაში, სადაც, ” ფრიდომ ჰაუსისვე” გამოკვლევის მიხედვით, პრესა ნაწილობრივ თავისუფალია. ტელეკომპანიების მფლობელებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაუმჭვირვალობაზე შენიშვნას ეთანხმება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მისი აზრით, ტელევიზიების სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემას საქართველოში ის გარემოება ამძიმებს, რომ ტელეკომპანიების მფლობელები არ არიან დაინტერესებულნი, მათმა კომპანიებმა მაყურებლის ნდობა მოიპოვონ.. ზვიად ქორიძე თავის აზრს ასე ხსნის:
[ზვიად ქორიძის ხმა] ”ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც საქართველოში ტელევიზიებს ფლობენ, აქვთ სხვა ბიზნესიც და უფრო ამ სხვა და ძირითადი ბიზნესის განვითარებით არიან დაინტერესებულნი, რადგან ამ ძირითადი ბიზნესით ინახავენ ტელევიზიას. ძირითადი ბიზნესის განვითარებისთვის კი ხელისუფლების კეთილგანწყობა სჭირდებათ.” (სტილი დაცულია)
”სხვა, ძირითადი, ბიზნესის განვითარებისთვის, ტელეკომპანიების მფლობელებს ხელისუფლების კეთილგანწყობა სჭირდებათო”, - თქვა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ.
საქართველოს წამყვანი ტელეკომპანიების მუშაობასთან დაკავშირებით კრიტიკულია საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი:
[სოზარ სუბარის ხმა] ” სხვადასხვა ტელევიზიებში სიუჟეტების თანამიმდევრობაც, შეფასებებიც და აქცენტებიც არის ერთნაირი. ეს, რაც გარედან ჩანს. რაც არ ჩანს, ამის შესახებ ჟურნალისტები ჰყვებიან. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკოსები ჟურნალისტების საქმიანობაში ერევიან. ”
ასეთია სოზარ სუბარის აზრი.. მაგრამ დავუბრუნდეთ ”ფრიდომ ჰაუსის” გამოკვლევას, რომლის თანახმადაც, პრესის თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა რიგშია..ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობა არ არის საქართველოს ერთადერთი პრობლემა. ანგარიშში ნახსენებია მარეგულირებელი კომისია, რომელსაც აკრიტიკებენ ლიცენზირებასთან დაკავშირებული არცთუ გამჭვირვალე პროცედურების გამო. როგორც პოზიტივი, აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება, მაგრამ მითითებულია, რომ პრესასთან დაკავშირებით მიღებული კანონების განხორციელება სხვა კანონებით იზღუდება. მაგალითად, სასამართლო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით აიკრძალა გადაღებები სასამართლო პროცესებზე.. ანგარიშში ვრცლად არის ლაპარაკი იმაზე, თუ რა პრობლემები შექმნა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მუშაობაში ნოემბრის პოლიტიკურმა მღელვარებამ; 2007 წლის ბოლოსთვის რამდენად პოლიტიზებულნი გახდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, შემდეგ რა მოხდა ტელეკომპანია ”იმედში”. ”იმედში” რაც მოხდა, საზოგადოებისთვის ცნობილია. ამიტომ აქვე მოგაწვდით ინფორმაციას, რომ ” იმედი” საცდელ მაუწყებლობას 5 მაისს აღადგენს. ეს ინფორმაცია დაადასტურა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ”ტელეიმედის” კომერციულმა დირექტორმა ლევან ალფაიძემ:
[ლევან ალფაიძის ხმა] ”ახალი ამბების გარეშე და ტოქ-შოუების გარეშე გავალთ. ეს იქნება საცდელი მაუწყებლობა. დრო გვჭირდება, რომ ჟურნალისტებიც ავიყვანოთ; ამას გარდა, შევთანხმდეთ ახალ პროგრამებზე და ახალ ფორმატებზე. ”(სტილი დაცულია)
”იმედი” ახალი ამბებისა და პოლიტიკური ტოქ-შოუების გარეშე იმუშავებს საწყის ეტაპზე - მანამდე, სანამ ახალი ამბების და ტოქ-შოუების მომზადებისთვის ტექნიკური და კადრების პრობლემა მოიხსნებაო, - განმარტა ”ტელეიმედის” კომერციულმა დირექტორმა... ”იმედის” მფლობელი რომ ჯოზეფ ქეია საზოგადოებამ იცის. ცნობილია ისიც, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მას თაღლითობასა და მფლობელობის მითვისებაში სდებს ბრალს.
”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში იყო მიხეილ სააკაშვილი. ”ფრიდომ ჰაუსი” საქართველოს შესახებ ანგარიშში ხაზს უსვამს საინფორმაციო საშუალებების მძიმე მდგომარეობას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში; იმას, რომ ამ რეგიონებში მუშაობა სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ჟურნალისტებისთვის.