”აფხაზური პასპორტების აღიარებით მოსკოვმა პრაქტიკულად აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ” - ეს განცხადება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეგი შამბამ გააკეთა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურმა კი, ედუარდ კოკოითიმ, 21 აპრილს საკუთარი მთავრობის წევრებს მიულოცა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მთავრობას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამთავრობო რგოლებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება დაავალა. ვითარება აფხაზეთში უწინდებურად რთულია, აფხაზთა მხარე გალის რაიონის მიმართულებით ძალის დემონსტრირებას ახდენს, თბილისში კი დაბეჯითებით აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან ომს არ აპირებს.
საქართველო აფხაზეთში ომს არ აპირებს, თუმცა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ აფხაზეთის ტერიტორიის დაკავება მოკლევადიანი ოპერაციით - ასეთი განცხადება თბილისში სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გააკეთა. ის გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა და სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ჩასატანად საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო წინადადებები გადასცა.
[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”მცდელობები ომში ჩათრევის იქნება უშედეგო - ჩვენ არ ვაპირებთ ომს და მოვუწოდებთ აფხაზთა მხარეს პირდაპირი დიალოგი დაიწყოს..”
ეს განცხადებაც მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მოგვიანებით თბილისის სამშვიდობო წინადადებები სოხუმში სერგეი ბაღაფშს ჯგუფის კოორდინატორმა, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პატრიცია ფლორმა გადასცა... ” გარწმუნებთ , რომ საქართველოს მხარე ომისთვის არ ემზადება ”, - უთხრა მან სერგეი ბაღაფშს. მაგრამ აფხაზთა მხარე ასეთ განმარტებებზე საკუთარი არგუმენტებით რეაგირებს... დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ნაწილების ამსახველი ვიდეოკადრები, გაავრცელა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ერთგვარად საქართველოს კომპრომეტირებისთვის...მაგრამ, ვიდეომასალა საქართველოს მხარემაც გაავრცელა და ეს მასალა ადასტურებს, რომ მზვერავი თვითმფრინავი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ავიაგამანადგურებლით იქნა ჩამოგდებული... საქართველოს მხარემ 21 აპრილს დაადასტურა, რომ უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ეკუთვნოდა. ის, საქართველოს საჰაერო ძალების სარდლის დავით ნაირაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიის, კერძოდ, გალის რაიონის ტერიტორიის თავზე გეგმიურ შემოვლას ახორციელებდა. დავით ნაირაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას განმარტა, როგორ იქნა ჩამოგდებული საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მზვერავი თვითმფრინავი... ფაქტი 20 აპრილს დილით მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი მზვერავი თვითმფრინავი ჩამოგდების მომენტში გალის რაიონის თავზე, პირობითი საზღვრიდან 8 კილომეტრის სიღრმეში, იმყოფებოდა:
[დავით ნაირაშვილის ხმა] ”ვიდეოზე ნათლად ჩანს.. ეს იყო ”მიგ 29”, რომელიც აფრინდა გუდაუთიდან, მიუახლოვდა ჩვენს აპარატს, გამოუშვა ”ჰაერი- ჰაერი რაკეტა”, ჩამოაგდო და მერე გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. ” (სტილი დაცულია)
საქართველოს ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ აფხაზებს არ გააჩნიათ საფრენი აპარატის ჩამომგდები საშუალება, ასეთი საშუალების ქონა ეკრძალებათ რუსეთის სამშვიდობო ძალებს... საქართველოს კუთვნილი მზვერავი თვითმფრინავი რუსული ავიაგამანადგურებლით რომ არის ჩამოგდებული, ეს თვითმფრინავის ბორტზე დამაგრებულმა კამერამ აფეთქებამდე დააფიქსირა... საქართველოს მხარემ რადარების საშუალებით დაადგინა, რომ გამანადგურებელი გუდაუთის ბაზიდან აფრინდა ... ამასთან დაკავშირებით 21 აპრილს სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ გვაქვს ზედმიწევნით ზუსტი გამოსახულება იმისა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, ესე იგი აგრესიული ქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ხალხის წინააღმდეგ. ეს არის არამეგობრული აქტი, ეს არის მიუღებელი აქტი საერთაშორისო სამართლისთვის.”(სტილი დაცულია)
რუსეთის მხარე საქართველოს ბრალდებას უარყოფს... საქართველოს მხარე კი მას, კერძოდ, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს გააუქმოს ბრძანება, რომლითაც რუსეთის მთავრობას აფხაზეთის დე ფაქტო სახელისუფლებო ორგანოებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება დაავალა... ცალკე თემაა მოწოდება, რომლის ადრესატიც დე ფაქტო ხელისუფლებაა. დაძაბულ ვითარებაში თბილისი სოხუმს მოუწოდებს დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, იმ სამშვიდობო ინიციატივებზე ლაპარაკი, რომლებიც სოხუმში მეგობარი ქვეყნების ჯგუფის კოორდინატორმა ჩაიტანა...
მიზანი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის თქმით, არის საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით აფხაზთა მხარის დათანხმება პირდაპირ დიალოგზე. ეს - ერთი და მეორე:
[გივი თარგამაძის ხმა] ”რუსეთი მსოფლიოს უმტკიცებს, რომ არის აგრესიული მხარე. ამით ჩვენ უნდა შევძლოთ საკითხის რეალური განხილვა ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.. ”(სტილი დაცულია)
ასეთია საქართველოს მხარის მიზანი. ჩანაცვლებაში იგულისხმება სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სერგეი ბაღაფშმაც. მან თქვა, რომ, თუ აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალები გავლენ, საზღვარზე აფხაზები განლაგდებიან. ეს კი, პრაქტიკულად, იქნება კონფლიქტი.