ზუსტდება ამომრჩეველთა რაოდენობა; ზუსტდება ამომრჩეველთა სია; ამას გარდა, წინ არის საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები... ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოკვეთილი ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად, თუმცა ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებზე უკეთესი იქნება... ოპოზიციაში ეჭვით უყურებენ ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდას, რის მიზეზადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი რამდენიმე გარემოებას მიიჩნევს ...
ცენტრალური სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდას და ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას სავარაუდო რიცხვს, 50 000 -ს, ასახელებს... ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდას ლევან თარხნიშვილი შემდეგნაირად ხსნის:
[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”4 იანვრის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, დაგვემატა ამომრჩეველი. ვიღაცეები გახდნენ 18 წლის, მათი გათვალისწინება მიმდინარეობს. ამას გარდა, ვიღაცეებს არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამათი გათვალისწინებაც მიმდინარეობს.. ” (სტილი დაცულია)
ლევან თარხნიშვილის განმარტებას იმეორებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.. გიგი წერეთლის თქმით:
[გიგი წერეთლის ხმა] ”დგინდება ამომრჩეველთა სია. გაცილებით მეტმა აიღო საბუთი. გარდა ამისა, უკეთესად აღიწერა მოსახლეობა. არავინ არ უნდა დარჩეს ისეთი, რომელიც არ იქნება სიაში.”(სტილი დაცულია)
ოპოზიციაში ამ არგუმენტის არ სჯერათ... იქ ფიქრობენ, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ზრდას ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებისთვის გამოიყენებს:
[გიორგი გუგავას ხმა] ”თარხნიშვილის შედგენილი სია უფრო მარადიული ხსოვნის დოკუმენტს წააგავს, ვიდრე ამომრჩეველთა რეალურ რაოდენობას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი არჩევნებს სასაფლაოებზე ატარებენ. ”
ეს ლეიბორისტი გიორგი გუგავა იყო.. მან სია ახსენა. ამომრჩეველთა სიაზე მუშაობა კი ჯერ არ დასრულებულა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თქმით, სიაში საკუთარი თავის გადამოწმების საშუალება ამომრჩეველს 9 აპრილიდან ექნება... ანუ იმ დროიდან, როცა განახლებული სია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე დაიდება. თარხნიშვილი ფიქრობს, რომ სიები ნორმალური იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს საჭირო გახდა დამატებითი სიების გამოყენება. მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ეს აღარ მოხდება.... მუშაობა მიმდინარეობს დამატებითი სიების აკუმულირებაზე ძირითად სიაში; ამას გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხაზს უსვამს მუშაობას დევნილთა დროებითი მისამართების დადგენაზე, რადგან, მისივე თქმით, წინა არჩევნებზე სწორედ დევნილები წარმოადგენდნენ საარჩევნო სიის სუსტ ნაწილს...
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სუსტი მხარეები დაწვრილებით აისახა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში.. ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ მისიის შენიშვნებს.. ”შენიშვნების ნაწილი უკვე გათვალისწინებულია საკანონმდებლო დონეზე”, - აღნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს გულისხმობს - მათ შორის, საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევას, საარჩევნო კომისიის საოლქო დონეებზე პარტიული წარმომადგენლობის ზრდას, ასევე, უფლებების თვალსაზრისით, ადგილობრივი დამკვირვებლების საერთაშორისო დამკვირვებლებთან გათანაბრებას, პარტიული დაფინანსების მონიტორინგის ფუნქციის განსაზღვრას და ა. შ.
ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით იყო ის, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა საარჩევნო კომისიებში პარტიების პარიტეტულ წარმომადგენლობაზე და ძველებურად 7-6 -ზე მოდელით გადაწყვიტა საარჩევნო ადმინისტრაციების მოწყობა, რომ კანონმდებლობაში არაფერი ითქვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეთანხმებით არჩევის შესახებ....
საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვეც არ რჩება... დრო დიდი არ არის, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თქმით, მოხერხდება კომისიის წევრების გადამზადება იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებზეც არ დადგეს საუბნო კომისიების დონეზე არაპროფესიონალიზმის პრობლემა...