მაღალია. კერძო კაპიტალის შემოდინებამ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რამდენიმე გარიგება შედგა საბანკო სექტორში. მაგალითად, “საქართველოს ბანკმა” “მერილ ლინჩის” მეშვეობით 65 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი გახსნა.
იანვარ-მარტში იქნა გაცემული რამდენიმე საბანკო ლიცენზია, მათ შორის, ყაზახური “ხალიკ ბანკისა” და არაბული “დაბი ჯგუფისთვის”, რომელმაც შემდგომში “სტანდარტ ბანკი” შეიძინა.
სავარაუდოდ, არაბი ინვესტორების ხელში გადავა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც. ფოთის პორტის სავარაუდო მმართველი კომპანია უკვე გამოვლენილია. უკვე არსებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის 51% და ნავსადგურის ყოფილ ექსტენსიური განვითარების ზონაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვით, “რაკ საინვესტიციო სააგენტოს” გადაეცემა.
აღნიშნული საკითხი ჯერჯერობით ისევ მოლაპარაკების საგნად რჩება და კონკრეტული დეტალებიც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი - მათ შორის, თანხის ოდენობა, რასაც კომპანია გადაიხდის. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ფოთის პორტის საწყის ფასს _ 70 მილიონ დოლარს - ბევრად აღემატება. სახელმწიფო ამ ეტაპზე პორტის 49%-ს და ე.წ “ოქროს აქციას” ფლობს, კუთვნილი აქციებიდან კი სამომავლოდ გარკვეული ნაწილის ადგილობრივ საფონდო ბაზარზე გატანასაც გეგმავს.
“რაკ საინვესტიციო სააგენტო” ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ პორტს ააშენებს, რაშიც დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალ პორტში თავდაპირველად აქცენტი საკონტეინერო ტერმინალზე გაკეთდება. ახალი პორტი დაახლოებით 100 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება. პარალელურად განვითარდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც.
უკვე არსებული პორტი მთელი დატვირთვით მუშაობს. გასულ წელს მან 7,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა. არსებული სიმძლავრეებით მას მხოლოდ მაქსიმუმ 8-8,2 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავება შეუძლია. ტვირთბრუნვის ზრდამ კი, შესაბამისად, ახალი პორტის მშენებლობის აუცილებლობა გამოიწვია.
მთავრობის გათვლით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, არსებული პორტის განვითარებისა და ახალი პორტის მშენებლობის შედეგად, შემდეგი 5 წლის განმავლობაში 16 ათასიდან 22 ათასამდე ადამიანი დასაქმდება, რაც საქართველოში უმუშევრობის დონეს, დაახლოებით, 8-9%-ით შეამცირებს.
კიდევ ერთ არაბ ინვესტორს “დაბი ჯგუფსა” და “კაპიტალ ვოსტოკს” შორის “კემპინსკის” სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულდა. “დაბი ჯგუფის” ცნობით, “ვარიდ ტელეკომის”, “კორბანკის” ლიცენზიის მოპოვებისა და მის მიერ “სტანდარტ ბანკის” შეძენის შემდეგ, “კემპინსკის” სასტუმრო იქნება ჯგუფის მესამე მსხვილი ინვესტიცია საქართველოში.
საბანკო სექტორსა და სატელეკომუნიკაციო სფეროებში აქტივობის გარდა, “დაბი ჯგუფი” ცნობილია უძრავი ქონების სფეროსა და, კერძოდ, სასტუმროების ბიზნესში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით. ჯგუფს აქვს ცნობილი ბრენდის მქონე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების მართვის გამოცდილება ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ქვეყნებში.
“კაპიტალ ვოსტოკმა” პროექტის საწყისი ვერსია შეიმუშავა. გეგმის ძირითადი ხაზი უცვლელი დარჩება, თუმცა მშენებლობის ეტაპები ხელახლა გაიწერება. პროექტის ღირებულება, “დაბი ჯგუფის” ცნობით, 110 მილიონ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა კი უკვე რუსეთიდანაც შეუფერხებლად შეიძლება. `აეროფლოტმა” საქართველოში ფრენები 27 მარტიდან განაახლა, `სიბირი~ კი 30 მარტიდან შეუდგება.
თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი 25 მარტს კომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” შეასრულა.
“სიბირი” რეისების შესრულებას, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმში გეგმავს. “ჯორჯიან ეარვეისიც” უახლოეს დღეებში რუსეთის მიმართულებით რეისებს ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტიდანაც შეასრულებს. “აირზენა~ ფრენებს სანკტ-პეტერბურგისა და სოჭის მიმართულებითაც განახორციელებს.
საავიაციოს შემდეგ, მიმდინარე კვირას რუსეთ-საქართველოს შორის საზღვაო მიმოსვლაც აღდგა. რუსული თბომავალი “მიხაილ სვეტლოვი” სოჭიდან ბათუმში უკვე შევიდა. უახლოეს მომავალში რეისს ქართული დროშით მცურავი “კომეტაც” შეასრულებს. საზღვაო მიმოსვლა პარიტეტის პრინციპით აღდგება და კვირაში 2-2 რეისი შესრულდება. ზაფხულის სეზონზე კი იგეგმება სიხშირის გაზრდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის საფოსტო კავშირიც, შესაძლოა, უახლოეს ხანებში აღდგეს. ქართული მხარე მზადაა, რუსული მხარის დასტურის შემთხვევაში, საფოსტო კავშირი რუსეთთან მეორე დღესვე განაახლოს. რუსული მხარე აცხადებს, რომ მზადდება ოფიციალური წერილი, რომელსაც საქართველოში უახლოეს დღეებში გამოგზავნიან. რუსული მედია, “რუსეთის ფოსტის” ხელმძღვანელ ანდრეი კაზმინის ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ საფოსტო კავშირი საქართველოსთან, სავარაუდოდ, 3-4 კვირაში აღდგება.
საერთაშორისო კომუნიკაციის პარალელურად, სიახლეა შიდა საკომუნიკაციო ბაზარზეც. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის წუთობრივი ტარიფი მცირდება. მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის წუთობრივმა ტარიფმა 18,5-თეთრიდან 15 თეთრამდე იკლო. შემცირება ეტაპობრივად გაწერილი გრაფიკის მიხედვით მოხდება. გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებით, 8-დან 4 თეთრამდე შემცირდება ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების ურთიერთჩართვის ტარიფიც, რაც ერთი კომპანიის აბონენტს მეორე კომპანიის ქსელში დარეკვის საფასურს შეუმცირებს.
კიდევ უფრო იძაბება სიტუაცია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. დავის საგანი ამჯერადაც ტელეკომპანია `იმედია~. მისი მმართველი "ნიუსკორპი" არ ცნობს "ტელეიმედზე" ჯოზეფ ქეის მფლობელობას, ჯოზეფ ქეისა, რომელიც თავს პატარკაციშვილის ქონების განმკარგავად მიიჩნევს. "ნიუსკორპი" "იმედისთვის" ბრძოლას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან ერთად ან დამოუკიდებლად გააგრძელებს. ამის შესახებ "იმედის" მმართველობიდან "ნიუსკორპის" დათხოვნის შესახებ "ნიუსკორპის" ხელმძღვანელობის მიერ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული განცხადება "ნიუსკორპის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ლონდონში გაავრცელა.
"ჯოზეფ ქეიმ ვერანაირი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა იმის დასადასტურებლად, რომ ის მედიაჰოლდინგ "იმედის" ლეგიტიმური მფლობელია", - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია "იმედის" ჯოზეფ ქეის მფლობელობასთან დაკავშირებით, "ნიუსკორპს" მედიაჰოლდინგ "იმედის" დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის, ოჯახმა მიმართა, რომელსაც ჯოზეფ ქეის მიერ "იმედის" აქციათა 70 პროცენტის შეძენის ლეგიტიმურობაში ეჭვი ეპარება.
განცხადების თანახმად, ჯოზეფ ქეის გადაწყვეტილებას "იმედის" მმართველობაში "ნიუსკორპის" უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ "იურიდიული ძალა არ გააჩნია", რის გამოც "იმედისა" და "ნიუსკორპის" იურიდიული სამსახურები "იმედის" მფლობელობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. განცხადების მიხედვით, "ნიუსკორპის" ხელმძღვანელობას ბადრი პატარკაციშვილთან ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება "იმედის" 100 პროცენტიანი წილის "ნიუსკორპისათვის" მფლობელობაში გადაცემის შესახებ. ამ შეთანხმებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაადასტურა თანხმობა "იმედის" 100 პროცენტიანი წილის "ნიუსკორპისათვის" გადაცემის შესახებ. "ნიუსკორპი" ფლობს ინფორმაციას, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ ქეის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების თაობაზე.
"ვიტოვებთ უფლებას შევუერთდეთ "ტელეიმედისათვის" პატარკაციშვილის ოჯახის კანონიერ ბრძოლას, ან ჩვენ თავად წამოვიწყოთ სასამართლო პროცესი ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ", _ ნათქვამია "ნიუსკორპის" განცხადებაში.
სანამ იმედის გარშემო დავა გრძელდება, სხვა ტელეეთერებში ბიზნესმენებმა სულ სხვა ამპლუაში დაიწყეს გამოჩენა. როგორც გაირკვა, მმართველი `ნაციონალური მოძრაობა~ ამომრჩევლების გულის მოგებას ბიზნესმენების საარჩევნო სიაში ჩასმით გეგმავს. ამ მიზნით მან მთაწმინდაზე `თელიანი ველის~ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გეგენავა, ისანში `სახალხო ბანკის~ მმართველი გიორგი გოგუაძე, სამგორში `ცენტრ პოინტის~ დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი, ნაძალადევში `ცეკავშირის~ ერთ-ერთი მეპატრონე მერაბ სამადაშვილი, ონში კი `ლუკოილის~ ტოპ-მენეჯერი გოჩა ენუქიძე მიავლინა და სხვათა ძიებას კვლავაც განაგრძობს. შესაბამისად, მაისის არჩევნებზე ქართული ბიზნესისა და პოლიტიკის სრული შერწყმა ახალ მასშტაბებს მიაღწევს.