რომელიც ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენას ეძღვნებოდა, თუმცა მასში საქართველო მხოლოდ მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში იყო ნახსენები.
სიყვარულისა და უსიყვარულობის თემამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში მრავალჯერ გაიჟღერა ბოლო დღეების რუსულ პრესაში. ,,დაყოვნება ნატოს ტოლფასია” - ამგვარი იყო გაზეთ “ვრემია ნოვოსტეიში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის სათაური. ეს სიტყვები სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერს ივან მელნიკოვს ეკუთვნის. ,,რასაკვირველია, ყველა ნაბიჯი უნდა აიწონოს, - უთხრა მან გაზეთის კორესპონდენტს, – მაგრამ ამ მომენტისათვის, ამერიკული მადის წყალობით, სიტუაცია იმდენად მომწიფდა, რომ დუმაში შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ აღარ ვიცერემონიოთ და ნათლად და გარკვევით გამოვთქვათ ჩვენი პოზიციები.” –,,დგება მომენტი, - დასძინა ივან მელნიკოვმა, - როცა, თუ ცნობილი გამოთქმის პერიფრაზს გამოვიყენებთ, ,,დაყოვნება ნატოს ტოლფასია”.
ამის მიუხედავად, “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ დუმამ მაინც გაუცრუა იმედი არაღიარებულებს: ,,სახელმწიფო სათათბიროს განცხადებამ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და პრედნესტროვიეს მიმართ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის შესახებ გამოიწვია იმედგაცრუება როგორც ამ რესპუბლიკების, ასევე ბევრი დეპუტატისა, რომლებიც დუმის კულუარებში პირდაპირ ლაპარაკობდნენ კოლეგების სიმხდალეზე, რის გამოც ვერ მოხერხდა ტექსტში უფრო ნათელი ფორმულირებები შესულიყო. ამავე დროს, ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე რადიკალური განცხადებაა, რომელიც რუსეთის პარლამენტს ოდესმე მიუღია ამ საკითხთან დაკავშირებით.“
,,დუმაში მიაჩნიათ, რომ ნატოსკენ სწრაფვა საქართველოს სუვერენული უფლებაა, – წერს გაზეთი “კომერსანტი”, - თუმცა დეპუტატები, ამავე დროს, ფიქრობენ, რომ არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობის დაცვა მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაძლიერებით არის შესაძლებელი და ასევე ,,სხვა ზომებით, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პროექტში არ არის აღწერილი რა იგულისხმება სიტყვებში ,,სხვა ზომები”, თუმცა ნათელია, რომ საუბარი ეხება არაღიარებულ რესპუბლიკებში დამატებითი საჯარისო ფორმირებების შეყვანას.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც ასევე ბევრს წერდა ამ დღეებში რუსული პრესა, “დეილი ტელეგრაფის” რუსული გამოცემის, “გაზეტას”, მიხედვით, ასე ჟღერდა: ,,გახსნილი ცის დღესასწაული”.
პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ,,მარტის ბოლოდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება. მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობას საერთოდ ახასიათებს დღესასწაულები. ხან უცბად, ბედნიერებასავით, დაატყდება მოსკოვს ქართველების შემოწმების ტალღა და ჰაერი კვლავ იწმინდება, როგორც წვიმის შემდეგ. ხან უცბად განახლდება ვიზების გაცემა. შესაძლოა, ყველასთვის არა, მაგრამ მაინც სასიხარულოა, რომ ახლა თვითმფრინავები იფრენენ. და თითქოს აღარც კი გახსოვს, რის გამო დაიწყო ყველაფერი წელიწად-ნახევრის წინათ.” - ასე იწყება სტატია ,,გაზეტაში” და შემდეგ მსჯელობა კვლავ არაღიარებული რესპუბლიკების პრობლემაზე გადადის.
,,ვინ გაიხსენებს დღეს რისთვის დაიწყო აფხაზეთი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი ჰქონდა არ ჰყვარებოდა თბილისი?” - წერს გაზეთი და განაგრძობს: ,,ავიაბლოკადის გაუქმება კვირა კვირაში დაემთხვა მოძმე აფხაზეთისათვის მიცემული დაპირებების ფაქტობრივ ჩაშლას. ასევე სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთისთვის... ანონსირებული აღიარება არ იქნება.“
და კიდევ ერთი ციტატა: ,,კონსპიროლოგები ამის უკან ხედავენ საფუძვლიან პოლიტიკურ ბაზას, ანუ კულისებში მოლაპარაკებებს: ჩვენ არ ვაღიარებთ არაღიარებულებს, ნატო კი, სამაგიეროდ, არ ეპატიჟება ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას“, - წერს გაზეთი და შემდეგ შეკითხვების რიგს აგრძელებს. მთავარი კითხვა კი ამგვარია: რას ელოდა და რა მოიგო რუსეთმა ყოველივე ამით? ამაზე “გაზეტა” ასეთ პასუხს გვთავაზობს: ,,ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არაფერი. ჩვენ ვპოულობთ გაცვეთილ საფულეს, მოჩხრიალე ხურდა ფულით, რაც კარგია, თუკი ამ ფაქტს იმისაგან დამოუკიდებლად განვიხილავთ, რომ ოდესღაც სწორედ ეს საფულე - სავსე, პრიალა და ახალი – დავკარგეთ.”