52 მილიონი ლარი 1 აპრილიდან ასაკის პენსიის მინიმალური ოდენობის 70 ლარამდე გაზრდას მოხმარდება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ასიგნება 24 მილიონი ლარით გაიზრდება და დევნილებისა და ლტოლვილებისთვის შემწეობები გაორმაგდება. ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნება კი 56 მილიონი ლარით იზრდება, რაც ლამის მისი დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის ტოლფასია.
პარლამენტმა ე.წ. ,,რევოლუციური პაკეტიც" დაამტკიცა. ,,საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ’’ კანონპროექტზე პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანი დებატები მიმდინარეობდა და მთავრობას პარლამენტმა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემატური საკითხი ეროვნული ბანკი იყო - დეპუტატები კანონპროექტში ბანკის გაუქმების საფრთხესაც ხედავდნენ. ასევე, პროექტით მთელ რიგ საკითხებში იზღუდებოდა პარლამენტის უფლებამოსილებები, რასაც ასევე საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა. პროექტის განხილვაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს კონტროლის პალატაც, რომელსაც ასევე საკმაოდ მწვავე და არსებითი შენიშვნები ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, პროექტში პარლამენტის თითქმის ყველა შენიშვნაა გათვალისწინებული. მათ შორის, შეთანხმება მოხდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხშიც და გადაწყდა, რომ 6 კვარტალში ინფლაციის 12%-ის გადაჭარბების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას, გარკვეულწილად, მთავრობაც გაიზიარებს.
დეპუტატები კანონპროექტის განხილვისას პროცედურულ დარღვევებზეც საუბრობდნენ. კერძოდ, უკვე მეორე მოსმენით მიღებულ პროექტში არსებითი ცვლილებები შევიდა, მესამე მოსმენისას კი კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ცვლილების შეტანაა დასაშვები. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეა.
ბენდუქიძის სახელი მიმდინარე კვირას კიდევ ერთ სკანდალურ კონტექსტში გაისმა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის ლიცენზირების სფეროს ჩამოშორებას პარლამენტში ეწინააღმდეგებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ასევე ბენდუქიძეს ეკუთვნის. თუმცა ეს საკანონმდებლო ინიციატივა ჯერჯერობით ინიციატივად რეგისტრირებული არ არის.
იდეის მომხრეთა აზრით, როცა ლიცენზირების საკითხს მთლიანად ეკონომიკის სამინისტრო განაგებს, ურიგო არ იქნება, თუ ამ სფეროშიც ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს ექნება. ამ საკითხზე მსჯელობა არ გაუმართავთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დავალება რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის ვიცე-სპიკერისგან დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში კატეგორიულად ეწინაღმდეგება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. გავრცელებული ინფორმაციით, ბენდუქიძეს გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ლიცენზირებისა და ნებართვების სფეროს ჩამოცილება ჯერ კიდევ დავით ტყეშელაშვილის მინისტრობის დროს სურდა და, როგორც ამბობენ, ამ საკითხს შეეწირა ტყეშელაშვილის შემცვლელი დავით ჩანტლაძის პოსტიც.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ბენდუქიძეს იგივე სურვილი აქვს დაფიქსირებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალ მინისტრ ზაზა გამცემლიძესთან, თუმცა ზაზა გამცემლიძემ ბენდუქიძის მოსაზრების გაზიარებაზე კატეგორიული უარი თქვა და აღნიშნა, რომ თუ მასზე არ შეწყდებოდა ზეწოლა, ამის შესახებ საჯაროდ განაცხადებდა.
მიმდინარე კვირას ავიაკომპანია "აირზენამ"
"რუსაერონავიგაციის" დავალიანების ნაწილი _ ორი მილიონი დოლარი - დაფარა და განაცხადა, რომ ამის გამო ბილეთის ფასის გაზრდა არ იგეგმება.
ქართულ მხარეს "რუსაერონავიგაციის" მიმართ დავალიანებად ახლა 1,7 მილიონი დოლარი რჩება. ამ თანხას ვინ გადაიხდის, ჯერჯერობით უცნობია. რუსულმა მხარემ, აღნიშნული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო ფრენების აღდგენის პირობა დადო.
ქართულმა ავიაკომპანიებმა “რუსაერონავიგაციის” ვალი - 2 მილიონი დოლარი - ნაწილ-ნაწილ დაფარეს, რაც მთავარი მოთხოვნა იყო მოლაპარაკებების აღსადგენად. ეს ფაქტი მარტის ბოლოსთვის რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო ურთიერთობის აღდგენის იმედს გვაძლევს. თანაც, ამ მომენტისთვის არანაირი ეკონომიკური წინააღმდეგობა არ არსებობს”, _ განაცხადა `რუსაერონავიგაციის~ ხელმძღვანელმა ალექსანდრ ნერადკომ.
ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით კი საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო აცხადებს. 15 თებერვალს ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე შემოტანის აკრძალვიდან ორი წელი შესრულდა. `არ შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ღვინო რუსეთში ხვალვე დაბრუნდება. ეს იქნება ძალიან გრძელი გზა”, - განაცხადა ონიშჩენკომ. მისი თქმით, რუსეთმა ქართული მხარისგან პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანასთან დაკავშირებით გარკვეული წინადადებები მიიღო. თუმცა ონიშჩენკოს განცხადებით, საქართველოს არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
"სონი ცენტრი თბილისისა" და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავაში კორპორაცია "სონი", შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაზარალებულ მხარედ ჩაერთოს. იაპონიაში "სონის" დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს "სონი ცენტრი თბილისის" ირგვლივ საქართველოში შექმნილი ვითარება.
"დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ნაჩვენები იყო BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კორპორაცია "სონის" ევროპის ოფისის დაკვეთით მომზადდა. ამ ფილმში ასახულია 2006 წლის 3 ნოემბრის მოვლენები, "სონი ცენტრი თბილისში" ფინანსური პოლიციის შესვლა და შესვლის მიზეზები. ასევე ასახულია 2006 წლის 2-23 ნოემბერს რუსთაველის გამზირის #30-ში მდებარე კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტი. ფილმში იურიდიულ შეფასებებს აკეთებენ საქართველოში მყოფი საერთაშორისო ექსპერტები და აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები. უახლოეს ხანებში `სონი ცენტრი თბილისის~ აქციათა 100%-იც უშუალოდ კორპორაცია `სონის~ საკუთრება გახდება და ის სრულფასოვნად დაიცავს თავის ინტერესებს.
ნავთობპროდუქტების სექტორში მოღვაწე კომპანიებიდან ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმია".
მან 2007 წელს ბიუჯეტში 88 მილიონზე მეტი ლარი შეიტანა, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" – 76 მილიონამდე, ხოლო "ლუკოილ ჯორჯიამ" – 54 მილიონი.
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ანგარიშზეა საქართველოში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაც – 25 მილიონი დოლარი. აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანიის ქართულ ბიზნესში კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ ყულევის ნავთობტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებით ნებართვა გასცა. მოსაგვარებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე საკითხი, მათ შორის - პორტების საზღვრის დაზუსტება. ყულევის ტერმინალზე წელსვე დაგეგმილია მშრალი ტვირთებისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა.
სულ 2007 წელს საქართველოში 1 მილიარდ 681 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 41,3%-ით აღემატება. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებიდან ყველაზე მსხვილი წილი საწარმოებზე მოდის (1 მილიარდ 180 მილიონი, ანუ მთლიანი ინვესტიციების 70,2%), რაც 2006 წლის მაჩვენებელზე 59,4%-ით მეტია. პრივატიზებაში განხორციელებული ინვესტიციები გაიზარდა 36,5%-ით და 363,8 მილიონი დოლარი შეადგინა (21,6%). საბანკო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა კი 137,8 მილიონი დოლარი იყო (8,2%), რაც 2006 წლის მაჩვენებელზე 24,8%-ით ნაკლებია.
მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (The Travel & Tourism Competiveness Index) კი საქართველომ, 3,83 ქულით, 130 ქვეყანას შორის 72-ე ადგილი დაიკავა. საერთაშორისო რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (World Economic Forum) გამოაქვეყნა.
კონკურენტუნარიანობის ინდექსი მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს რეგულირების, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს ბიზნესგარემოსა და ინფრასტრუქტურის, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური, კულტურული და ბუნებრივი რესურსების ქვეინდექსების საფუძველზე ითვლება.
წლეულს საქართველოში ტურისტების რეკორდულ ნაკადს ელიან, რასაც პირველადი მონაცემებიც უმაგრებს ზურგს: მარტო აჭარაში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტთა საერთო რაოდენობა 71,1%-ით გაიზარდა. აჭარაში ტურისთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში რეგიონს 7 825 სტუმარი სტუმრობდა, 2007 წლის იანვარ-თებერვალში - 4 572 კაცი, ხოლო 2006 წელს, იმავე თვეებში, - 2 144 ტურისტი. რაც შეეხება ტრადიციულ სეზონს, ზაფხულში აჭარაში 450 ათასამდე ადამიანის ჩასვლას ვარაუდობენ.