სათათბიროში შედგა მსჯელობა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის მოთხოვნის გარშემო - რუსეთმა აღიაროს ისინი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და შემუშავებული იქნეს გარკვეული რეკომენდაციები რუსეთის ხელისუფლების მიმართ.. გავრცელებული ცნობებით, სახელმწიფო სათათბიროში სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობის თემას ახლო მომავალში დაუბრუნდებიან. არსებობს მუქარა, რომ დუმა გადაწყვეტილებას 19 მარტს მიიღებს, თუმცა თბილისში არ ჰგონიათ, რომ ეს მუქარა შესრულდება. რა რეაგირება მოჰყვა საქართველოს მხრიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ბედზე მსჯელობას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში?
რუს დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ უნდა დაიწყოს მუშაობა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისადმი რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულების შესაცვლელად... მათი აზრით, ურთიერთობის ფორმატი უნდა შეიცვალოს ისე, რომ რუსეთმა აღიაროს და არც აღიაროს დე ფაქტო რეჟიმები... აღიაროს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის რესპუბლიკები, მაგრამ, იმავდროულად, უარიც თქვას მათი დამოუკიდებლობის ცნობაზე.. ”უნდა მოვიფიქროთ რაღაც ახალი ფორმა, გადადებული სტატუსისმაგვარი ან რაიმე სხვა’’, - აღნიშნეს 13 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში... ამავე დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კომიტეტმა სათათბიროს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობის გაღრმავების რეკომენდაციები შესთავაზა. რეკომენდაციებში ლაპარაკია აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში რუსეთის მისიების გახსნაზე, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და ასე შემდეგ, თანაც ისე, რომ რუსეთმა შეძლოს მეზობელი სახელმწიფოების სეპარატისტულ კერებში მოქმედი სამშვიდობო ოპერაციების შენარჩუნება... როგორც 14 მარტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას აღნიშნა, რეკომენდაციები ესადაგება რუსეთის გადაწყვეტილებას გამოვიდეს თანამეგობრობის 1996 წლის შეთანხმებიდან და უარი თქვას აფხაზეთთან ურთიერთობაში დაწესებულ შეზღუდვებზე... ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ შეიმუშავა განცხადება და მისი ტექსტი მიიღო საფუძვლად საპასუხო განცხადებისა ან დადგენილებისთვის...
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმ დოკუმენტს, რომელიც მიღებულ იქნა როგორც საფუძველი წინა კვირაში, დავუმატოთ გამაფრთხილებელი ფრაზა, მეტი ყურადღება არ მივაქციოთ და დავიტოვოთ უფლება სერიოზული დადგენილება მივიღოთ დუმის გადაწყვეტილების შემთხვევაში.” (სტილი დაცულია)
კოტე გაბაშვილის თქმით, რუსეთში ვერ რისკავენ სეპარატისტული რეჟიმების პირდაპირ აღიარებას, ირიბ გზებს ამუშავებენ და ცდილობენ საქართველო აიძულონ ჰქონდეს მწვავე რეაქცია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ საქართველო არ უნდა აჰყვეს რუსეთს და უნდა იმოქმედოს ზუსტად და მოზომილად, განსაკუთრებით ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ.
”სახელმწიფო სათათბირო მხარს დაუჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში. თუ ეს მოხდა ახლა, მაშინ ნატოს თვითმფრინავები იფრენენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით... ” - ეს რუსი დეპუტატის ვადიმ გუსტევის განცხადებაა... რუსეთში საქართველოსთვის მაპის, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მინიჭების ალბათობას გაწევრიანების ალბათობად განიხილავენ, თუმცა მაპი არ ნიშნავს გაწევრიანებას...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარასკევს, პლენარულ სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო სათათაბიროში 13 მარტს შემდგარი განხილვის შესახებ საუბრისას, აღნიშნა, რომ დიდი გაუგებრობაა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული ერთეულების სამომავლო ბედზე მსჯელობა ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მე ვიცი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების პოზიცია. სახელმწიფოები, რომლებიც არიან დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოები, ასეთ ნაბიჯებს არ დგამენ კონსულტაციების გარეშე. ამიტომ ის განხილვები, რაც დუმაში შედგა, იწვევს არა მარტო საქართველოს, არამედ მეგობარი სახელმწიფოების გაოცებას და აღშფოთებას.. ” (სტილი დაცულია)
სათათბიროში საკითხის განხილვამდე, რუსეთში კონსულტაციები შედგა საქართველოს ამბოხებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან... თუმცა ისინი ვერ დატოვა კმაყოფილი სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციებმა. უკმაყოფილება მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გამოხატა:
[სერგეი შამბას ხმა] ”ჩვენ ასეთი ფორმულირება არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, როცა რუსეთმა უნდა გადადგას გაცილებით თამამი ნაბიჯები.”
გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მსჯელობას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოთხოვნაზე აღიარებულ იქნენ უახლოეს დღეებში განაახლებს... სათათბიროსგან რადიკალურ გადაწყვეტილებას საქართველოში ნაკლებად ელიან, თუმცა ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველო ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად...