მაღალი რანგის სამხედრო პირის ამ მოულოდნელმა ნაბიჯმა მიმომხილველები ისევ აალაპარაკა უთანხმოებაზე, რომელიც - გავრცელებული ხმების თანახმად - ფალონსა და პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას შორის არსებობს, უწინარესად ირანის საკითხში. გასულ კვირაში ყოველკვირეულ "ესქუაირში" დაბეჭდილ წერილში საუბარი იყო ადმირალ ფალონისა და თეთრი სახლის პოზიციებს შორის არსებულ განსხვავებებზე ირანში შესაძლო ომთან დაკავშირებით. ფალონი, სტატიის თანახმად, ომის დაწყების წინააღმდეგია.
ადმირალი ფალონი პირდაპირი და პირში მთქმელი კაცის რეპუტაციით სარგებლობს. მაგრამ ვინც მას ახლოს იცნობს, ამბობს, რომ იგი დიპლომატიური ნიჭითაც არის დაჯილდოებული. როგორც ჩანს, სწორედ მისი ბუნების დიპლომატიურმა მხარემ იძალა გადადგომის შესახებ წერილის შედგენისას. ეს წერილი ფალონმა 11 მარტს გაუგზავნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს რობერტ გეიტსს, რომელმაც ადმირალი ამ ერთი წლის წინათ დანიშნა ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების ხელმძღვანელად.
[რობერტ გეიტსის ხმა] "თავისი გადაწყვეტილების ამბავი ადმირალმა ფალონმა ამ დილით მაცნობა. მან მითხრა, ციტატა: "შექმნილი უხერხული სიტუაცია, საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება ჩემს შეხედულებებსა და ადმინისტრაციის პოლიტიკას შორის არსებულ განსხვავებებზე, და ის, რომ ყველაფერ ამას ყურადღება ჩვენი მისიიდან სხვა რაღაცებზე გადააქვს, მაფიქრებინებს, რომ სწორად ვიქცევი." ციტატის დასასრული. მე სინანულით მივიღე ადმირალ ფალონის განცხადება გადადგომის შესახებ."
როცა ჟურნალისტები ჩაეკითხნენ, რობერტ გეიტსმა თქვა, რომ, მისი აზრით, ფალონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მიმომხილველთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ფალონის გადადგომა უკავშირდება ყოველკვირეულ "ესქუაირში" ამ რამდენიმე დღის წინათ დაბეჭდილ სტატიას. ამ წერილის ავტორის მტკიცებით, როცა კი თეთრ სახლში ირანთან შესაძლო კონფლიქტზე საუბარი იწყებოდა, ადმირალი ფალონი კონფლიქტის წინააღმდეგ ილაშქრებდა. ავტორი იხსენებს ფალონის შარშანდელ ინტერვიუს ტელეკომპანია "ალ ჯაზირასთან", სადაც ადმირალი პირდაპირ ამბობს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის "ომის დაფდაფების გამუდმებული ცემა" სასიკეთოს არაფერს მოიტანს და რომ ვაშინგტონმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს ვითარების შესაცვლელად.
ირანის საკითხში ვაშინგტონის პოლიტიკა კი ჯერ კიდევ 2006 წელს ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა:
[ჯორჯ ბუშის ხმა] " განიხილება ყველა შესაძლებლობა. ჩვენი სურვილია, ეს საკითხი დიპლომატიურად გადავჭრათ, და ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა ასეც მოხდეს. მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა, გავაერთიანოთ ძალისხმევა იმ ქვეყნებმა, რომლებსაც გვესმის, რა საფრთხეს მოასწავებს ბირთვული იარაღის მფლობელი ირანი."
მას შემდეგ თეთრი სახლის პოზიცია არ შეცვლილა. ანუ, ვაშინგტონი უპირატესობა კვლავინდებურად დიპლომატიურ გზას ანიჭებს, თუმცა - მისი წარუმატებლობის შემთხვევაში - არც სამხედრო ვარიანტს გამორიცხავს.
სამშაბათს რობერტ გეიტსმა "ყოვლად უსაფუძვლო" უწოდა მტკიცებას, თითქოს ადმირალ ფალონის გადადგომა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას მოასწავებდეს.