რომელიც თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციას მიეძღვნა. ავტორი საპროტესტო აქციებისა და შიმშილობის მიზეზებს ჩამოთვლის და დასძენს: ,,ხოლო მოსკოვის გადაწყვეტილებამ აფხაზეთს ეკონომიკური ბლოკადა მოუხსნას და სააკაშვილის შედარებით მშვიდმა რეაქციამ ამაზე, ოპოზიცია, უბრალოდ, წყობიდან გამოიყვანა. შედეგად, მოთხოვნების სია კიდევ უფრო გრძელი გახდა. ახლა გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის პოპულარობაც ბოლოდროინდელი განხეთქილების შემდეგაც კი წინ უსწრებს სააკაშვილის პარტიის პოპულარობას, ახლა საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს და, ასევე, საქართველოს დსთ-დან გამოსვლას, რუსი სამშვიდობოების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანას და აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას.”
“იზვესტიას” იმავე ნომრის კიდევ ერთ პუბლკაციაში კი ვკითხულობთ: ,,საქართველოს პარლამენტში მიიჩნიეს, რომ სანქციების გაუქმება მორიგი მცდელობაა ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ამასთან დაკავშირებით, ქართველმა პარლამენტარებმა სერთაშორისო თანამეგობრობისათვის საგანგებო მიმართვა მოამზადეს.”
,,პანდორას ყუთი იხსნება” - ეს კი “ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოქვეყნებული სტატიის სათაური გახლავთ. ,,მოვლენების ამგვარი განვითარების შესახებ ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში, მოსკოვში ვიზიტის დროს, უამბეს ,,ნეზავისიმაია გაზეტას” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა ედუარდ კოკოითიმ და სერგეი ბაღაფშმა”, _ წერს გაზეთი და განმარტავს: “მაშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღების შემდეგ, ჩვენს კორესპონდენტს ორივემ უთხრა, რომ მალე ცხინვალი და სოხუმი აღიარებისათვის მიმართავენ გაეროს, ევროკავშირს, რუსეთისა და დსთ-ს სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობას, რაც ახლა უკვე შემდგარი ფაქტია. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ორივე არაღიარებული რესპუბლიკის მიმართვებს სახელმწიფო დუმაში განიხილავენ, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ“, – ვკითხულობთ “ნეზავისიმაია გაზეტაში”.
გაზეთი წერს, რომ ცხინვალსა და სოხუმში ესმით, რომ კრემლი ერთბაშად, დუმის კვალდაკვალ, არ აღიარებს ამ ტერიტორიებს, თუმცა ორივე პრეზიდენტს აქვს რუსეთის მხარდაჭერის დიდი იმედი და, ასევე, იმედი სხვა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა. გაზეთის მიხედვით, ორივე პრეზიდენტს აქვს ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი, მაგრამ მათი გამჟღავნება ნაადრევად მიაჩნიათ.
რაც შეეხება მოსკოვის მხარდაჭერას, ამის თაობაზე “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს: ,,ორივე რესპუბლიკას უპირველესად იმის იმედი აქვს, რომ რუსეთი ბედის ანაბარა არ მიატოვებს რეგიონებს, სადაც რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ. ცნობილია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში რუსეთის პასპორტი აქვს. რუსეთი კონფლიქტის მოგვარების გარანტია და ერთადერთი მხარე, რომელიც აღებულ ვალდებულებებს ასრულებს - მათ შორის, ეკონომიკური დახმარების თვალსაზრისითაც - ყოფილ საბრძოლო მოქმედებების ზონაში, - აღნიშნა ედუარდ კოკოითიმ და დასძინა, – საქართველოსგან განსხვავებით.”
,,კომსომოლსკაია Pპრავდა” კი სარვამარტოდ საქართველოსა და აფხაზეთს სულ სხვა კონტექსტში მოიხსენიებდა. ,,8 მარტს როსტოველები საგაზაფხულო ყვავილების გარეშე დარჩნენ, წელს ნარცისებს და იებს, ჩვეული ტიტები და ვარდები შეცვლიან”, - წერს გაზეთი და ყვავილების გამყიდველთა განმარტება მოჰყავს: ,,ის, რომ წელს ბაზარზე ყველაზე პოპულარული ყვავილები ნარცისები და იები არ არის, ჩვენთვის მართლაც გასაკვირი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ ამის მიზეზი აფხაზეთსა და საქართველოში წლევანდელი ცივი ზამთარია: ყვავილები, უბრალოდ, გაიყინა.”
რუსულ პრესაში დღემდე გრძელდება პუბლიკაციები სოფიკო ჭიაურელის შესახებ. ,,იზვესტიას” ცნობილ რუბრიკაში - ,,რაზე ლაპარაკობდნენ ამ კვირაში”, რომელშიც მკითხველთა ფორუმებიდან ამონარიდები იბეჭდება, სოფიკო ჭიაურელს მთელი განყოფილება მიეძღვნა. აი, ერთი ციტატა: ,,აჰ, სოფია მიხაილოვნა, რომ იცოდეთ, როგორ მიყვარდით! თქვენ ჩემთვის ქართველი ხალხის სილამაზისა და ნიჭის განსახიერება იყავით, მისი იუმორისა და სიცოცხლის სიყვარულის.”