რუსეთის ფედერაცია დსთ-ს 1996 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით აფხაზეთისათვის დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის შეთანხმებიდან გამოდის. მოსკოვმა აფხაზეთისათვის შეზღუდვის მოხსნის შესახებ დსთ-ს სპეციალური ნოტით მიმართა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1996 წელს გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო იმის სურვილით, რომ აფხაზურ მხარეს უფრო მოქნილი პოზიცია დაეკავებინა აფხაზეთში დევნილთა დასაბრუნებლად, მაგრამ ახლა, როცა ვითარება კარდინალურად შეცვლილია და აფხაზეთის გალის რაიონში ქართველ დევნილთა უმეტესობა დაბრუნდა, "ეკონომიკურმა შეზღუდვებმა" აზრი დაკარგა.
რუსული მხარე მიიჩნევს, რომ გალის რაიონში დევნილთა შემდგომ დაბრუნებას ხელს უშლის ქართული მხარე, რომელსაც არ სურს გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ეგიდით გალის რაიონში დაბრუნებულ დევნილთა რეგისტრაცია. რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარებას, რუსეთის საგარეო უწყების აზრით, აფხაზური მხარე კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. "სოხუმი მზადაა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად. ამის ფონზე ქართული მხარე არღვევს მოლაპარაკებებს და არ გაჰყავს კოდორის ხეობიდან ადმინისტრაციული სტრუქტურები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ აფხაზეთისათვის ეკონომიკური შეზღუდვის მოხსნას მხარს უჭერენ გაეროს გენმდივნის მეგობარი ქვეყნები და გაეროს უშიშროების საბჭომ მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა.
რუსეთის საგარეო უწყებამ დსთ-ს ქვეყნებს ასევე თხოვნით მიმართა, გაითვალისწინონ აფხაზეთში შექმნილი გარემოებები და გადადგან ნაბიჯები 1996 წელს აფხაზეთისათვის დაწესებული შეზღუდვების რეჟიმიდან გამოსასვლელად.
აფხაზეთის თემა მიმდინარე კვირას რუსეთის დუმაშიც აქტუალური იყო. იქ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი დაკითხეს თემაზე, როდის აღდგება ენგურის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა. საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ სანამ არ არის განსაზღვრული სად იქნება საქართველოს საზღვარი, რეკონსტრუქციისთვის სახსრების გამოყოფის დაწყება ვერ მოხდება. ისე კი, თბილისი-სოჭის სარკინიგზო ხაზის აღდგენას დაახლოებით ორი წელიწადი და 200 მილიონი დოლარი დასჭირდება.
სანამ რუსეთი დსთ-ს შეთანხმებიდან გამოდის, საქართველოს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა სისტემიდან გამოშვებით ემუქრებიან. თუ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე “კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის” რატიფიცირება არ მოახდინა, შესაძლოა, ქვეყანას ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP+) სარგებლობის უფლება შეუჩერდეს.
"GSP+" 7200-მდე დასახელების პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო ტარიფით შეტანას გულისხმობს. სწორედ ეს შეღავათი მოიხსნება, თუ ამ კონვენციასთან მიერთებას პარლამენტი კიდევ დიდხანს გააჭიანურებს.
პარლამენტი კი ჯერჯერობით მთავრობას გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ეომება. სხვა საკითხებთან ერთად, პრობლემური გახდა ევროობლიგაციების ემისიის თემა, რომელზეც შეთანხმების მიღწევა ჭირს. ამ საკითხზე აზრის გამოთქმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც მოუხდა. მისია გაგებით ეკიდება მთავრობის დაინტერესებას, აიღოს საგარეო ფინანსური რესურსები კომერციული, საბაზრო პირობებით. მიუხედავად ამისა, 2008 წლის ბიუჯეტში დამატებითი დაფინანსების საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ნათლად განისაზღვროს, თუ რაში იქნება გამოყენებული აღნიშნული სახის დაფინანსება, რათა შემდგომში დეტალურად შეფასდეს მისი ხარჯები და მიღებული სარგებელი. ფონდის შეფასებით, საქართველოს მთავრობას ჯერ არა აქვს საბოლოო გადაწყვეტილება ევროობლიგაციების ემისიიდან მიღებული შემოსავლების ხარჯვასთან დაკავშირებით.
საქართველომ ბერტელსმანის ტრანსფორმაციის რეიტინგში (Bertelsmann Transformation Index, BTI) სტატუს ინდექსით (Status Index) 38-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მენეჯმენტ ინდექსით (Management Index) - 23-ე ადგილი. გასულ წელთან შედარებით, სტატუს ინდექსი 23, მენეჯმენტის ინდექსი კი 12 პოზიციით გაუმჯობესდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში, ადმინისტრაციული სტრუქტურების ეფექტიან გაზრდაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. “მთავრობამ ფართო დიაპაზონის კანონები მიიღო, რამაც საკუთრების უფლება გაამყარა და ლიცენზიების გაცემა და გადასახადების გადახდის პროცედურები გაამარტივა. ყოველივე ამან საქმიანი კლიმატის რადიკალურ გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანა. ამჟამად ნაწილობრივი წარმატება მიღწეულია ხელისუფლების დემოკრატიული დაყოფის ხარჯზე”, - აღნიშნულია ანგარიშში.
ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი აფასებს 125 განვითარებად ქვეყანას გარდამავალი ეკონომიკით. შეფასების კრიტერიუმებია დემოკრატიის განვითარების, საბაზრო ეკონომიკის და პოლიტიკური მართვის ხარისხი ბოლო ორი წლის განმავლობაში.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შედგენილ ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში კი საქართველო მსოფლიოს 130 ქვეყანას შორის 72-ე ადგილს იკავებს. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით თურქეთს (54-ე ადგილი) და რუსეთს (64-ე ადგილი) ჩამორჩება, ხოლო აზერბაიჯანსა (79-ე ადგილი) და სომხეთს (89-ე ადგილი) უსწრებს. გარდა ამისა, საქართველო ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში უკრაინაზე (77-ე ადგილი), მოლდოვასა (98-ე ადგილი) და ყირგიზეთზე (113-ე ადგილი) წინაა.
ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის რეიტინგის 3 ძირითადი ასპექტია: ტურიზმის სფეროს რეგულირება; ბიზნესგარემო და ინფრასტრუქტურა; ადამიანური, კულტურული და ბუნებრივი რესურსები. წლეულს ამ რესურსების უფრო არსებითად გამოყენებაა ნავარაუდევი. კერძოდ, აჭარაში დაახლოებით 430 ათას ტურისტს ელოდებიან. სეზონისთვის მზადება, ძირითადად, 10 მაისიდან იწყება, მაგრამ მიმდინარე წელს ტურისტული სეზონისთვის მზადება ბათუმში, დაგეგმილი საერთაშორისო გამოფენის გამო, ადრე, 3-5 აპრილს, დაიწყება.
Expo Batumi 2007 გამოფენის ფარგლებში, ჩამოსული სტუმრებისთვის, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასს მიაღწევს, სხვადასხვა ღონისძიებების, ექსკურსიების და ტურების გამართვაა დაგეგმილი.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების სატელევიზიო არხებით აჭარის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებით სარეკლამო რგოლები იტრიალებს. აჭარაში უკვე მოქმედებს ტურიზმის შვიდი საინფორმაციო ცენტრი. წელს დაგეგმილია დამატებით საინფორმაციო ცენტრების გახსნა ქედაში, ხულოში, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე. საინფორმაციო ცენტრები ასევე ფუნქციონირებენ ერევანსა და ბაქოში.
მიმდინარე კვირიდან ზესტაფონის "ფეროშენადნობთა ქარხანა" გაჩერდა. ამ დროისთვის გამორთულია ოთხივე საამქრო და ღუმელები, ქარხნის 2000-მდე მუშა-მოსამსახურე კი საპროტესტო აქციას მართავს. Mმიზეზი ის გახდა, რომ
`ფეროს~ ხელმძღვანელობამ ხელფასები მოთხოვნილი ოდენობით არ გაზარდა. შესაბამისად, საწარმო, რომელიც საქართველოს ექსპორტის 10%-ს გენერირებს, დღეს უმოქმედოდ დგას.
უმოქმედოდ დარჩენას გადაურჩა `სტანდარტ ბანკი~, რომელიც 46 მილიონ დოლარად არაბულმა საინვესტიციო ჰოლდინგმა “დაბი ჯგუფმა” შეიძინა და `სტანდარტს~ საქართველოში უკვე დაფუძნებულ `კორბანკს~ შეურწყამს. თუმცა ამ მოვლენისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია “სტანდარტ ბანკის” მფლობელი “სელფორდ ჯგუფის” გენერალური დირექტორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოულოდნელმა გამგზავრებამ გადადო.
გადაიდო ასევე “დაბი ჯგუფისა” და სამშენებლო კომპანია “კაპიტალ ვოსტოკის” ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც კომპანიებს შორის დადებული გარიგების დეტალებზე უნდა ესაუბრათ. კერძოდ, “დაბი ჯგუფი” რუსთაველის გამზირზე #29-ში, ყოფილ `იმელის~ შენობაში, მშენებარე სასტუმრო კომპლექს “კემპინსკის” აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
ყოფილი “იმელის” შენობა გასულ წელს “კაპიტალ ვოსტოკმა” სახელმწიფოსგან 15 მილიონ დოლარად შეიძინა, სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია “ევორდთან” ერთად ახორციელებდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, “დაბი ჯგუფი” მთლიანი ინვესტიციის 80%-ს დააფინანსებს, ოპერატორი კომპანიის შერჩევაზე კი ხელახლა გამოცხადდება ტენდერი.
“დაბი ჯგუფი” ქართულ ბაზარზე 2007 წლის სექტემბერში შემოვიდა, დღეისთვის კი უკვე აერთიანებს სატელეკომუნიკაციო კომპანია “ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” და კომერციულ ბანკ “კორბანკ საქართველოს”. ორივე ამ სფეროში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 250 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში არაბეთის გაერთიანებული საემიროები საქართველოს ინვესტორი ქვეყნების ლიდერთა რიცხვში აღმოჩნდება.