26 თებერვალს დაკავებული ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიასა და მასთან ერთად დაკავებული 2 პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ... აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ პრობლემის გადაწყვეტა სწორედ ულტიმატუმმა და მუქარის ტონმა გაართულა. ტელეკომპანია ”მზის” კორესპონდენტი მალხაზ ბასილაია, ტელეოპერატორი დავით წოწორია და მისი დედა მაია დანელია აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა 26 თებერვალს გალის რაიონში დააკავა. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ ბრალი. ტელეკომპანია ”მზის” რეგიონალური კორესპონდენტი ოპერატორთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესის გადაღებას ცდილობდა...
ენგურის ხიდთან გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილები 26 თებერვალს გალის რაიონში დაკავებული ქართველების ოჯახის წევრები და მეგობრები... 29 თებერვალს დღისით ენგურის ხიდთანვე საპროტესტო აქციებს მართავდნენ ჟურნალისტები, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით... ტელეკომპანია ” მზის ” გადამღები ჯგუფი, რომელსაც თან ახლდა ოპერატორ დავით წოწორიას დედა, როგორც უკვე ითქვა, გალის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ამ ფაქტს საქართველოში უმწვავესი შეფასება მიეცა და გაკეთდა აშკარა ულტიმატუმის შემცველი განცხადებაც:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფშს მისთვის კარგად გასაგებ ქართულ ენაზე: ან ბაღაფში მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს ჟურნალისტი, ან მე მივცემ ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებას გათავისუფლების შესახებ. ახლა არჩევანი არის ბაღაფშის და არა ჩვენი. ”
მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ ბაღაფშმა არჩევანი გააკეთა - თქვა, რომ აფხაზთა მხარეს ადრეც ყოველგვარი პირობის გარეშე გაუთავისუფლებია საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული პირები, მაგრამ ასეთ კეთილ ნებას ახლდა სრულიად არაადეკვატური შეფასებები თბილისში. ”დაკავებულები წარდგებიან სასამართლოს წინაშე და გასამართლდებიან აფხაზეთის კანონმდებლობით”, - ასეთი იყო სერგეი ბაღაფშის განცხადება. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერეგი შამბა ამბობს, რომ ბაღაფშის გადაწყვეტილება, დიდწილად, საქართველოს პრეზიდენტის ტონმა განაპირობა:
[სერგეი შამბას ხმა] ”ასეთი ტონით რომ არ ლაპარაკობდნენ, გამოსავალს მოვძებნიდით. გამოსავალი ადრეც მოგვიძებნია მსგავს სიტუაციებში. გახსოვთ, სტუდენტები გამოვუშვით, რომლებიც ასევე პროვოკაციულად მოქმედებდნენ, საქართველოს მხარემაც გაათავისუფლა ჩვენი სამხედრო ტყვეები. ისეთი ტონი აირჩიეს, რომ დიალოგი შეუძლებელია... და ახლა საქმე პროკურატურაშია, რის შემდეგაც ის სასამართლოს გადაეცემა. ”
რატომ აირჩია საქართველოს მხარემ ისეთი ტონი, რომელმაც, სერგეი შამბას თქმით, დაკავებულების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით დიალოგის რესურსი ამოწურა? როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში განმარტა, საქართველოს ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მომხრეა დიპლომატიური რესურსების გამოყენების, თუმცა, ამავდროულად, აფხაზთა მხარეს განუმარტავს, რომ არ აპირებს საკუთარი მოქალაქეების მიტოვებას, მით უფრო, როცა საქმე ეხება ჟურნალისტს:
[დავით ბაქრაძის ხმა] ”მათ უნდა ესმოდეთ, რომ არის ქმედებები, რომლებზეც თვალს არ დავხუჭავთ და რომელთა გამოსწორებასაც მოვითხოვთ, ძალიან მაღალი საფასურის სანაცვლოდაც კი. ”
დაკავებულების გათავისუფლებაზე უარის თქმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დიდ ფასად დაუჯდება, დიდ პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ ფასად, - ასეთი იყო და რჩება ოფიციალური თბილისის პირობა. სოხუმში კი მუქარას მიხეილ სააკაშვილის მორიგი საარჩევნო კამპანიის ნაწილად განიხილავენ. სერგეი შამბამ საარჩევნო კამპანია ახსენა მაშინვე, როცა ვკითხეთ, რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის მუქარაზე, რომ უბრძანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების გათავისუფლებას. შამბას ვკითხეთ ისიც, თუ რისი თქმა შეუძლია დაკავებულების მდგომარეობის შესახებ:
[სერგეი შამბას ხმა] ”მათი მდგომარეობა შეაფასეს ადამიანის უფლებების დამცველებმა, უცხოელმა დამკვირვებლებმა. ნახეს, რომ უვნებლები არიან, რომ მათთვის თითიც არავის დაუკარებია და ეს დაადასტურეს. ”
საქართველოს მხარე არ აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს აფხაზთა მხარესთან დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე. საკითხის განხილვა მიდის გაეროს დამკვირვებლებთან და მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებთან.