ოპოზიციის ლიდერებმა თავის მხარდამჭერებს აცნობეს, რომ გვიან ღამით მიიღეს გადაწყვეტილება უარი თქვან შიმშილობის აქციაზე. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანების წინაშე პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა. გაირკვა, რომ გადაწყვეტილების შეცვლა, არსებითად, გვიან ღამით ლევან გაჩეჩილაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა განაპირობა.
ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები მთელი ღამის მანძილზე თათბირობდნენ, რადგან, როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, საბჭოში კონსენსუსი არც შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ყოფილა და არც ამ გადაწყვეტილების შეცვლისას. რესპუბლიკური პარტია არ იყო მომხრე პროტესტის უკიდურესი ზომისა, განსხვავებული პოზიცია ეკავათ საბჭოს სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, კონსერვატორებსა და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრებს ... ”გადაწყვეტილება საბჭოს წევრთა უმრავლესობის მიერ იქნა მიღებული”, ნათქვამია ერთიანი ეროვნული საბჭოს განცხადებაში. ” ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა პოლიტიკური პატიმრის უპირობო გათავისუფლებამდე და ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნამდე” ,- ვკითხულობთ ამავე განცხადებაში..
ერთიანი ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება, როგორც უკვე ითქვა, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, შეკრებილ ადამიანებს ლევან გაჩეჩილაძემ გააცნო:
[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”ჩვენ არა მარტო ქუჩის აქციები შეგვიძლია, ჩვენ ვართ ისეთი სერიოზული ხალხი, რომ მზად ვართ მოვიდეთ ხელისუფლებაში და ვმართოთ ეს ქვეყანა, ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა დავანახვოთ, რომ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც მარტო ბრძოლით, სისხლით უნდა ხელისუფლების ხელში ჩაგდება.. ”
ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარ მომხრეებს აუხსნა, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძისგან მივიღე მყარი გარანტიები, რომ შესრულდება ხელისუფლების დაპირებები ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებთან დაკავშირებითო. დავით უსუფაშვილს ვთხოვეთ განემარტა, რა მოხდა ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ და რა მყარმა გარანტიებმა შეაცვლევინა ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოს გადაწყვეტილება:
[დავით უსუფაშვილის ხმა] ”გუშინ, გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც სატელევიზიო სივრცე გადავიდა დასვენების რეჟიმში, ჩვენ ვაგრძელებდით მუშობას. ამ დროს შედგა სატელეფონო საუბარი ლევან გაჩეჩილაძესა და ნინო ბურჯანაძეს შორის და ამ საუბარმა განაპირობა შედეგი. ”
დავით უსუფაშვილის თქმით, ამ საუბარში დაზუსტებული იქნა ვადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო... ითქვა, რომ სულ მალე, მომავალი კვირის სამშაბათს, დაკომპლექტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო და საბჭოს დაკომპლექტებისთანავე მაუწყებლის ხელმძღვანელი მოიხსნის უფლებამოსილებას. ხოლო რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მისი საკითხიც გადაწყდება მარტში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პარალელურად.
თუმცა ნათქვამთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ვადებზე ლაპარაკი იყო ნინო ბურჯანაძის მიერ 21 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაშიც - განცხადებაში,რომელიც 21 თებერვალს საღამოს ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს შეკრებამდე, ანუ გაჩეჩილაძესა და ბურჯანაძეს შორის სატელეფონო საუბრამდე, იყო ცნობილი...
დავით უსუფაშვილის განმარტებით, არსებობს პრინციპული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესწორებისა და, შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გასატარებელი ცვლილებების პროცესში ჩაერთონ ეუთოს წარმომადგენლები, ხოლო მედიის საკითხებზე სამუშაოდ მიხნიკის ჯგუფის მიერ დაწყებული საქმე ახალ საფეხურზე იქნეს აყვანილი. ”ამ საქმეში შესაძლოა ჩაერთონ ევროკავშირის წარმომადგენლები”, - გვითხრა დავით უსუფაშვილმა.. მისივე განმარტებით, ოპოზიცია არ დაელოდება უმთავრესი 3 მოთხოვნის შესრულებას და დაუყოვნებლივ დაიწყებს ხელისუფლებასთან კონსულტაციებს სხვა საკითხების გადასაწყვეტად. მოკლედ, კამათმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს, თუმცა ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოში აღნიშნავენ, რომ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო კამპანია განახლდება:
[კოკა გუნცაძის ხმა] ”დამატებით გარანტიებს გვაძლევს ხელისუფლება. შეჩერდა აქცია მარტამდე. თუ მოგვატყუეს, 14 მარტს გაათმაგებული ძალით დავიწყებთ საპროტესტო აქციას. ”