კომპანია "გაზპრომი" უკრაინელებს დაემუქრა, რომ თუ კიევი - როგორც მოსკოვი ამბობს - "უზარმაზარ" დავალიანებას არ დაფარავს, მას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ხვალ რუსეთის დედაქალაქს ესტუმრება უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც, თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისას, ცხადია, გაზის პრობლემასაც წამოჭრის. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.
ვიდრე მოსკოვში ვიქტორ იუშჩენკო ჩავიდოდეს, მოლაპარაკების მაგიდას უკვე მიუსხდნენ რუსეთისა და უკრაინის შესაბამისი უწყებების - ანუ "გაზპრომისა" და "ნაფტოგაზის" წარმომადგენლები. "გაზპრომი" ამტკიცებს, რომ "ნაფტოგაზს" მისი მილიარდნახევარი დოლარი ჰმართებს. ამ რამდენიმე დღის წინ "გაზპრომის" პრესმდივანმა სერგეი კუპრიანოვმა "ნაფტოგაზს" ულტიმატუმი წაუყენა:
[სერგეი კუპრიანოვის ხმა] "თუ უახლოესი რამდენიმე დღის მანძილზე, ანუ ორშაბათამდე, ეს ვითარება არ მოწესრიგდა, "გაზპრომი" აღარ გააგრძელებს დახმარების გაწევას და უკრაინისთვის რუსეთის გაზის მიწოდება შეწყდება."
ორიოდე დღის წინათ ამ საკითხს ირიბად შეეხო რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვი, რომელმაც, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, მიუნხენში, განაცხადა, რომ მოსკოვი აღარ აპირებს, მილიარდობით დოლარი ხარჯოს "საქველმოქმედო საქმიანობაზე".
"ნაფტოზაგი" ამტკიცებს, რომ "გაზპრომის" მიერ მოყვანილი ციფრები აშკარად გადაჭარბებულია, თუმცა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილეს ალექსანდრ ტურჩინოვმა აღაირა, რომ "ნაფტოგაზს" მართლაც აქვს რუსეთის ვალი. დღეს დილით, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის მთავრობის თავმჯდომარემ იულია ტიმოშენკომ თქვა, რომ კიევი არ აპირებს 2008 წლის ტარიფით გადაიხადოს იმ გაზის საფასური, რომელიც უკრაინას რუსეთმა 2007 წელს მიაწოდა.
ტიმოშენკომ, რომელიც 21 თებერვალს თავადაც აპირებს მოსკოვში ჩასვლას, დღეს განაცხადა, რომ მომავალში მისი მთავრობა აღარ მიმართავს საშუამავლო კომპანიების - "როსუკრენერგოსა" და "უკრგაზენეოგოს" - დახმარებას და კონტრაქტებს უშუალოდ "გაზპრომთან" გააფორმებს.
პრეზიდენტი იუშჩენკოს განცხადებები უფრო ფრთხილია. ის, მაგალითად, შეახსენებს თანამემამულეებს, რომ ბუნებრივი აირის გაზრდილი ფასების მიუხედავად, უკრაინა მაინც ნაკლებს უხდის რუსეთს, ვიდრე სხვა მეზობელი ქვეყნების უმრავლესობა: თუ ათასი კუბური მეტრი რუსეთის გაზი ევროპაში საშუალოდ 230 დოლარი ღირს, უკრაინისთვის ეს ფასი 180 დოლარს შეადგენს.
ასეა თუ ისე, ვიქტორ იუშჩენკოს ვლადიმირ პუტინთან ხვალინდელი შეხვედრისას არცთუ სახარბიელო პოზიციიდან მოუწევს საუბარი. რამდენად შეძლებს უკრაინის ლიდერი, ნატოსკენ და, ზოგადად, დასავლეთისკენ სწრაფვა რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას შეუთავსოს, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.