საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს
წარსულშიც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ თუ კრემლი უარს იტყვის საქართველოსადმი იმპერიულ დამოკიდებულებაზე, საქართველო დაივიწყებს ყველაფერს და მზად იქნება რუსეთთან ახალი ურთიერთობის დასაწყებად - სუფთა ფურცლიდან. არის თუ არა შესაძლებელი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება? - მეგობრობისა და პარტნიორობისთვის რუსეთისკენ ხელი გაწვდილია. მკვეთრი დიპლომატიური ჟესტი მიხეილ სააკაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიალზე გააკეთა. როგორ უპასუხა თავად რუსეთმა საქართველოს მეგობრულ ჟესტს?
[სერგეი ლავროვის ხმა] ” რუსეთის მხარე აუცილებლად მიიჩნევს ურთიერთობების გამოსწორებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მიხეილ სააკაშვილისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოსაც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება აქვს. მოვილაპარაკეთ ახლო მომავალში გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ვფქირობ, ეს სავსებით შესაძლებელია. ”
ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თბილისში მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა, სააკაშვილმა კი მას ინაუგურაციის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას გაუწოდა ხელი მეგობრობისა და პარტნიორობისათვის:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”კვლავ ვუწვდი პარტნიორობისთვის ხელს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, ჩვენ უნდა დავახლოვდეთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ”
რას ნიშნავს ნათქვამი: ” ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, ჩვენ უნდა დავახლოვდეთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად”? საქართველოს სტრატეგიული მიზანია ნატოში გაწევრიანება და ამ მიზნის მიღწევას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა... რუსეთს აქვს საკუთარი მიზნები ამიერკავკასიაში და ამ მიზნებთან შეუთავსებელია საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა. საქართველოში არ დავიწყებიათ ეთნიკური ნიშნით რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევება, არც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქცევა გადაუფასებიათ. მაშ, როგორღა შეიძლება დაიწყოს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან ქვეყნებს შორის, რომელთა მთავარი მიზნებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება? პოლიტოლოგი თემურ იაკობაშვილი ამბობს: ”წერა შეიძლება დაიწყო ახალ რვეულში და ძველ რვეულშიც, ოღონდ ახალი ფურცლიდან.” მისი აზრით, არავის უნდა ჰქონდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის უცებ დათბობის ილუზია - მით უფრო მაშინ, როცა საქართველოში ჩასატარებელია საპარლამენტო არჩევნები, რუსეთში კი - პრეზიდენტის არჩევნები. იაკობაშვილის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობაში კონკრეტულ საფუძვლიან ცვლილებებზე მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი ლაპარაკი, როცა საქართველოშიც და რუსეთშიც გამოიკვეთება ძალთა ბალანსი, ძალთა კონფიგურაცია ხელისუფლებაში:
[თემურ იაკობაშვილის ხმა} ”მანამდე არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი მხარეებმა შეიძლება გამოიყენონ ფიქრისთვის. მე ასე მესმის ლავროვის განცხადება.
რაც შეეხება კოსოვოს თემას, მე გავიხსენებ, რომ ლავროვმა ასეთი განცხადება 5 თვის წინაც გააკეთა. რუსებს ძალიან კარგად ესმით, რომ ამ პრეცედენტის განმეორება წამგებიანია. მათ ამ პრეცედენტის დაშვებაც არ უნდათ - არა ჩვენს გამო, არამედ საკუთარი ინტერესების გამო.”
თემურ იაკობაშვილი გულისხმობდა ლავროვის უკვე მოსკოვში გაკეთებულ განცხადებას. ”რუსეთის ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის შემდეგ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ამაზე დიდი ტყული რუსეთის პოზიციასთან მიმართებით არ არსებობს. ჩვენს ინტერესებშია სტაბილურობის შენარჩუნება - ის, რომ არ დავუშვათ სეპარატიზმი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა : ” ჩვენ ერთი რამე გვსურს - საქართველოს პოლიტიკაში რუსეთთან ურთიერთობები არ იქნეს გამოყენებული რაღაც სხვა გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც ჩვენთან კავშირი არა აქვს და ამ გადაწყვეტილებებმა ზიანი არ მიაყენოს რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობას.” ამას გარდა, ” ზოგიერთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით იმაში, რაც საქართველოში ხდება ”, - თქვა ლავროვმა, თუმცა იქვე ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქართველოს მიერ გადასადგმელ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად აფხაზებსა და ოსებთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება დაასახელა.
ლავროვის წინადადების პასუხად, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა: ” ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის მხარის მიერ შემოთავაზებული ფორმა. მას სურს მემორანდუმი გაფორმდეს, ერთი მხრივ, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს, მეორე მხივ, საქართველოსა და აფხაზეთს შორის, თითქოსდა მეზობელ სახელმწიფოებზე იყოს ლაპარაკი. საქართველო არასდროს წავა ამაზე.” ბაქრაძის განცხადება შანტაჟად შეაფასა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. ” საქართველოს ინტერესშია არა მშვიდობა, არამედ ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები”, - თქვა მან.
ჯერჯერობით ასეთი გაგრძელებები ახლავს რუსეთისთვის საქართველოს მიერ სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების შეთავაზებას...