ოპოზიცია - საპროტესტო გამოსვლებისთვის... ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატია, თუმცა ოპოზიციაში სააკაშვილის გამარჯვებას არ აღიარებენ, მას არალეგიტიმურს, თვითმარქვიასაც კი უწოდებენ... როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების მომდევნო კვირა საქართველოში იყო ემოციური, თუმცა დიდი საპროტესტო გამოსვლები არ ყოფილა.. გასული კვირა იყო ერთგვარი ტაიმ-აუტი, ამ თვალსაზრისით. ოპოზიციამ ხალხის ქუჩაში გამოყვანა 13 იანვრიდან გადაწყვიტა...
სხვადასხვა უბნის მონაცემების გაბათილების მოთხოვნით, ოპოზიციამ სასამართლოებში 40-მდე სარჩელი შეიტანა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი, ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ მეორე ტური არ იქნება.
ლევან გაჩეჩილაძეს - 25, 67 პროცენტი, არკადი პატარკაციშვილს - 7, 1, დავით გამყრელიძეს - 4, 05 პროცენტი, შალვა ნათელაშვილს - 6, 55... ხმების 53, 41 პროცენტი - მიხეილ სააკაშვილს, გია მაისაშვილს - 0, 78, ირინა სარიშვილს კი -
0, 19 - ასეთი იყო ოფიციალური შედეგები კვირის ბოლოს.
[ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ხმა] ” ამ მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებულია პირველ ტურში და მეორე ტურის დანიშვნა საჭირო არ არის. ”
ეს კვირის ბოლოს განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იქვე აცნობეს საზოგადოებას გასული კვირის ბოლოს პლებისციტის შედეგებიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 72, 5 პროცენტმა დაუჭირა მხარი, საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას კი - ამომრჩეველთა 69, 8 პროცენტმა.
ნატოზე საქართველოს კურსისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის მაჩვენებელს
უნდობლობა პრეზიდენტობის ერთმა კანდიდატმა, ირინა სარიშვილმა, გამოუცხადა და ნეიტრალიტეტის თემაზე რეფერენდუმის გამართვის წინადადება წამოაყენა.. სხვა კანდიდატების მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კი არჩევნების მეორე ტურია.
[ დავით გამყრელიძის ხმა] ”არჩევნების შედეგი არის ის, რომ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა ვერავინ. მხოლოდ მეორე ტურმა უნდა გამოავლინოს საქართველოს პრეზიდენტი. ”
განაცხადა დავით გამყრელიძემ. მეორე ტური მოითხოვეს სხვებმაც, მათ შორის, პირველ რიგში, ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად,
კვირის დასაწყისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს სამსახურში იმის სათქმელად მიაკითხა, რაც მთელმა ქვეყანამ მოისმინა:
[ ჩხუბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში] ”შენ ხარ ტიპიური თაღლითი, თაღლითი ხარ! შენ უნდა დატოვო ეს კაბინეტი, თუ არადა, დაგატოვებინებთ! პირველი შეთქმული და გადამტრიალებელი შენ ხარ! ”
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ გაჩეჩილაძე, მხარდამჭერებით, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობასთან მივიდა, ახლა უკევ პირდაპირი ეთერის მოთხოვნით. მას პირდაპირი ეთერი დაუთმეს, თუმცა მოსახლეობას არჩევნების გაყალბების შესახებ მის მაგივრად კახა კუკავა ესაუბრა. ლევან გაჩეჩილაძემ თავისი სათქმელი ”რუსთავი 2 ” -ის პირდაპირ ეთერში თქვა:
[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ” ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები და მიტინგოსნები! 13-ში, 2 საათზე! უსამართლობასთან შერიგება არ იქნება. როდესაც სხვა გზას არ გიტოვებენ, გამორიცხულია დათმობებზე წასვლა. გამორიცხულია ! ”
ეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ითქვა - შეხვედრისა, რომელიც კონსენსუსისთვის, საქართველოს ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის შედგა.
კონკრეტულად რა შესთავაზა სააკაშვილმა ამ შეხვედრაზე გაჩეჩილაძეს, უცნობია, თუმცა შეხვედრამდე სააკაშვილმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან და მის ღირსეულ წარმომადგენლებს მთავრობაში სამუშაოდ მიიწვევს.
[დავით ბაქრაძის ხმა] ”არ დავიყვანდი ამ პროცესს პრიმიტიულ ვაჭრობასთან. ეს არის პროცესი, როცა ამ ქვეყანაში ყველა დაინტერესებულ ძალას, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ღირსეული და მშვიდობიანი მომავლით, ვთავაზობთ აიღოს პასუხისმგებლობა ამ ღირსეული მომავლის შექმნაში. ” (სტილი დაცულია)
თქვა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით ბაქრაძემ, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, რომ სწორედ ღირსეული მომავლისთვის ვერ მოხდება თანამშრომლობა არჩევნების გამყალბებლებთან. მეორე ტურის გარეშე თანამშრომლობა გამორიცხულია, თქვეს მათ. მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასების, ამასთან, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული და სხვა შეფასებების გამო, იერიში შეფასებების დასავლელ ავტორებზე მიაქვს .. გასულ კვირაში ბევრი ითქვა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მორჩილი საზოგადოება საქართველოში, საზოგადოება, რომელსაც ეყოლება მის მიერ თავსმოხვეული პრეზიდენტი, რომ დასავლეთში გაკეთებული 5 იანვრის არჩევნების დადებითი შეფასებები საქართველოში დასავლეთის ერთგვარ დისკრედიტაციას ახდენს. ამას ამბობდა დავით გამყრელიძეც:
[დავით გამყრელიძის ხმა] ” ეს არის ცინიზმი! როცა ქართველ ხალხს ეუბნები, რომ აქ თურმე ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების არჩევნები. ამით ამერიკამ ამერიკის რეპუტაცია დააყენა საფრთხის ქვეშ.”
”არ მინდა ასე იყოს, მაგრამ ამის ნიშნები სახეზეა”, - უმეტეს შემთხვევაში ასეთი განმარტება ახლდა მსგავს განცხადებებს. დასავლეთის მიმართ იმედგაცრუების, გაღიზიანების ნიშნებზე ლაპარაკობენ ოპოზიციონერი ლიდერები. პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი კი არ ფიქრობს, რომ ხალხის გამწყობილებებში ცვლილებებია. ის, ვინც ამაზე თავდაჯერებით ლაპარაკობს, მისი აზრით, საშიშ თამაშს თამაშობს:
[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”მე არ ვფიქრობ, რომ ის, ვინც აზროვნებს, ანტიდასავლურები არიან. ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებლობა მივიღეთ ამერიკის და დასავლეთის ხელშეწყობით, სუვერენულები ვხდებით მათი დახმარებით, არმიას ვქმნით მათი ხელშეწყობით, ეკონომიკასაც ასე, და თუ ვინმე ამის შემდეგ ისეთია, რომ არ მოსწონს დასავლეთი, ეს მისი პრობლემაა. ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, კარგად ხედავს ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი. ასეთი ლაპარაკი, არა მგონია, ვინმეს არგებდეს, რადგან ეს არის მეტად საშიში თამაში. ” (სტილი დაცულია)
საშიში თამაშია მეორე მიმართულებითაც. გასულ კვირაში სააკაშვილის ოპონენტებისგან ისმოდა ასეთი განცხადებები: ”პატივს ვცემთ ყველას, მაგრამ საქართველოს ბედი, პირველ რიგში, ქართველების გადასაწყვეტია”; ”მიხეილ სააკაშვილს თუ უნდა, იყოს მარნეულის და ახალქალაქის პრეზიდენტი, მაგრამ ქართველ ხალხს ის არ აურჩევია. ”
[სოზარ სუბარის ხმა] ”ეს მართლა არის რასისტული დამოკიდებულება, მაგრამ, უმრავლეს შემთხევევებში, მართლაც არის ქვემო ქართლის და ჯავახეთის პრობლემა. იქ ხდება ყველაზე მეტი გაყალბება, იქ ხდება ხმების ჩაყრა მოქალაქეების ნაცვლად, იქ ნაკლებია დამკვირვებლები, იქ ნაკლები წარმომადგენლები ჰყავთ პარტიებს.”
ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. გაყალბების ფაქტებზე
სასამართლომ უნდა იმსჯელოს. მანამდე, მართალია, ოპოზიცია ირწმუნება, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, პირველ რიგში, ქვემო ქართლსა და ჯავახეთში,
ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ ცვლის წინასწარ შეფასებაში გამოკვეთილ პოზიციას. ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიტერ ბოდენმა გასული კვირის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხდა. სამინისტროში ბოდენმა განმარტება გააკეთა გერმანულ პრესაში მის ინტერვიუზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით: ” ჟურნალისტმა არასწორ კონტექსტში გამოიყენა ჩვენი სიტყვები, ხოლო მთავარი გზავნილი, რომ ეუთოს მისია არ ცვლის წინასწარ შეფასებაში გამოკვეთილ პოზიციას, არ დაბეჭდა” - გავრცელებული ცნობებით, ასეთია განმარტება. ეუთოს მისია საბოლოო შეფასებას თებერვალში გამოაქვეყნებს, წინასწარ შეფასებაში კი ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს; იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც შემდგომი არჩევნებისთვის უნდა აღმოიფხვრას. საქართველოში უკვე ინაუგურაციისთვის ემზადებიან, სავარაუდო თარიღი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს პარასკევს გაუმხილა:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვარ - 21-სა თუ 20 -ში. წინასწარი ცნობით, ჩამოვა ძალიან ბევრი სტუმარი და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ”
უნაუგურაციაზე რუსეთის პრეზიდენტსაც ეპატიჟებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის სამომავლო საგარეო კურსში რაიმე შეიცვლება. კურსი ნატოზე არის და იქნება ურყევი, - აცხადებენ მის გარემოცვაში.. სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი დიდი ცვლილებების მოლოდინშია. ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე განახლებულმა მთავრობამ და ახალმა პარლამენტმა უნდა იმუშაოს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წინ დიდი გამოწვევებია, წინ არის მორიგი საარჩევნო პერიოდიც.
სახელმწიფო შეთქმულების, ტერორისტული აქტების მზადების ბრალდებებით, დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ბადრი პატარკაციშვილის შტაბში ახალი პარტია ფუძნდება, როინ ლიპარტელიანის პარტიის სახელწოდებით, ”ტელეიმედი” ბადრი პატარკაციშვილის ხელში რჩება. პატარკაციშვილის ”იმედიდან” წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა გიორგი თარგამაძემ, მან არ გამორიცხა პოლიტიკაში წასვლა...
საქართველოში დღეს მთელი სივრცე პოლიტიკით არის გაჯერებული ... რა იქნება შემდეგ, ამის შესახებ მომავალი კვირის პოლიტიკურ მიმოხილვაში ვისაუბრებთ.