უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენი რადიო ტელეფონით დაუკავშირდა ბერლინის გენერალურ პროკურატურას და ესაუბრა გენერალური პროკურატურის პრესმდივანს მიხაელ გრუნვალდს.
რადიო "თავისუფლება": ადასტურებთ თუ არა გავრცელებულ ცნობას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შესახებ?
მიხაელ გრუნვალდი: დიახ, ასეა. დაპატიმრება მოხდა გუშინ, ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში.
რადიო "თავისუფლება": რის საფუძველზე მოხდა დაპატიმრება?
გრუნვალდი: საფუძველი გახლავთ საქართველოს შესაბამისი უწყებების განაცხადი, რომელიც "ინტერპოლის" მეშვეობით გავრცელდა. საქართველო გაწევრიანდა ექსტრადიციის შესახებ ევროპის კონვენციაში და, შესაბამისად, მას საშუალება აქვს, ამ ოფიციალურ გზას მიმართოს.
რადიო "თავისუფლება": როგორია პროცედურა, რა სამართლებრივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეჭვმიტანილის დაკავების შემდგომ?
გრუნვალდი: პროცედურა ასეთია: დაკავებული უნდა წარუდგინონ მოსამართლეს, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ამ საკითხისადმი საკუთარი პოზიცია გამოხატოს. ამის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, შეიტანს თუ არა განაცხადს დაკავებულის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ. თვით ეს განაცხადი კი ბერლინის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ უნდა გააფორმოს.
რადიო "თავისუფლება": რამდენი ხანი მიაქვს, ჩვეულებრივ, ასეთ პროცედურას?
გრუნვალდი: ასე ზუსტად ამის თქმა გამიჭირდება. გენერალური პროკურატურა, სავარაუდოდ, ხვალ გადაწყვეტს, შეიტანს თუ არა განაცხადს დაკავებულის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ. ბერლინის უმაღლესი სასამართლო ორგანოც ვალდებულია, მალე მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, კანონში ზუსტად არ არის ნათქვამი, რომ ეს მაინცდამაინც ორ ან სამ დღეში უნდა მოხდეს.
რადიო "თავისუფლება": როგორ ხდება ბრალდების გადამოწმება? რა მექანიზმები არსებობს საამისოდ?
გრუნვალდი: ეს ზედმიწევნით გაწერილი პროცედურაა. მარტივად თუ ვიტყვით, პირველ რიგში ხდება შემოწმება იმისა, რამდენად დასაბუთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ბრალდებები. თუ ეს ყველაფერი დასაბუთებულად ჩაითვალა, მერე ხდება იმის დადგენა, არის თუ არა ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული გერმანიის კანონმდებლობით. ეს არის და ეს.
რადიო "თავისუფლება": დაკავებისას ბატონ ოქრუაშვილს წინააღმდეგობა ხომ არ გაუწევია?
გრუნვალდი: თვით დაკავების მიმდინარეობის დეტალები ჩემთვის, სამწუხაროდ, უცნობია.
რადიო "თავისუფლება": აქვს თუ არა დაკავებულს საშუალება, თავის ადვოკატებს ტელეფონით დაუკავშირდეს?
გრუნვალდი: დიახ, ეს საშუალება მას აქვს.