შემაჯამებელი პრესკონფერენცია უნდა ყოფილიყო და გუშინ საღამოს იგი ქვეყნიდან გამგზავრებას გეგმავდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ იგი საქართველოშია და კვლავ იწვევს პრესკონფერენციას. პრესასთან შეხვედრაზე კი გაირკვა, რომ იგი კიდევ ორ დღეს დარჩება საქართველოში. დღეს მეთიუ ბრაიზას რაიმე საგანგებო განცხადება არ გაუკეთებია. იგი კვლავ Dსაქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობდა და ცდილობდა იმ კითხვებზე გაეცა პასუხი, რომლებიც კვლავ და კვლავ რჩება. მინდა გაგაცნოთ საკითხები, რომელთაც მეთიუ ბრაიზა შეეხო დღევანდელ შეხვედრაზე პრესასთან.
მეთიუ ბრაიზას დღევანდელი პრესკონფერენცია პრესისთვის მოულოდნელი იყო. ამერიკის საელჩოში მისული ჟურნალისტები მოუთმენლად ელოდებოდნენ საგანგებო განცხადებას, რაკი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ბრაიზამ პრესასთან შეხვედრა დღეს ისევ ინება.
მაგრამ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. უბრალოდ, თავიდანვე აღნიშნა, რომ მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ და შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
კითხვები დაახლოებით იგივე იყო, რაც გუშინ, მეტ-ნაკლებად - პასუხებიც...
ასე რომ, რეალურად ამ პრესკონფერენციით მეთიუ ბრაიზამ პრესას და ქართულ საზოგადოებას აცნობა, რომ მისი მისია დამთავრებული არ არის.
,,სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნისაგან ჩვენი მესიჯი იყო, რომ საგანგებო მდგომარეობა დაუყოვნებლივ გაუქმებულიყო. ითქვა, რომ გაუქმდება თექვსმეტში... იყოს თექვსმეტი, ეს კარგია”, – თქვა მეთიუ ბრაიზამ.
მან საქართველოში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:
(მეთიუ ბრაიზას ხმა)
,,რაც მოხდა და რაც ხდება საქართველოში, ეს არის ქართული ფენომენი. და მიზეზი, ასე ძალიან რატომ შეგვტკივა გული საქართველოზე, ეს არ არის მხოლოდ ცივი და უემოციო, რეალური პოლიტიკური ინტერესი, როგორიც არის ენერგია და უსაფრთხოება. ეს არის ემოციური და ადამიანური ერთგულება, რაც ამ ქვეყანას აქვს, - მე არ ვამბობ მხოლოდ ხელისუფლებას, - ამ ქვეყანას აქვს დემოკრატიის მიმართ.
და დიდი დებატები მიდის იმის თაობაზე, რამდენად ჯანმრთელია ქართული დემოკრატია. ეს ქართული ფენომენია და, ჩემი შეფასებით, ეს არის, რაც ამოძრავებს ყველაფერს, რაც აქ ხდებოდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თუ გასულ კვირაში, რომელიც მთელ წელიწადად გეჩვენება.”
მეთიუ ბრაიზამ თქვა, რომ ვიზიტისას იგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებსაც - დათო გამყრელიძეს და ლევან გაჩეჩილაძეს. შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ,,ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი ამჯერად სად არის ბატონი ნათელაშვილი, - თქვა მან, - ბადრი პატარკაციშვილს კი არასოდეს შევხვედრივარ.”
გუშინ მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდა.
მან თქვა, რომ ვერ ილაპარაკებს საუბრის დეტალებზე, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ტელეკომპანია “იმედის” პრობლემაზეც იყო საუბარი.
(მეთიუ ბრაიზას ხმა)
,,დიახ, რასაკვირველია, პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩვენ განვიხილეთ ტელე “იმედის” საკითხი. მე სახელმწიფო მდივნისაგან დავალებული მქონდა, რომ ეს გამეკეთებინა და, რასაკვირველია, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. “
მეთიუ ბრაიზამ იმაზეც ისაუბრა, რამდენად მალე შეძლებს “იმედი” მაუწყებლობის აღდგენას:
(მეთიუ ბრაიზას ხმა)
,,პირველ რიგში, უნდა გვქონდეს გადაწყვეტილება, როგორ დავაბრუნოთ “იმედი” ეთერში. და ამაზე ვმუშაობთ ახლა ძალიან მონდომებით. არ მინდა დიდი იმედების მოცემა, მაგრამ ვხედავ რაღაც ძვრებს, ყინული დაიძრა. მე არაფერი ვიცი მაუწყებლობის ტექნიკური ასპექტების შესახებ. ჩემი გამოცდილებით, შესაძლებელია ეთერში მალე დაბრუნება. მახსოვს ერაყის შემთხვევა. სახელმწიფო დეპარტამენტში მე ასევე თურქულ-ამერიკული ურთიერთობებიც მეხება და ერაყში პირველი ოპერაციების შემდეგ თურქულმა კომპანიებმა თქვეს, ჩვენ შეგვიძლია მომენტალურად აღვადგინოთ მაუწყებლობაო. იმედი მაქვს ეს შესაძლებელი იქნება ‘იმედისთვისაც’.”
კითხვას, თუ რა გავლენა ექნება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის გზაზე, მეთიუ ბრაიზამ უპასუხა:
,,ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ევროპული ქვეყნების ნატოსკენ სწრაფვას, რომლებიც ნატოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. რაც შეეხება კრიტერიუმებს, საქართველოში საქმე საკმაოდ კარგადაა სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც შეეხება დემოკრატიას:
(მეთიუ ბრაიზას ხმა)
,,ჩვენ ვნახავთ რას გადაწყვეტს ჟიური. და ჟიური ეს არის საქართველოს ამომრჩეველი. 5 იანვარი იქნება დღე, როცა უკეთ გვეცოდინება, ასრულებს თუ არა საქართველო მის დემოკრატიულ მოთხოვნებს და ნატოს კრიტერიუმებს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მთავრობასთან ერთად, რომ ყველა საჭირო მექანიზმი ამოქმედებული იყოს, რათა არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ვნახოთ...”
შეერთებული შტატების მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ საქართველოში ვიზიტი კიდევ ორი დღით გააგრძელა.