და ხელი შეუწყონ დიალოგს მოქალაქეებსა და იურისტებს. ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, ამ ყოველწლიური ღონისძიების მიზანია, ყოველ ცალკეულ მოქალაქეს იმის გაგებაში დაეხმაროს, რა ბერკეტები მოეპოვება საკუთარი უფლებების დასაცავად. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომელსაც სულ უფრო მეტი მოქალაქე აღიქვამს საკუთარი ქვეყნის უხეირო სასამართლო სისტემის ერთადერთ ალტერნატივად. დღეს სტრასბურგის სასამართლოს სამ ბოლოდროინდელ განაჩენზე გიამბობთ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ბოლო ხანს გამოტანილი განაჩენებიდან ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით საგულისხმოა აზერბაიჯანელი შეიდა ნასიბოვას საქმე. ნასიბოვა სათავეში უდგას არასამთავრობო ორგანიზაციას სახელწოდებით "საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრი". ცენტრი რამდენიმე წელია, არსებობს, მაგრამ აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო მის რეგისტრაციაზე უარს ამბობდა. ადგილობრივ სასამართლო სისტემასთან წარუმატებელი ჭიდილით გაბეზრებულმა ქალმა გადაწყვიტა, ბედი სტრასბურგის სასამართლოში ეცადა.
[შეიდა ნასიბოვას ხმა] "ჩემთვის გაცილებით უფრო ძნელი იყო, უარი მიმეღო აზერბაიჯანის სასამართლოსგან, ვიდრე დადებითი პასუხი - ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან. აზერბაიჯანის სასამართლოები საქმეებს უსასრულოდ აჭიანურებენ. ბოლოს, როგორც იქნა, საშუალება მომეცა, სარჩელი შემეტანა ევროპის სასამართლოში."
ამ ერთი კვირის წინ, 18 ოქტომბერს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად მიიღო განაჩენი, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ხელყო ნასიბოვას უფლება სამართლიან პროცესზე და თავისუფალ გაერთიანებაზე. სტრასბურგელი მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ნასიბოვას აზერბაიჯანის მთავრობისგან - ზარალის ანაზღაურების სახით - 4260 დოლარი ეკუთვნის. მაგრამ თავად შეიდა ნასიბოვასთვის განაჩენის მორალური მხარე მატერიალურზე გაცილებით უფრო ძვირად ფასობს.
[შეიდა ნასიბოვას ხმა] "განაჩენის მატერიალური მხარე ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მართალი მე ვარ. ეს არის, რაც ყველაზე მეტად მახარებს."
შეიდა ნასიბოვას სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენამდე ორი დღით ადრე, 16 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთი ჟურნალისტი გააბედნიერა - მოლდაველი პეტრუ პოიატა, რომელსაც, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არა მხოლოდ ჯარიმა უნდა გადაეხადა, არამედ საჯაროდ ბოდიშიც მოეხადა პარლამენტის კომუნისტი დეპუტატის, ვიქტორ სტეპანიუკისთვის. საქმე ის არის, რომ თავის ერთ-ერთ სტატიაში პოიატა სტეპანიუკს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბიზნესში უკანონო მონაწილეობაში სდებდა ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ პოიატას ბრალდებებს ავტობუსის მძღოლების ჩვენებებიც უმაგრებდა ზურგს, სასამართლომ დააკმაყოფილა სტეპანიუკის სარჩელი და ჟურნალისტი ცილისწამებაში დაადანაშაულა. ბუნებრივია, რომ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს პოიატა ყველა მოლდაველი ჟურნალისტის გამარჯვებად აღიქვამს.
[პეტრუ პოიატას ხმა] "ჩემი აზრით, ეს გამარჯვება ყოველ ჩვენგანს, ყველა ჟურნალისტს ეკუთვნის. დღეს გაზეთ "ფლუქსში" ვმუშაობ და თითქმის ყოველდღე მესმის ამბები იმის შესახებ, რომ ხან ერთსა და ხან მეორე კოლეგას სასამართლოში აქვს საქმე - მხოლოდ იმისთვის, რომ თავის მასალაში ვიღაცას აზრი გამოათქმევინა. ჩვენი, ჟურნალისტების, "დანაშაული" ხომ მხოლოდ ის არის, რომ მოქალაქეებს საშუალებას ვაძლევთ, გამოიყენონ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება."
დაბოლოს, საქმე, რომელიც ჩეჩენმა მარზეტ იმაკაევამ ასევე სულ ახლახან მოუგო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას. 2000 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა იმაკაევას 25 წლის ვაჟიშვილი, ორი წლის შემდეგ კი ასეთივე ბედი ეწია მის მეუღლეს.
[მარზეტ იმაკაევას ხმა] "როცა "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენლები ჩეჩნეთში ჩამოვიდნენ, ის უკვე ექვსი თვის დაკარგული იყო. მაშინ ვიფიქრე, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა მის მოძებნაში დამეხმარებოდა. მეგონა, სასამართლო პროცესის შიშით შვილს დამიბრუნებენ-მეთქი. ვუხსნიდი კიდეც, რომ შვილის დაკარგვას ვერავითარი ფული ვერ ამინაზღაურებდა. სარჩელი იმ იმედით შემქონდა, რომ, პრეცედენტის თავიდან აცილების მიზნით, ისინი შვილს მომცემდნენ. მერე საბუთები შევაგროვე და სასამართლოში გავგზავნე."
რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში მარზეტ იმაკაევამ თქვა, რომ ამის შემდეგ მასთან ხელისუფლების წარმომადგენელი მივიდა და "სერიოზული შედეგებით" დაემუქრა, თუ სტრასბურგიდან სარჩელს არ გამოითხოვდა. დღეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენი უკვე ცნობილია: მის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ იმაკაევას 128 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს. მისი ვაჟისა და მეუღლის ასავალ-დასავალი დღემდე უცნობია.