და ამ კრიზისის განმუხტვისთვის ხელისუფლება მოვალეა მიიღოს შეთავაზება - საპარლამენტო არჩევნები თავის დროზე დათქმულ ვადაში, ანუ 2008 წლის გაზაფხულზე, ჩაატაროს. მხარეებს დიალოგის რესურსი ჯერ არ გამოუყენებიათ. თუმცა პარლამენტში დაიწყო გარკვეული კონსულტაციები უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის.. ეს არის კონსულტაციები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, ძალზე საეჭვოა მხოლოდ ამ თემაზე კონსულტაციებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს და ოპოზიციას გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლის გეგმაზე ხელი ააღებინოს... როგორ შეიძლება შეფასდეს ვითარება, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები კრიზისულს უწოდებენ?
[გოჩა ჯოჯუა] ”შეხედეთ, თუ ისე ვერ ხვდებით, ტელევიზორი ჩართეთ და შეხედეთ, რა ხდება და აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა გამოიყვანოთ კრიზისიდან. ” (სტილი დაცულია)
კრიზისის შესაგრძნობად რომ ტელევიზორები ჩართონ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციიდან გოჩა ჯოჯუამ მოუწოდა. ეს მოხდა 23 ოქტომბერს, დილით, პლენარულ სხდომაზე. მის კვალდაკვალ, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, უმრავლესობის წარმომადგენელთა გასაგონად, კრიზისული უწოდეს სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, მათ შორის, დავით გამყრელიძემ:
[დავით გამყრელიძის ხმა] ” ჩვენ ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია. მე არ ვსაუბრობ სხვა კრიზისებზე. ჯერჯერობით ფაქტია, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილების დონემ საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია.”
საზოგადოებაში უკმაყოფილება რომ არსებობს, ამაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ურავლესობის წევრები არ ეკამათებიან. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებამაც მკაცრი რეფორმების გზა აირჩია. კამათი სხვა მიმართულებითაა - სახელისუფლებო უმრავლესობის წევრებმა სამშაბათს პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მათ მიერ ნახსენები კრიზისი რეალური კი არ არის, გამოგონილია:
[რატი სამყურაშვილის ხმა] ”ეს ადამიანები მზად არიან იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სიტუაციაში გამოაცხადონ, რომ ქვეყანაში არის ჩიხი, ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები, ფეხქვეშ ითელება დემოკრატია, და ამით დააზარალონ ხელისუფლება. ჩვენ ასეთი ინსინუაციებისთვის მზად ვართ, მზად ვართ ასეთი ”კრიზისებისთვის” და მათ ვუპასუხებთ ადეკვატურად.” (სტილი დაცულია)
ეს იყო საპარალმენტო უმრავლესობის წევრი რატი სამყურაშვილი. როგორც ვხედავთ, ოპოზიციის აზრით, ქვეყანაში ნამდვილი პოლიტიკური კრიზისია, უმრავლესობის წარმომადგენლების აზრით კი - ვითომ კრიზისი. ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებას სთავაზობს, იმავდროულად, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლის ორგანიზებით არის დაკავებული, ხელისუფლებაში კი შეშფოთებას არ იმჩნევენ, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაციის მართვის ბერკეტების შესუსტებას ვერ გრძნობენ. პოლიტიკური კრიზისის გამოხატულება, თავისთავად, მართვის უუნარობაა. პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში დგება მაშინ, როცა ხელისუფლება ვერ ახორციელებს ეფექტიან მართვას, როცა წყდება რგოლი გადაწყვეტილებების მიმღებსა და აღმასრულებელს შორის. საქართველოში ეს რგოლი არ გამწყდარა. ამდენად, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ნაადრევია, - ამბობს ექსპერტი, პოლიტიკური რისკების მკვლევარი ბაკურ კვაშილავა. ჩვენ მას ვკითხეთ, მაშინ როგორ დაახასიათებდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებას და ხედავს თუ არა ამ დაპირისპირებაში განსხვავებულ ფასეულობათა მატარებელ ძალებს.
[ბაკურ კვაშილავას ხმა] ”ვერ ვიტყოდი, რომ მხარეებს დიამეტრალურად განსხვავებული ფასეულობები გააჩნია, ეს ზოგადად დამახასიათებელია ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის. აქ ფასეულობებზე არ არის საუბარი, საუბარია ძალაუფლების გაყოფაზე, ძალაუფლების დაბალანსებაზე, რასაც გრძელვადიან პერიოდში მე ზოგადად მივესალმები, მიმაჩნია რა, რომ უნდა იყოს ძალა, რომელიც დააბალანსებს მთავრობას. ” (სტილი დაცულია)