პორტუგალიამ გადაიბარა. 2 ივლისს, ქალაქ პორტუში გამოსვლისას, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ჟოზე სოკრატეშმა განაცხადა, რომ თავისი თავმჯდომარეობის ექვსი თვის მანძილზე მისი ქვეყანა შეეცდება, მეტი ყურადღება დაუთმოს აფრიკისა და სამხრეთი ამერიკის "განვითარებად ეკონომიკებს". იმაზე, თუ კონკრეტულად რა გეგმები აქვს ევროკავშირის ახალ მორიგე თავმჯდომარეს, დავით კაკაბაძე გიამბობთ ყოველკვირეულ პროგრამა "ახალ ევროპაში".
თავისი ნახევარწლიანი პრეზიდენტობის დევიზად პორტუგალიამ ასეთი სიტყვები აირჩია: "გაძლიერებული ევროპა უკეთეს მსოფლიოში". მაგრამ თუ ევროკავშირის წინა თავმჯდომარეებს - განსაკუთრებით კი პორტუგალიის უშუალო წინამორბედ გერმანიას - უმთავრეს ამოცანად "ცივი ომის" შედეგების დაძლევა მიაჩნდათ და, შესაბამისად, ყურადღების ცენტრში აქცევდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ლისაბონი ფიქრობს, რომ დადგა დრო, კავშირმა სხვა რეგიონებზეც იფიქროს.
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუიშ ამადუს თქმით, მსოფლიო შეიცვალა, რაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეც უნდა აისახოს. ჯერ კიდევ მაისში, ამადუმ აღნიშნა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული ოპერაციის შემდეგ მსოფლიო ის აღარ არის, რაც იყო და ამ გარემოების გაუთვალისწინებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა; გათვალისწინება კი ნიშნავს აქცენტის გადატანას აღმოსავლეთ ევროპიდან აფრიკისა და ლათინური ამერიკისკენ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონისკენ. იქ არსებული მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ხომ, საბოლოო ანგარიშით, ევროპასაც აზარალებს - ექსტრემიზმისა თუ უკონტროლო მიგრაციის სახით.
სწორედ ამ საკითხებზე ილაპარაკა თავის გამოსვლაში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ჟოზე სოკრატეშმა, რომლის თქმით, სულ მალე ევროკავშირი - თავისი არსებობის ისტორიაში პირველად - გამართავს სამიტს ბრაზილიის მონაწილეობით. სამიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა:
[ჟოზე სოკრატეშის ხმა] "ის მეტ თანმიმდევრულობას, მეტ წონას შესძენს ურთიერთობას, რომელიც ევროპის კავშირს უკვე აქვს ახალ, განვითარებათ ეკონომიკებთან. გვქონდა სხვა სამიტებიც: რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთთან. მათ კიდევ გავმართავთ ჩვენი პრეზიდენტობის პერიოდში, მაგრამ მივიჩნიეთ, რომ განვითარებადი ეკონომიკების მიმართ ჩვენი პოლიტიკის სრულად წარმოსაჩენად საჭირო იყო სამიტის მოწყობა ბრაზილიასთან."
ეს, რაც შეეხება ბრაზილიას. დეკემბერში კი პორტუგალია უმასპინძლებს ევროკავშირ-აფრიკის სამიტს, რომელიც უკანასკნელად 2000 წელს ჩატარდა (ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირს მაშინაც პორტუგალია თავმჯდომარეობდა).
აქცენტების სამხრეთისკენ გადანაცვლება, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არამც და არამც არ ნიშნავს ევროკავშირის წინაშე მდგარი სხვა ამოცანების უგულებელყოფას, მაგალითად ისეთისა, როგორიცაა ბალკანეთის რეგიონის სტაბილიზაციაში წვლილის შეტანა ან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება.
პორტუგალია იმედოვნებს, რომ მოახერხებს მოსკოვთან ურთიერთობაში არსებული კრიზისის დაძლევას. შეგახსენებთ, რომ ევროპის კავშირმა ორჯერ (2006-ის ნოემბერში და 2007-ის მაისში) სცადა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ ორივეჯერ წარუმატებლად. ერთხელაც და მეორედაც მოლაპარაკება დაბლოკა პოლონეთმა, რომელმაც ამგვარად უპასუხა რუსეთის მიერ მის ხორცსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებას.
ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის დაინტერესება შუა აზიისა და სამხრეთი კავკასიის რეგიონებით პორტუგალიის პრეზიდენტობის პერიოდში შემცირდება. ჯერ ერთი, პორტუგალიას ისტორიულად არაფერი აკავშირებს ამ რეგიონებთან და, მეორეც, იგი არ არის უშუალოდ დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე და არ სჭირდება შუა აზიაში ალტერნატიული მიმწოდებლის ძებნა.
შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ პორტუგალიის თავმჯდომარეობის ექვსთვიან პერიოდში დიდად ვერ წაიწევს წინ ევროკავშირის "ახალი სამეზობლო პოლიტიკის" პროგრამა, რომლის წევრი საქართველოც არის.
რაც შეეხება ევროკავშირის საშინაო პოლიტიკას, აქ პორტუგალიის მთავარი პრიორიტეტი იქნება, დაასრულოს კავშირის ახალი სარეფორმო ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა, რაც კავშირს - 12 ახალი წევრის მიღების შემდეგ - უფრო ეფექტიანად მოქმედების საშუალებას მისცემდა.
პრემიერ-მინისტრი სოკრატეში იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების შესახებ საბოლოო შეთანხმება მიღწეულ იქნება ოქტომბერში, ევროპის კავშირის სამიტზე, რომელიც პორტუგალიაში გაიმართება.
[ჟოზე სოკრატეშის ხმა] "განზრახული გვაქვს, რაც შეიძლება მალე დავამთავროთ ხელშეკრულებაზე მუშაობა. ეს არის ის, რასაც ევროპა ჩვენგან ელის. მისი მოლოდინია, რომ ამ საქმეს მალე დავასრულებთ."