"გაზპრომისა" და იტალიის კომპანია "ენის" შეთანხმება, შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილ იქნეს "სამხრეთის ნაკადად" მონათლული მილსადენი, კიდევ უფრო გაზრდის მოსკოვის გავლენას ევროპისკენ მიმავალი სატრანზიტო ქსელის მართვაში. და რუსეთის ლიდერი უკვე დაუფარავად გამოთქვამს საკუთარ ამბიციებს.
[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბალკანეთი და შავიზღვისპირა რეგიონი ყოველთვის იყო ჩვენი განსაკუთრებული ინტერესების ზონა და ამ რეგიონის ქვეყნებთან ყოველთვის გვქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა - როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ეს განპირობებულია ისტორიული, თუ გნებავთ, ეთნიკური და ადამიანური ფაქტორებით და ის, რომ რუსეთი - თავისი მზარდი შესაძლებლობებით - ბრუნდება ამ რეგიონებში, იწყებს უფრო შესამჩნევი როლის შესრულებას, ნაკარნახევია არა მარტო ჩვენი ინტერესებით, არამედ ჩვენი პარტნიორების ინტერესებითაც."
ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა 25 ივნისს სტამბოლში, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გააკეთა. წინა დღით კი, ზაგრებში, ბალკანეთის ქვეყნების ენერგეტიკულ სამიტზე წარმოთქმულ სიტყვაში, რუსეთის ლიდერმა ისაუბრა იმ დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც რუსეთისა და იტალიის ენერგოკომპანიების, "გაზპრომისა" და "ენის" ერთობლივ პროექტს ენიჭება.
ექსპერტებიც ერთხმად იზიარებენ მოსაზრებას, რომ "სამხრეთი ნაკადის" პროექტის განხორციელება მართლაც განამტკიცებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რუსეთის პოზიციებს.
[ფედერიკო ბორდონაროს ხმა] "ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი ძლიერი სვლაა საჭადრაკო პარტიაში. არა მგონია, ეს სვლა სხვა შესაძლო პროექტებს კლავდეს, მაგრამ უდავოდ კლავს შესაძლებლობას, იმ სხვა პროექტებმა ისეთივე მნიშვნელობა შეიძინონ, როგორიც მათთვის იგეგმებოდა."
ასეთია იტალიელი ექსპერტის, ფედერიკო ბორდონაროს აზრი. მას კვერს უკრავს ბრიტანელი ჯულიან ლი, ლონდონის მსოფლიო ენერგეტიკის კვლევის ცენტრის თანამშრომელი.
[ჯულიან ლის ხმა] "ვფიქრობ, ახლა გაცილებით უფრო ძნელი გახდება მხარდაჭერის მოპოვება ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, "ნაბუქო". "სამხრეთის ნაკადი", მას შემდეგ, რაც ბულგარეთს მიაღწევს, როგორც ჩანს ორი სახმელეთო მილსადენით გაგრძელდება, რომელთაგან ერთი იტალიისკენ წავა, ხოლო მეორე - ავსტრიისკენ. და სწორედ ეს მეორე მარშრუტი გაუწევს კონკურენციას "ნაბუქოს".
კიდევ ერთი ექსპერტი, რომელსაც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ბრაიან უიტმორი ესაუბრა, მარშალ გოლდმანი გახლავთ. ის მრავალი წლის მანძილზე აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის უელსლის კოლეჯის პროფესორი იყო და იქ რუსეთის ეკონომიკას ასწავლიდა. გოლდმანი დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსეთის საერთაშორისო გავლენის გაზრდა პირდაპირპროპორციულად გაზრდის მის პოლიტიკურ გავლენასაც.
[მარშალ გოლდმანის ხმა] "აქ უეჭველად გვექნება საქმე გავლენის სფეროსთან, რადგან როგორც კი ეს ქვეყნები რუსეთის ბუნებრივი აირის მოხმარებას მიეჩვევიან, ისინი თავს შეიკავებენ სხვა მიმართულებით გახედვისგან - იმის შიშით, რომ რუსები მათ მიწოდებას შეუწყვეტენ."
ექსპერტთა ამ მოსაზრებების ფონზე მეტისმეტად ოპტიმისტურად ჟღერს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან სტამბოლში, 26 ივნისს გააკეთა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "რა თქმა უნდა, რუსეთი აშენებს სხვადასხვა გაზსადენებს და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიც ააშენებენ სხვადასხვა გაზსადენებს. რა თქმა უნდა, საქართველო ამაში ითამაშებს მნიშვნელოვან როლს და, რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით გარანტირებული. ჩვენ უკვე ვართ გარანტირებული. ამაზე შეგვიძლია, არ ვინერვიულოთ. ჩვენ უკვე, პრინციპში, კატასტროფა აღარ გვემუქრება. ეხლა ეს არის სხვების საზრუნავი და იმისთვის ვართ, რომ სხვებსაც დავეხმაროთ. ეგ არის და ეგ."