საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-9 სხდომაზე. ოსურ ენაზე დიმიტრი სანაკოევის გამოსვლას ბრიუსელში პირდაპირ ეთერში გადასცემდა ტელეკომპანია ”ალანია”, თუმცა სანაკოევის მიმართვა ევროპიდან ცხინვალში ვერ მოისმინეს - 26 ივნისს ცხინვალში ელექტროენერგია გაითიშა. ეს კი შემთხვევით არ მომხდარა.
რა შეფასებები მოჰყვა ევროპარლამენტში დიმიტრი სანაკოევის გამოსვლას ცხინვალსა და თბილისში?
[დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”ვაღიარებთ, რომ მოსკოვს კონფლიქტის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია და არსებობენ ძალები, რომლებიც წამლავენ დე ფაქტო ხელისუფლებას. და ვფიქობ, რომ ჩვენს ინიციატივას ხელს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება უშლის, ხელს რუსეთის ის ძალები გვიშლიან, რომლებიც კოორდინაციას უწევენ ცხინვალში მოქმედ რეჟიმს...”
დიმიტრი სანაკოევს რუსეთის პოლიტიკა ასე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან არ შეუფასებია. შეფასება რუსულ ენაზე პრესკონფერენციაზე გაკეთდა... საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მეცხრე სხდომაზე კი დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სიტყვით ოსურ ენაზე გამოვიდა და ოსურ ენაზე თქვა, რომ ”კონფლიქტის მოგვარების გასაღები მოსკოვში კი არა, ევროპაშია, თავისუფალი ევროპის ყველა ქვეყანასა და დედაქალაქში და, მათთან ერთად, რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოში, ევროპულ და დემოკრატიულ სამხრეთ ოსეთში. ”
საქართველოსა და ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად დიმიტრი სანაკოევის ბრიუსელში მიწვევას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კონფლიქტის მოგვარების საქმეში შემობრუნების წერტილი უწოდა. ჩვენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს ვთხოვეთ განემარტა, 26 ივნისს სანაკოევმა ვის წინაშე ჩამოაყალიბა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხედვა.
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ეს არის ევროპარლამენტის ჯგუფი, რომელიც არის პასუხისმგებელი და ლობისტი კავკასიური საკითხებისა ევროპარლამენტში. იქ გამოსვლა და ეს სხდომა, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, არის ძალიან მნიშვნელოვანი - იქ ხდება, ფაქტობრივად, ანგარიშის ჩაბარება იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და რა ხდება ევროპაში. ”
”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელები დარწმუნდნენ იმაში, რომ დროებითი ადმინისტრაცია არ არის ბლეფი, რომ სანაკოევი, რომელიც წლების წინ სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, როცა დღეს პირდაპირი მოლაპარაკებების მეშვეობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას უჭერს მხარს, ოსი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესს გამოხატავს”, - თქვა ჩვენთან საუბრისას კოტე გაბაშვილმა და ნათქვამს დასძინა, რომ დროებითი ადმინისტრაციის მიმართ გარკვეული შიშის მოხსნა არსებითია იმისათვის, რომ დონორთა სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდეს არა სამტროდ, არამედ აღმშენებლობის მიზნით:
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”კოკოითის მხრიდან ხდება ფულის განკარგვისას მოპარვა, ხოლო სანაკოევის მხრიდან კი, მართლაც, აღმშენებლობა . აი, ამის დანახვაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ფული მოხმარდეს მართლაც აღმშენებლობას და არა მტრობას.” (სტილი დაცულია)
ბრიუსელში ევროპარლამენტის წარმომადგენლებს დიმიტრი სანაკოევმა უთხრა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი, სამართლიანი გადაწყვეტა ოსებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენითა და პირდაპირი დიალოგის განვითარებით წარმოუდგენია, ქართველებისა და ოსების მომავალი კი - საერთო სახელმწიფოში, სადაც დაცული იქნება ოსური მოსახლეობის ინტერესები. დროებითი ადმინისტრაციის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, დახმარების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
დიმიტრი სანაკოევის გამოსვლა საქართველო- ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე გააპროტესტა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანაკოევის ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული სპეცოპერაციის შემადგენელ ნაწილად შეაფასა, საქართველოს ხელისუფლება ოსი ხალხის ინტერესების იგნორირებაში დაადანაშაულა და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, თუ მართლაც აქვს კონფლიქტის მოგვარების სურვილი, დე ფაქტო ხელისუფლებას დაუთმოს საერთაშორისო ტრიბუნა.