მხარი დაუჭირონ ჩეხეთის ტერიტორიაზე ვაშინგტონის ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსების გეგმას. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩეხეთის მთავრობასთან საუბარი ჯორჯ ბუშს არ გაუჭირდება - ხელისუფლების წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი ვაშინგტონის გეგმას ისედაც მხარს უჭერს; აი, რიგით მოქალაქეთა უმრავლესობას კი სულაც არ ახარებს მათი ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სარადარო სისტემის განთავსება.
აშშ-ის გეგმა, აღმოსავლეთ ევროპაში განათავსოს თავისი ანტისარაკეტო სისტემის ელემენტები, მხოლოდ მოსკოვს როდი აღიზიანებს. ეს საკითხი უთანხმოებას იწვევს თვით ვაშინგტონის მოკავშირეებს შორისაც. გეგმის თანახმად, პოლონეთში უნდა განთავსდეს ათი გადამტაცი რაკეტა, ხოლო ჩეხეთში - სარადარო ბაზა.
ჩეხეთში ჯორჯ ბუშის ჩამოსვლის წინა დღეებში მომავალი სარადარო ბაზის სიახლოვეს მდებარე ხუთ ქალაქსა და სოფელში ჩატარდა რეფერენდუმები, რომლებშიც ადგილობრივმა მოსახლეობამ რადარების განთავსებისადმი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა.
მართალია, ადგილობრივი ადმინისტრაციების თაოსნობით გამართული ამ რეფერენდუმების შედეგებს კანონის ძალა არ აქვს, ისინი კარგად ასახავს ვაშინგტონის გეგმისადმი ჩეხეთის მოსახლეობაში გავრცელებულ დამოკიდებულებას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ჩეხების 60 პროცენტი სარადარო ბაზის აშენებას ეწინააღმდეგება.
რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი რადარის თემაზე ესაუბრა გაზეთ "ლიდოვე ნოვინის" მიმომხილველს ფრანტიშეკ შულცს, ანტისარაკეტო სისტემებისადმი მიძღვნილი წიგნის თანაავტორს. შულცის აზრით, სარადარო ბაზის აშენების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ზოგადად, უცხო ქვეყნის ბატონობისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით აიხსნება:
[ფრანტიშეკ შულცის ხმა] "ხალხი ამბობს, 40 წელიწადზე მეტი რუსების მონობაში გავატარეთო. რევოლუციის მერე გვეგონა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა და ნამდვილ სუვერენობას მოვიპოვებდით - ახლა კი გამოდის, რომ შეერთებულ შტატებს უნდა ვემსახუროთო."
სწორედ ამ ვითარების შეცვლას ისახავს მიზნად პრაღაში ჯორჯ ბუშის ორდღიანი ვიზიტი. სამშაბათს თეთრი სახლის მესვეური მოლაპარაკებებს გამართავს ჩეხეთის პრეზიდენტთან ვაცლავ კლაუსთან, პრემიერ-მინისტრთან მირეკ ტოპოლანეკთან და ოპოზიციის ლიდერთან ირჟი პაროუბეკთან. პრემიერმა ტოპოლანეკმა, რომელიც სათავეში უდგას ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობას, ყური არ ათხოვა ოპოზიციის ლიდერ პაროუბეკის მოწოდებას, სარადარო ბაზის აშენების თაობაზე საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. და, საერთოდ, როგორც "ლიდოვე ნოვინის" მიმომხილველი ფრანტიშეკ შულცი აღნიშნავს, ჩეხეთის პოლიტიკური ელიტა ჩეხეთის ტერიტორიაზე რადარის განთავსების მომხრეა.
[ფრანტიშეკ შულცის ხმა] "მთავრობა, მისი ხალკეული წევრები, სამინისტროების მაღალი რანგის თანამშრომლები, პროამერიკულად არიან განწყობილი და, შესაბამისად, რადარის განთავსებასაც მხარს უჭერენ. მათ ეს მართლა უნდათ."
პრემიერ-მინისტრი ტოპოლანეკი ამბობს, რომ მთავარი პარლამენტის მხარდაჭერაა. თუმცა, მოიპოვებს თუ არა ვაშინგტონის გეგმა ამ მხარდაჭერას, ვერავინ იწინასწარმეტყელებს: 200-ადგილიან პარლამენტში მმართველი კოალიცია მანდატების ზუსტად ნახევარს ფლობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარადარო ბაზის მშენებლობისთვის მწვანე შუქის ასანთებად აუცილებელია, სულ ცოტა, ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერა.