ამის შემდეგ წყლით მომარაგება ცხინვალსაც უნდა აღუდგეს. საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის მანიპულაციებს სულ სხვა მიმართულების ნაბიჯებით უპასუხებს. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს გამწვავებული ვითარების ფონზე, იმ ვითარების, რომელიც ედუარდ კოკოითის მიზეზით შეიქმნა, თბილისში, ვერის ბაღში, ოსური კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გაიხსნა.
” როცა კოკოითი წყლის გადაკეტვითა და მუქარით არის დაკავებული, მეორე მხარე კონკრეტულ, საჭირო საქმეს აკეთებს”, ”ყველა ხედავს როგორ მთლინდება ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი ხიდი” - ასეთი განცხადებები გაკეთდა ოსური კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გახსნაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები და, მათთან ერთად, კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციის მეთაური დიმიტრი სანაკოევი.
ოსური კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, რომელიც თბილისში, ვერის ბაღში, გაიხსნა, შეხვედრებს გამართავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედი ოსთა ფოლკლორული გუნდები, იმუშავებს ცხინვალიდან დევნილი ოსური ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.
[ გიგი უგულავას ხმა] ”თითოეულმა ქართველმა იცოდეს, რომ დიდი საერთო ისტორია გვაქვს, საერთო ჭირი გადაგვიტანია და საერთო ლხინი. ამ პატარა კუთხის მოწყობის შემდეგ თითოეულ ქართველს ეცოდინება, რომ აქ, საქართველოს გულში, არის ოსური გული, რომელიც ისევე ფეთქავს, როგორც ქართული გული..” (სტილი დაცულია)
თქვა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ოსური კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გახსნაზე. მაგრამ დავუბრუნდეთ პრობლემას, რომელმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მძიმე ვითარება შეუქმნა ქართველებსაც და ოსებსაც.
კონფლიქტის ზონაში სასმელი წყლის მწვავე პრობლემა თავიდან არაპოლიტიკური მოტივაციით წარმოიშვა. სასმელი წყლის მილში, რომელიც სათავეს ჯავიდან იღებს და დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებზე გადის, წყლის დეფიციტი ამ სოფლების მოსახლეობის მიერ მილის დახვრეტამ გამოიწვია. მოსახლეობა სასმელ წყალს სარწყავი დანიშნულებით იყენებდა, რამაც ცხინვალის წლით მომარაგებაში პრობლემები შექმნა. ედუარდ კოკოითი გაბრაზდა, ჯავაში სასმელი წყლის მილი გადაკეტა და ამ გადაწყვეტილებით სასმელი წყლის გარეშე ერთდროულად ქართველებიც დატოვა და ოსებიც. შემდეგ საქმეში პოლიტიკაც ჩაერთო. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური დაიმუქრა, რომ კონფლიქტის ზონის ქართული სოფლებისთვის სასმელი წყლის მიწოდებას მანამდე არ აღადგენდა, სანამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას არ დატოვებდა დროებითი ადმინისტრაცია, დიმიტრი სანაკოევის მეთაურობით. ულტიმატუმმა არ გაჭრა. დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში ამუშავდა ჭები პრობლემის გადასაჭრელად, ცხინვალელები კი გაცილებით მძიმე ვითარებაში აღმოჩდნენ.
1 ივნისს კონფლიქტის ზონაში ეუთოს მონიტორინგის ჯგუფი იყო ჩასული, რის შემდეგაც ოსეთის მხარემ დიდი ლიახვის ქართულ სოფლებს წყლის მიწოდება აღუდგინა. წყალი სოფლებამდე დაბალი წნევით აღწევს ... საქართველოს მხარე მიიჩნევს, რომ რეგიონში წყლით მომარაგების პრობლემა სეპარატისტული რეჟიმის 16 წლიანი ” მმართველობის” შედეგია, რადგან ამ პერიოდში მწყობრიდან გამოვიდა მთელი ინფრასტრუქტურა. საქართველოს მხარემ იმუშავა რეგიონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომლის რეალიზაციისთვის საქართველოს მიერ გამოყოფილ თანხას მომავალში საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი ფულიც უნდა დაემატოს... მაგრამ, ყველაფერი ამის მიუხედავად, ბოლო დღეებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ახალი პრობლემის გამო, წყლის პრობლების გამო, მოსკოვმა მაინც თბილისი დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტის ზონაში სასმელი წყლის პრობლემის შექმნის მიზეზი გახდა საქართველოს ხელისუფლების უარი ქართულ სოფლებში დაზიანებული მილის შესაკეთებლად ოსური ბრიგადების შეშვებაზე. ”თბილისმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა, წყალსადენის შეკეთებაზე ნებართვა დიმიტრი საანაკოევისგან აეღო და ამით როგორც ქართველები, ისე ოსები პოლიტიკური თამაშის მძევლებად აქცია”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შენიშნავს, რომ რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ კიდევ ერთხელ ფაქტების განზრახ დამახინჯების მეთოდს მიმართა. ”ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიკერძოებულობას და იმას, რომ რუსეთს არა აქვს ნება შეასრულოს ნეიტრალური მომრიგებლის როლი”, - ნათქვამია, ახლა უკვე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.