საესტრადო თეატრში ძველებური რუსული რომანსებისა და ბოშათა სიმღერების ცნობილი შემსრულებლის ალა ბაიანოვას იუბილე აღინიშნა. მომღერლის სასცენო მოღვაწეობა ზუსტად 85 წლის წინ დაიწყო. მისი პირველი გამოსვლა 1922 წელს პარიზში შედგა. რუს ხელოვანთა ემიგრაციის ისტორიაში ალა ბაიანოვას სახელი, მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, პიოტრ ლეშჩენკოსა და ალიოშა დიმიტრიევიჩთან ერთად მოიხსენიება. პირადად მე ბაიანოვას გვარი პირველად გასული საუკუნის სამოციან წლებში გავიგე. თბილისის მელომანთა წრეში დოლიძის ქუჩაზე მცხოვრები ვინმე “დიადია კოლია” იმ დროის კოლექციონერებისთვის სრულიად უჩვეულო საქმით იყო გატაცებული: ის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ემიგრაციის მომღერლების გრამფირფიტებს აგროვებდა. მისი უსაყვარლესი მომღერალი კი ჩვენთვის იმხანად სრულიად უცნობი ალა ბაიანოვა იყო. თვითონ “დიადია კოლიამაც” მომღერლის ბიოგრაფიის შესახებ არაფერი იცოდა. ე.წ. “რკინის ფარდის” არსებობის პირობებში ეს არც იყო გასაკვირი. ალა ბაიანოვას ცხოვრების ისტორია ჩვენ მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს გავიგეთ. ის 1914 წელს კიშინიოვში, საოპერო მომღერალ ლევიცკი-ბაიანოვის ოჯახში, დაიბადა. რევოლუციის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ჯერ იტალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა. სწორედ საფრანგეთში მიიღო ალამ განათლება. პარალელურად ის მამასთან ერთად კავკასიურ რესტორან “ყაზბეგში” გამოდიოდა, სადაც ბრმა გოლიათ კუდეარის გამძღოლის როლს თამაშობდა. ერთ-ერთ წარმოდგენას ალექსანდრ ვერტინსკი დაესწრო. აღტაცებულმა მეტრმა ნიჭიერი ქალიშვილი ე.წ. ”მოსკოვის დიდ ერმიტაჟში” გადაიბირა. იქ თვითონ ვერტინსკი დიდი წარმატებით მღეროდა. დებიუტის საღამოს ალას მან ალისფერი ვარდების უზარმაზარი თაიგული მიართვა. პარიზის შემდეგ ბაიანოვა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობდა. ამ ქვეყნების დედაქალაქებში ის ვერტინსკისა და ლეშჩენკოსთან ერთად გამოდიოდა. ახალგაზრდა მომღერალი რუსულ და ბოშურ რომანსებთან ერთად საკუთარ სიმღერებსაც ასრულებდა.
მუსიკალური ჩანართი [მღერის ალა ბაიანოვა ]
უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის წინ ალა ბაიანოვა რუმინეთში, ბუქარესტში, ცხოვრობდა. ის პიოტრ ლეშჩენკოსთან ერთად “პავილიონ რიუსში” მღეროდა. თანმხლები ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიჭიერი მუსიკოსი ჟორჟ იფსილანტი მომღერლის მეუღლე გახდა. მათი ერთობლივი ცხოვრება, სამწუხაროდ, მხოლოდ 1941 წლამდე გაგრძელდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ბაიანოვა, როგორც საბჭოთა კავშირის აქტიური მომხრე, რუმინელებმა დააპატიმრეს და ბუქარესტის ახლოს მდებარე ციხის ბანაკში მოათავსეს.
მუსიკალური ჩანართი [მღერის ალა ბაიანოვა]
ალა ბაიანოვას შემოქმედებითი გზა, გარდა საფრანგეთის და რუმინეთისა, სერბეთს, საბერძნეთს, სირიას, ლიბანსა და პალესტინას უკავშირდება. ბოლოს და ბოლოს, 1988 წელს ის საცხოვრებლად საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა. დღესაც, მომღერლის სოლიდური ასაკის მიუხედავად, ბაიანოვას ესტრადაზე ყოველ გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი ახლავს. ინგლისელ პოეტ უილიამ ბლეიკს აქვს შესანიშნავი აფორიზმი: “ენერგია – ყველა სიამოვნების ერთადერთი წყაროა. ამ ქალის “ენერგია, შეიძლება ითქვას, მისი ნიჭის ადეკვატურია.მოგზაურობები, თავგდასავლები, კონცერტები, სამიჯნურო ამბები, შეხვედრები და განშორებები – გაუგებარია, როგორ ჩაეტია ყველაფერი ეს მომხიბლავი მომღერლის ცხოვრებაში. თუმცა არსებობს ამ ქვეყნად ისეთი რამ, რაც ადამიანს ძალას მატებს. მას სიმღერა ჰქვია!