8 აპრილის საკვირაო დანართში გამოქვეყნდა დიდი მასალა იმის შესახებ, როგორ დაუკრა კლასიკური მუსიკის სუპერვარსკვლავმა, მევიოლინე ჯოშუა ბელმა ვაშინგტონის მეტროში. სტატიაში, სათაურით “მარგალიტები საუზმის წინ”, გაზეთის რამდენიმე ჟურნალისტი “უჩარჩოო ხელოვნების” პრობლემას შეეხო. საქმე ისაა, რომ შეერთებულ შტატებში საუკეთესო მევიოლინედ აღიარებულმა 39 წლის ჯოშუა ბელმა ვაშინგტონის მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში დაკვრის დროს მხოლოდ 32 დოლარი და 17 ცენტი იშოვა. მან კრაისლერის, შუბერტის, მასნეს და ბახის ნაწარმოებები სტრადივარის ვიოლინოზე დაუკრა. ათასზე მეტი გამვლელიდან მევიოლინე მხოლოდ ერთმა ქალმა იცნო. უჩვეულო ექსპერიმენტი, იმ ცნობილი მუსიკოსის მონაწილეობით, რომლის კონცერტზეც ბილეთის მინიმალური ფასი 100 დოლარია, სწორედ “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტებმა მოიფიქრეს. ჩანაფიქრის თანახმად, ჯინსებში, ბეისბოლის მაისურსა და სვიტერში გამოწყობილმა ბელმა 2007 წლის 12 იანვარს ამერიკის დედაქალაქის მეტროს სადგურ “L’Enfant Plaza”–ზე თითქმის 45 წუთი დაყო. აღსანიშნავია, რომ ამ სადგურის გარშემო განლაგებულია ფედერალური სამინისტროების შენობები. ფარული კამერის საშუალებით “ვაშინგტონ პოსტის” ერთი კორესპონდენტი აკვირდებოდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც სამსახურში მიიჩქაროდნენ, მეორე ჟურნალისტი კი იღებდა ინტერვიუს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ბელის ვიოლინოს ფუტლარში ფული ჩააგდეს. მუსიკოსისთვის მოულოდნელად, გამვლელების უმრავლესობა მას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მხოლოდ მეტროს სადგურზე მომუშავე ფეხსაცმლის მწმენდავმა ქალმა გამოთქვა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მევიოლინე ძალიან ხმამაღლა უკრავდა. არადა, ექსპერიმენტის პროექტის დაგეგმვისას მისი ავტორები ფიქრობდნენ, რომ კლასიკური მუსიკის თვალსაზრისით ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქში, ვაშინგტონში, მიწისქვეშა გადასასვლელში, ბელის ირგვლივ უამრავი მსმენელის მოსალოდნელი შეკრების გამო, პოლიციის გამოძახება გახდებოდა საჭირო. სინამდვილეში, როგორც უკვე აღვნიშნე, მუსიკოსი მხოლოდ ერთმა ქალმა იცნო - ისიც ექსპერიმენტის დასრულების ჟამს. მან ბელის ვიოლინოს ფუტლარში 20 დოლარი ჩადო და ხელოვანს საკუთარი თავი წარუდგინა. სხვათა შორის, “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტებს ეს 20 დოლარი მევიოლინის საბოლოო “ანგარიშში” არ შეუტანიათ.
მუსიკალური ჩანართი [უკრავს ჯოშუა ბელი]
მაშ ასე: 12 იანვარი, პარასკევი, დილის 7 საათი და 51 წუთი, ვაშინგტონში დილის პიკის საათის შუაგული. Mმომდევნო 43 წუთის განმავლობაში მევიოლინის გვერდზე 1097 კაცი ჩაივლის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენც ხართ მეტროს მგზავრებს შორის. რა არჩევანს გააკეთებთ – გაჩერდებით და მოუსმენთ მუსიკოსს, თუ არ მიაქცევთ მას ყურადღებას და, როგორც იტყვიან, ზრდილობის გულისთვის ჩაუგდებთ ვიოლინოს ფუტლარში დოლარიანს? ეს, გარკვეულწილად, რიტორიკული კითხვა სინამდვილეში იმ მნიშვნელოვან პრობლემას ასახავს, რომელიც ამჟამად დადგა კაცობრიობის წინაშე. ადამიანის სულიერ სფეროში მასკულტურის ნამდვილმა “შემოსევამ” ზნეობრივი ან, მერაბ მამარდაშვილის ტერმინოლოგიის გამოყენებით, ანთროპოლოგიური კატასტროფა წარმოშვა. ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ინტერაქტიული გამოკითხვის ჩატარების საშუალება არა გვაქვს – ამიტომ თითოეულმა მსმენელმა არჩევანი საკუთარი თავის წინაშე დააფიქსიროს.
მუსიკალური ჩანართი [უკრავს ჯოშუა ბელი]
როცა გამოჩენილი მუსიკოსი უკრავს გენიალურ მუსიკას, მაგრამ მას არავინ უსმენს – რას ნიშნავს ეს? მართლაც კარგად უკრავს შემსრულებელი? ძველი ფილოსოფიური დავა სილამაზის ბუნების შესახებ მეცნიერებში ყოველთვის ახალ კითხვებს აღძრავდა: არსებობს შესატყვისი საზომი (გოთფრიდ ლაიბნიცი), შეფასება მხოლოდ საკუთარ აღქმაზეა დამოკიდებული (დევიდ იუმი) თუ ეს ორივეს შერწყმაა (იმანუილ კანტი)? პასუხი რადიომსენელისთვის მიმინდვია. მხოლოდ ერთს დავუმატებდი: 10 აპრილს ჯოშუა ბელი ევროპული გასტროლებიდან დაბრუნდა შტატებში იმისათვის, რათა პრესტიჟული მუსიკალური პრემია “Avery Fisher Prize” მიეღო.